სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    05.09.2017

    რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    მისივე თქმით, დანარჩენს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

    "დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არცერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი, ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

    ბოლოდროინდელ ხანძრებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმაც გამოთვა ვარაუდი რომ შესაძლებელი იყო ხანძრები ხელოვნურად გაეჩინა ვინმეს.

    "თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

    ფიქრობთ თუ არა, რომ გამოძიება დივერსიული თავდასხმების ვარიანტზე მუშაობს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ეჭვი ყველას აქვს და თუ საფუძველი ეჭვია, მაშინ შეიძლება. თუმცა კონკრეტულად გამოძიებას რა გააჩნია და რა არა, ამას ვერ გეტყვით, არ ვარ ამაში ჩახედული. მაგრამ თუ რამე ეჭვია, მაშინ გამოძიება აუცილებლად უნდა წავიდეს ამ მიმართულებით.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ყველა მოქალაქეს აქვს ასეთი საფუძველი და გამოძიებას მეტად უნდა ჰქონდეს. რაც მალე მოხდება ამის შეფასება და განაცხადი, მით უკეთესი, რადგან გაურკვევლობაში ვართ.

    ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც არანაკლებ მაღალი ტემპერატურაა, მაგრამ ასეთი რანგის და სიხშირის ხანძრები, არსად დაფიქსირებულა.

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი  პოეტი): რა თქმა უნდა, დივერსიულ ქმედებებთან გვაქვს საქმე, რადგან სიცხეები სხვა წლებშიც ყოფილა, მაგრამ ხანძრების ასეთი სიხშირე არც ყოფილა და არც გვახსოვს. ამიტომ გამორიცხული არ არის დივერსიასთან გვქონდეს საქმე.

    ხელისუფლებას ამაზე ფიქრის ყველანაირი საფუძველი აქვს და თანაც დიდი ხანია, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი რაზე ფიქრობენ სამართლადამცავი სტრუქტურები და რითი არიან დაკავებულნი - იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხზე იმუშაონ, რადგან საფუძველი ნამდვილად აქვთ.

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათდამცველი): უპრეცედენტო ხანძრები იყო წელს საქართველოში. სიცხეები ყოველთვის არის და ამაზე მეტიც, მაგრამ ასე მიწყობილი და თანმიმდევრული ხანძრები, რომელიც მთელს საქართველოს მოედო, მე არ მახსოვს. ვფიქრობ, ყველანაირი საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter