რეზონანსი
20.02.2026

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს - 9 წლით, ხოლო ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილს - 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

„სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვი­სას და­დას­ტურ­და, რომ 2022 წლის 10 სექ­ტემ­ბერს გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილ­მა მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეს და­ზა­რა­ლე­ბულ სა­წარ­მოს­თან, 416 700 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის იახ­ტის ნას­ყი­დო­ბის თა­ო­ბა­ზე.

გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძი­სა და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სა­წარ­მოს ჩა­უ­რი­ცხა იახ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რი სრუ­ლად.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბულ კომ­პა­ნი­ას არ მი­ა­წო­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იახ­ტა, ხოლო ჩა­რი­ცხულ თან­ხებს - 1 155 019 ლარს (416 700 ევ­როს ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი) მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე და ირაკ­ლი პო­პი­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნენ ცნო­ბი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“",დ“ და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, (წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბა) და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს - 9 წლით, ხოლო ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილს - 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

აქვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×