
სახელმწიფო იქნება ორიენტირებული იმ პროფესიებზე გამოაცხადონ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მიღება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ. მისი თქმით, ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, სწავლის დასაწყისიდანვე ეცოდინებათ, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ, მათ შესაბამისი დასაქმება ელოდებათ სახელმწიფო, თუ კერძო სექტორში.
„სახელმწიფო იქნება ორიენტირებული იმ პროფესიებზე გამოაცხადონ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მიღება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. რომ გვყავდეს არა დიპლომირებული უმუშევრები, განათლებული ახალგაზრდები, ვინც ვერ პოულობენ სამუშაო ადგილს, არამედ ახალგაზრდები, რომლებსაც ფაქტობრივად სწავლის დასაწყისიდანვე ეცოდინებათ რომ დამთავრების შემდეგ მათ შესაბამისი დასაქმება ელოდებათ სახელმწიფო, თუ კერძო სექტორში. ასევე სიახლეა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარების შემთხვევაში, ყველა სტუდენტი სრულიად უფასოდ ისწავლის“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომზადებულ ცვლილებებს, დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.