სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    13.09.2017

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რათა მათ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები მიაწოდონ.

    კითხვაზე, ახლა რომ მოგაწოდონ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი ვერსია, მისცემთ თუ არა მათ შანსს, კობახიძემ უპასუხა, რომ შეეცდებიან, თუმცა ოპტიმისტურად განწყობილნი არ არიან.

    "კი, ბატონო, ვცადოთ კიდევ ერთხელ", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს რამდენჯერმე შესთავაზა, მოეწოდებინათ თავიანთი ვერსია, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

    "ვფიქრობ, წინასწარი განზრახვა იყო ოპოზიციისა, რომ არ ყოფილიყო კონსენსუსი. ოპოზიციას არ სურს მონაწილეობის მიღება ამ პროცესში. ოპოზიციას ჰქონდა შანსი, რაიმე სიკეთე გაეკეთებინა, მაგრამ მან პოზიტიური როლი ვერ შეასრულა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განახადა, რომ ოპოზიციამ თავისი პოზიცია "ქართულ ოცნებას" არაერთხელ გააცნო.

    "ეს წარვადგინეთ ათასჯერ და ახლაც ვამბობ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იმას, რასაც ხელისუფლებას ვენეციის კომისიაც ურჩევს: 1. საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით; 2. გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება ბარიერგადალახულ პარტიებზე უნდა მოხდეს სამართლიანად და დარჩენილი მანდატები ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე პროპორციულად გადანაწილდეს; 3. საქართველოში უნდა შენარჩუნდეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები და არავითარი ხმოსნები და მგოსნები არ უნდა მონაწილეობდნენ პრეზიდენტის არჩევაში. ეს არის ჩვენი წინადადება, რომელიც წერილობითაც ბევრჯერ იყო გაგზავნილი და თუ დააკმაყოფილებთ, ხვალვე წერილობით გავუგზავნით ამას", - განაცხადა გოცირიძემ.

    თქვენი აზრით, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია ამ ბოლო შანსს კონსტიტუციაზე შეთანხმების მისაღწევად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ შესაძლებელია, კიდევ ერთხელ გამართოს შეხვედრა, ალბათ, არის რაღაც შანსი, რომ მოლაპარაკება შედგეს. მით უმეტეს, რომ ამ საკითხში ძალიან აქტიურადაა ჩართული ვენეციის კომისია და როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, გაითვალისწინოს საერთაშორისო ძალების რჩევები და იდეები. ალბათ, ნაწილობრივ მაინც მოხდება შეთანხმება."

     

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "შეთანხმება შესაძლებელი იქნება, თუ ოპოზიცია შენიშვნებს მიაწვდის და არა ულტიმატუმს, რომელიც მიმართული იქნება მხოლოდ მისი პარტიული ინტერესების დაკმაყოფილებისა და არჩევნებში გამარჯვებისაკენ."

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "მთლად შეთანხმების მიღწევა არ მგონია, მაგრამ შესაძლოა, ერთმა მხარემ ერთი პუნქტი დათმოს, მეორემ - ორი და საბოლოო ჯამში რაღაც გამოვა."

     

     

     

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "წინა ჯერზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციის არც ერთი მოსაზრება არ გაითვალისწინა. მეტიც, საერთოდ არ მიიღო არც საერთაშორისო საზოგადოებისგან მომდინარე შენიშვნები. ამიტომ, ახლა არ ვიცი, რა შეიცვლებოდა.

    "ალბათ, კიდევ ერთხელ უნდათ შექმნან ილუზია, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებით აკეთებენ ამას. სინამდვილეში კი, ერთპიროვნულად მიიღონ ის ე.წ. ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციასა და საერთო საქმეს მნიშვნელოვნად აზარალებს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    li   (17.09.2017)
    ეს ნუცა ჯანელიძე მეტ-ნაკლებად მოაზროვნე მეგონა, მაგრამ ამას წინათ ერთ-ერთ შოუზე ვუსმენდი და უბრალოდ დავიშოკე. ეს რა ამაზრზენი და ტვინგადაგლესილი ყოფილა, ქალი, რომელიც ჭორების საფუძველზე ათას უაზროს ბჟუტურებდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაღაც საშინელება იყო ქოცების მონა-ვაზელინი! ყურება და მოსმენა!!1

    ლი   (15.09.2017)
    ბ-ნ ნასარიძეს! სამწუხაროდ თქვენნაირი მოაზროვნე და განათლებული ადამიანები დღევანდელ საქართველოში მეტად ცოტაა, ამით სარგებლობენ ეს შლეგიანები, ბიძოს მ=მონები და ფულზე გადარეულები!

    ლი   (15.09.2017)
    რომელ დათმობაზეა ლაპარაკი, ძლივს ხელში ჩაიგდეს ყველაფერი, და ესენი რამეს დათმობენ! ამ ქოც-კომკავშირელებს კობახიძის თამადობით და ვითომ განათლებული კილაძის ქალით დამთავრებული, რომლებსაც ისე გაუტკბათ მაღალ იერარქიებში ბოგინი, მოკვდებიან და არფერს არ დათმობენ! არაუშავს ეს ტვინგადაბრუნებული მოსახლეობაც, თითოეულ მათგანის კარზე რომ დაიჩოქებს და მათ ოჯახებში შევა ყოველგვარი უბედურება , შეიძლება გამოფხიზლდნენ და ჭინჭრების რევოლუცია მოაწყონ, თუმცა იმდენად გამოშტერდნენ, ეგეც მეეჭვება!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter