
„ქართული ოცნება“ ახალი დრაკონული კანონებით ამკაცრებს შეკრებისა და მანიფესტაციის რეგულაციებს, ფაქტია, რეჟიმს აწუხებს რუსთაველის პროტესტი, თუნდაც ერთი ადამიანის აქცია, ცდილობს, თუნდაც ტროტუარზე მდგომ ადამიანებს აუკრძალოს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფლების მოყვარე ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ერთი წელია, უწყვეტად არის წინააღმდეგობაში და აუციელბლად მიაღწევს საბოლოო მიზანს, რასაც ქვია რეჟიმის ცვლილება.
„რუსული რეჟიმი ცდილობს, ქვეყანაში დარჩენილი თავისუფლების ბოლო ნიშაც ამოქოლოს და ეს არის რუსთაველის პროტესტი, მშვიდობიანი დემონსტრაციები. ახალი დრაკონული კანონებით ამკაცრებს შეკრებისა და მანიფესტაციის რეგულაციებს. ფაქტია, რეჟიმს აწუხებს რუსთაველის პროტესტი, თუნდაც ერთი ადამიანის აქცია და ცდილობს, თუნდაც ტროტუარზე მდგომ ადამიანებს აუკრძალოს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა. ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა რუსეთმა, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ ამ გზის გატარება სურს საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმს, თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ერთი წელია, უწყვეტ წინააღმდეგობაშია და აუცილებლად ერთად მივაღწევთ იმ საბოლოო მიზანს, რასაც ჰქვია რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.