რეზონანსი
20.02.2026

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართვები, სადაც მინიმუმ 8 პირი, საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. "იმედის" მტკიცებით,  მათ შორის არიან, ავთანდილ თოფჩიშვილო, რამაზ ჯორბენაძე, სულხან აბრალავა, გიორგი კირვალიძე, გიორგი ქორქია და ევა შანშიაშვილი.

„ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ აღიარებით ჩვენებებში ბრალდებულები პროკურორებს მიმართავენ და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

"საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას," - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

ამავე თემაზე განცხადება ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ გაავრცელა. მისი თქმით, ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გიორგი კირვალიძე არც ბრალს აღიარებს და არც ვინმეს მიმართავს საპროცესო შეთანხმების თხოვნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×