სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    02.03.2017

    ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე გამუდმებით საუბრობს ეკლესიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე, რაშიც პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ხელს ხედავს. მეტიც, მისი თქმით, საპატრიარქოზე გავლენას ახდენს "პრორუსული ძალები", რომელთა მფარველადაც კვლავ თეთრუაშვილს ასახელებს. ამას საპატრიარქო კატეგორიულად უარყოფს.

    გჯერათ თუ არა საპატრიარქოში ჩრდილოვანი მმართველობის არსებობის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ასე თქმა ძნელია. ის, რომ საპატრიარქო დიდი ხანია გაყოფილია და რამდენიმე დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს, გასაგებია. დავუშვათ, ეს ბრძოლაც გასაგებია. მაგრამ როგორც ასეთი ჩრდილოვანი მმართველობა არის თუ არა, ვერ ვიტყვი. შეიძლება არის ან არ არის. ამისთვის, შიდა სამზარეულოში ჩახედული უნდა ვიყო და თემის ყველა დეტალი ვიცოდე. ამიტომ, ვერაფერს ვერ გეტყვით.

     

     

     გია ბაღაშვილი (მუსიკოსი):  ნამდვილად არ მჯერა. სხვა რავიცი რა გითხრათ?

     

     

     

     

     

     

     მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ხდება. თუმცა ჭორებია იმაზე, რომ ვიღაც ადამიანები გარკვეული არაფორმალური მმართველობით და გავლენით სარგებლობენ. შორენა თეთრუაშვილის სახელი პირველად არ გამიგია, სულ ისმოდა. სინამდვილეში რა და როგორ ხდება, ვერ გეტყვით. გაერკვეს ყველა, ვისაც ეს ავალია. იმედია მაქვს, ისეთი არაფერი არ მოხდება, რომ ადამიანებს იმედები გაუცრუვდეთ. საზოგადოებისგან ნებისმიერი რამ რაც ეკლესიაში მოხდება, მაღალი მორალური სტანდარტით ფასდება. ამიტომ, არ მინდა ამაზე უარესი რამ მოხდეს. სიმართლე გაირკვეს, თუ დამნაშავეა დაისაჯოს და თუ არაა, მართალ კაცად დარჩეს. ეჭვების გამოთქმა არ ხდება იქ, სადაც არ ჩნდება ეჭვები, ამას კი მხოლოდ და მხოლოდ გამჭირვალობა უზრუნველყოფს.

     გოგი თორაძე  (რეჟისორი):  ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს უნდა დამტკიცება. ფაქტები უნდა მოიყვანო, როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებ. პასუხის გაცემა არ შემიძლია, სანამ გამოძიება არ დასრულდება. როდესაც ჩახედული არ ხარ, შეუძლებელია საუბარი. ღმერთმა ქნას, სიმართლე არ აღმოჩნდეს. ხალხი ასეთი აფორიაქებული არ მინახავს. ყველაზე წმინდას, სათუთს და საყვარელს შეეხნენ. ყველაფრის შესახებ, ქვეყნის გარეთაც გაიგეს და ეს ძალიან სამარცხვინოა.

     

     ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი):  ის, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებაა და ყველაფერი წესრიგში არ არის, სახეზეა. ხელისუფლება ცდილობს ყოველივე კიდევ უფრო გააღრმავოს, შეეცადოს საპატრიარქო სრულად დაიქვემდებაროს და აღნიშნული პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს, რაც, ბუნებრივია, დამღუპველი შედეგების მომტანი გახდება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter