სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    11.09.2017

    "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით სკანდალები არ წყდება. როგორც პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა გველის შხამი, დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა, მასაც სთხოვა. ამის შესახებ ოხანაშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს, რომლის ჩანაწერიც "ტვ პირველმა" გაავრცელა.

    სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ის ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესა და პატრიარქის მდივან-რეფერენტს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

    გარდა ამისა, ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს პატრიარქის ნაღვლის ბუშტის საქართველოში წამოღება სურდა, რაზეც "პროფესორმა უთხრა, რომ ასეთი რამე არ არსებობს".

    რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილის გავლენებს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს განცხადებებმა შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე, პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი.

    "მეუფე გულწრფელი არ არის, ფარისევლობს", - ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მეუფე დიმიტრის განცხადებას და აღნიშნა, რომ შორენა თეთრუაშვილის გავლენის თაობაზე თავად მეუფე დიმიტრისთვისაც კარგად არის ცნობილი.

    ჭყონდიდელი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მეუფე დიმიტრის მიმართ ბევრი შეკითხვა გააჩნია.

    "შეკითხვები ძალიან ბევრია: ჩამოსვლისთანავე მეუფემ არც მე მნახა, როცა დეკანოზთან მქონდა შეხვედრა, არც ის მოინახულა და სასამართლომდე დუმდა. რა პოზიციაც მან დაიკავა დეკანოზთან, ოჯახთან მიმართებაში თუ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ეს ბევრ შეკითხვას აჩენს. ეკლესიის უახლესი ისტორია ამას პასუხს გასცემს.

    "მე ბევრი ვერსია მაქვს, მაგრამ ამაზე არ დავიწყებ საუბარს. რა თქმა უნდა, უმჯობესია, ეს შეკითხვა ღიად დავტოვო. საზოგადოებამ იფიქროს და მეც უფრო მეტად ვიფიქრებ ამაზე, მაგრამ იმაში, რომ ეს არ არის ღირსეული საქციელი, ეს არ არის მღვდელმთავრის, როგორც მწყემსის პოზიცია, ორი აზრი არ არსებობს და ამაზე პასუხს სახარება იძლევა", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

    რამდენად დააზარალა "ციანიდის საქმემ" საპატრიარქოს ავტორიტეტი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თემურ ნანეიშვილი ფიზიოლოგი): "მე ვფიქრობ, დააზარალა და საკმაოდ მნიშვნელოვნადაც. თუმცა, გამოსწორებადია. შემდეგი სწორი მოქმედებებით შეიძლება ავტორიტეტის აღდგენა."

     

     

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი):"მე ვფიქრობ, ეკლესიის ავტორიტეტი ძალიან დააზარალა. ჩემთვის ეს იყო შოკი, რაც მოგვიანებითაც გაგრძელდა კიდევ სხვა ამბების გამოაშკარავებით. მე ვფქირობ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მუშაობა ეკლესიის დისკრედიტაციაზე და ძალიან ვწუხვარ იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ასე გაიზარდა მრევლი, კომუნისტური რეჟიმის შემდეგ ამდენი ეკლესია აშენდა, ახლა ისევ ხდება დისტანცირება და ხალხი დაბნეულია, სიმართლე კი არავინ იცის."

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-უბრანისტი): "რა თქმა უნდა, დააზარალა ეკლესიის ავტორიტეტი, გადაბრუნდა ურემი და გამოჩნდა ბევრი ხარვეზი. თუმცა, ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოების საქმე, ეს ეკლესიის შიდა საქმეებია. მე ვფიქრობ, შიდა წმენდა ესაჭიროება ამ ინსტიტუციას.

    "ალბათ, უკეთესი იქნება, თუ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია მიბაძავს რომის კათოლიკურ ეკლესიას და უფრო ენერგიულ ხელმძღვანელობას მიჰყოფს ხელს. იმიტომ, რომ ამ ვითარებაში ჩვენი პატრიარქი, ყველაზე ღირსეული ადამიანი, ნალებად აკონტროლებს ვითარებას საპატრიარქოში. მე არ გახლავართ ღრმად მორწმუნე ადამიანი, მაგრამ ძალიან მწყინს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ამდენი ხარვეზით ხასიათდება."

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მე ამ თემაზე კომენტარი არასდროს გამიკეთებია, მაგრამ ახლა, ჩემდა სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ამ საქმემ საპატრიარქოს ავტორიტეტი საზოგადოების თვალში ძალიან დააზარალა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (12.09.2017)
    სამწუხაროდ სინოდი არაფრის შემცვლელი არ არის , მათ უმრავლესობას აწყობს ის, რაც ეკლესიაში ხდება, უმრავლესობა საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული, საერთოდ არ აინტერესებთ მრევლი და სიმართლე. ერთადერთი გამორჩეული და უსპეტაკესი პიროვნება გახლავთ ჭყონდიდელი მეუფე პეტრე, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს და დიდხანს იცოცხლოს !

    ოლეგ ნიკოლეიშვილი   (11.09.2017)
    ისედაც მცირედმორწმუნე ერმა/ჭკვიანი მტრის მიერაა შექმნილი აზრი ქართველთა აბსოლიტური უმრავლესობის ღრმად მორწმუნოების შესახებ/მომაკვდინებელი დარტყმა მიიღო.ისტორიულ გარემოებათა გამო...მცირედმორწმუნენი,სამწუხაროდ,ეკლესიაში დადიან არა ღმერთის სადიდებლად,არამედ საეკლესიო იერარქების პატივისცემის გამო.ეხლა როდესაც აღმოჩნდა,რომ ეს იერარქები ისე სრულებით არ იქცევიან როგორც უნდა იქცეოდნენ,თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა იმედგაცრუებაა მრევლში და არა მარტო მათში/პირადად ვხედავ ამას როგორც მრევლი/.სამწუხაროდ პროცესი უფრო ღრმავდება,სიმართლეს არავინ ამბობს,მათ შორის თქვენც პატიცემულო სერგო სინოდს შესწევს ძალა მოახდინოს თვითგანწმენდა თუ ესეც რევოლუციის გზით უნდა გადაწყდეს?გული მტკივა,მზად ვარ სხვა ფორმატში სასაუბროთ.ღმერთო მომიტევე.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter