თამთა ჩაჩანიძე 28.03.2024
პარტია „საქართველოსთვის", „ოცნებას" საარჩევნო კოდექსში ცვლილებების საკუთარ ვერსიას სთავაზობს, რომ შეიცვალოს კანონი შემდეგნაირად - საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური. „ოცნების" დაინიცირებულ ცვლილებებში 40%-იანი ბარიერი უქმდება და საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2024
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიცის გაერთიანების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდვანი ხდება, ამასთან პარტიების უმეტესობა კვლავ იმ პრობლემის წინაშე დგას - გადალახავენ თუ არა საარჩევნო ბარიერს.
ქეთო გოგოხია 27.03.2024
საქართველოში ექთნების დეფიციტი იმდენად მწვავეა, რომ უკვე სამედიცინო პროცედურების ჩატარების პრობლემა დადგა კლინიკებში. მართალია, მათთვს მინიმალური სახელფასო განაკვეთი განსაზღვრა, მაგრამ პრობლემას ვერც ამან უშველა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ექთნების შრომის ანაზღაურება კვლავ დაბალია იმისათვის, რომ დასაქმების მოტივაცია გაჩნდეს. შესაბამისად, აშკარაა კადრების გადინება, ექთნები მიდიან უცხოეთში სამუშაოდ და მათი ჩამნაცვლებელი საქართველოში არავინაა.
ელზა პაპოშვილი 27.03.2024
საბერძნეთში 19 წლის ქართველის მიერ ჩადენილი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ათენში ქართველმა ჯერ სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, შემდეგ კი სკოლის დირექტორი მუცელში დანით დაჭრა. ბერძნული მედია, ახალგაზრდა ქართველის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივად შურისძიებას ასახელებს.
ნატალია ჯვარიძე 27.03.2024
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. რამდენად სწორად ასრულებს მთავრობა რეკომენდაციებს, ამის შესახებ ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა, ერთი ნაწილი თვლის, რომ საქართველო ზუსტად მიჰყვება ყველა რეკომენდაციას, რაც ბრიუსელიდან მოდის, ნაწილი კი დიდ ცვლილებებს არ ელოდება, განსაკუთრებით სასამართლო და არჩევნების რეფორმების საკითხებში.
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2024
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დუმს - 25 მარტს „ნაციონალურმა მოძრაობის" წევრებმა ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს ის ხელმოწერები, რითაც ითხოვენ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა პრეზიდენტისგან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა. მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და მასზე „გარე და შიდა ზეწოლა ვერ იმოქმედებს".
თამთა ჩაჩანიძე 26.03.2024
მმართველმა პარტიამ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ორ ძირითად საკითხს მოიცავს - საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში შემოდის „დელეგატი“ცნება. კანონპროექტის თანახმად, პარტიას აქვს უფლება, საარჩევნო სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი რომელიმე საარჩევნო ოლქის დელეგატად განსაზღვროს. რატომ გახდა საჭირო საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ამ ცვლილებების მიღება და როგორ აისახება ეს არჩევნების შედეგებზე?
ელზა პაპოშვილი 26.03.2024
ოპოზიცია რამდენიმე თვეა ცდილობს ოქტომბრის არჩევნებისათვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მიაღწიოს და შესაბამის კამპანიას აწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე იმ ქვეყნებში, სადაც ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდია. ხელისუფლებისათვის კი ეს ასევე პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა. რა არის ამის მიზეზი და ზოგადად, რა გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პოზიცია?
თამთა ჩაჩანიძე 26.03.2024
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოქლაქე ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა. რუსული მხარის მტკიცებით, ის 2022 წელს ოქტომბერში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთანაა კავშირში და გამორიცხული არაა, კრემლმა საქართველოს ხელისუფლებას მისი გადაცემა მოსთხოვოს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ამით მოსკოვი საქართველოს მიმართ ახალი პროვოკაციის საფუძველს ამზადებდეს.
ნატალია ჯვარიძე 26.03.2024
არის თუ პარტია „ახალი" ორი თანასწორი პოლიტიკური ლიდერისა და მათი თანამოაზრეების ალიანსი? ანალიტიკოსთა შეფასებით, პარტიის ლიდერთა ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ „ახალში" უკვე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და შიდა დაპირისპირებაა. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ისინი ახალდაფუძნებული პარტიის გაყოფასაც არ გამორიცხავენ.
თამთა ჩაჩანიძე 25.03.2024
იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება.საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ერევანში მის სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნატალია ჯვარიძე 28.03.2024
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 811 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთის 72 მილიარდი აშშ დოლარი და ამ თანაფარდობის მიხედვით, ომის წამოწყება სისულელეა.
გვანცა წულაია 27.03.2024
სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია საქართველოსთან დაკავშირებით მოლოდინს აუმჯობესებს. მათი მხრიდან, არჩევნების წელს, იზრდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში რაიმე მიმართულებით მდგომარეობა არ გაუარესდება. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ისეთივე სტაბილური მოცემულობა იქნება, როგორიც საქართველოში ბოლო პერიოდშია.
გვანცა წულაია 26.03.2024
ბიზნესის დიდი ნაწილი ლარის მეტად გაუფასურებას აღარ ელის. ასეთი მოლოდინია კერძო სექტორში, რასაც ეკონომისტებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე მაღალი ბიჯის შემცირების შემდეგ ლარის გაუფასურება დროებითი ფაქტორია, ამიტომ კურსი სტაბილური იქნება.
გვანცა წულაია 26.03.2024
ბიზნესი სხვადასხვა სექტორში 48-საათიანი სამუშაო კვირის დაბრუნებას ითხოვს. საუბარია ისეთ მიმართულებებზე, სადაც კადრების განსაკუთრებული დეფიტიცია. სწორედ სამუშაო ძალიან ნაკლებობისა და კვალიფიციური მუშახელის სიმცირით ხსნის კერძო სექტორი ამ მოთხოვნას, თუმცა ადამიანთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მსგვასი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს დასაქმებულთა მდგომარეობას.
ქეთო გოგოხია 26.03.2024
მოსავლიანობის კუთხით წელს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი. ამის პირობას იძლევა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები და, თავის მხრივ, გააქტიურებული ფერმერული საქმიანობა. მთავარია, ამ ყველაფერს ბუნებამაც შეუწყო ხელი, სხვა წინააღმდეგობა რეგიონების მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ აქვს, რაზეც უკვე თამამად საუბრობენ და აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თადარიგი უკვე დაიჭირეს.
ელზა პაპოშვილი 26.03.2024
მკვლელობა ქობულეთში - 47 წლამდე კაცმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ოპერაციის გაკეთებამდე დაიღუპა. შემთხვევა საღამოს, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მათ კონფლიქტის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ელზა პაპოშვილი 25.03.2024
თბილისში უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კაცმა, რომელმაც მეზობელს და მეგობრის ცოლს ჩასაფრება მოუწყო, სასტიკად სცემა, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენა, ბიჭიკო ბაჩილავაა. ის ბრალის წარდგენას ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. როგორც ცნობილი ხდება, 30 წლამდე მამაკაცი, მისთვის ნაცნობ ქალს სადარბაზოსთან დახვდა, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი დანით აჩეხა. 28 წლის ქალს ნეკნები აქვს ჩამტვრეული და კიდურები აქვს მოტეხილი. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|