სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    06.09.2017

    დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ, ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში.

    მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

    დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

    "ციანიდის საქმეზე" გამოტანილი განჩენი სამართლიანია თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): თვითონ პროცესი იმდენად ბურუსით მოცული და შეფუთული იყო, რომ კითხვები, რა თქმა უნდა, ჩნდება. როდესაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმესთან გვაქვს საქმე და ყველას ყურადღება ამ პროცესებისკენ იყო მიპყრობილი, მაინტერესებს, რად უღირდათ სასამართლო პროცესების ასე დახურვა.

    მე არ შემიძლია, რომ ვინმეს ადვოკატი ვიყო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან არაადეკვატურად იქცეოდა სასამართლო და საზოგადოების კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი. შესაბამისად, ეს მაძლევს უფლებას, რომ ეჭვი შეცვიტანო სამართლიანობაში.

     

     გია ბუღაძე (ფერმწერი): ძალიან რთული საქმეა, მაგრამ ვერ ვხვდები გადაკვალიფიცირების არსს. ამ საქმის მოსამართლეს როგორც შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ იოლად მოსასყიდია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ავადმყოფ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი სასამართლო ყველაზე დაავადებულია უკურნებელი სენით.

    ხაზს ვუსვამ, სრულიად ნეიტრალური ვარ, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ გამიმყარდა ჩემი პოზიცია, რომ საქართველოში სასამართლო უბრალოდ მკვდარია.

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): სამართლიანია თუ არა, რთული სათქმელია, მაგრამ რა ჩანაწერებიც მოვისმინე, ისიც საკმარისი იყო ჩემთვის. კი ამბობდნენ, დამონტაჟებულიაო, მაგრამ არამგონია, სრული ჩანაწერით კონტექსტი შეცვლილიყო.

    აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ალბათ, მამა გიორგიმ რაღაც უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ყველამ ჩვენ ჩადენილ ქმედებაზე პასუხი უნდა ვაგოთ.

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობ, მხოლოდ მედიიდან მოსმენილ ინფორმაციას ვფლობ და იმდენად სენსიტიური თემაა, რომ შეფასება ძალიან მიჭირს.

    არამგონია, მოსამართლეს გადაწვეტილების მიღება შეშლოდა. იმიტომ, რომ ადამიანის ბედი იყო სასწორზე დადებული. რადგან ჩვენი კანონმდებლობა ასეთ სასჯელს ითვალისწინებს, ალბათ, მოსამართლემაც ამის შესაბამისად მიიღო გადაწვეტილება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    იაკო   (12.09.2017)
    პრანჭია ირმა! კარგი რა გიყურებ და გისმენ ხშირად და მართალი, რომ გითხრათ მეცოდებით, როგორ ცდილობთ არც მწვადი დაწვათ და არც შამფური, მაგრამ არაფერი არ გამოგდით, მაინც ქოცისტის სული ტრიალებს თქვენს სხეულში!

    ია   (12.09.2017)
    ბ-ო გია, მადლობა ღმერთს, რომ თქვენნაირები არსებობენ, გამორჩეული ბრძანდებით ყველგან და ყველაფერში, გაგიმარჯოთ!

    ლი   (12.09.2017)
    ქ-ო თაკო, რა კარგი ხართ, არა მხოლოდ გარეგნობით, თქვენი ინტელექტით, აზროვნებით და ჭეშმარიტებისადმი სიყვარულით, უაღრესად დიდ პატივს გცემთ, ღმერთმა მამათქვენი დიდხანს აცოცხლოს!

    ლი   (12.09.2017)
    რაო ვარდოსანიძევ, ე.ი. არაგგონია არა მოსამართლეს შეშლოდა. არა გრცხვენია ამხელა კაცს, გატყობთ აზროვნებთ, მაგრამ თქვენი პასუხი მხოლოდ ერთის მანიშნებელია, არ დაკარგოთ გადმოგდებული ლუკმა! სირცხვილია


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter