სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    30.12.2017

    სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი წარდგენილ ორივე ბრალდებაში სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა.

    ზვიად რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ედება ბრალად. კერძოდ, 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს.

    სასამართლოს წინა სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა, სადაც ვიდეომტკიცებულებები განიხილეს და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დაკითხეს.

    რატიანმა განმარტა, რომ დაკავებისას სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, პატრულის წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო და პოლიციელებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.

    რატიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

    რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წამომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "მიმაჩნია, რომ სასამართლოზე საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო, მიუღებელია მისი ბრალეულობის ასეთი ფორმით დადგენა. ძალიან ბევრი ფაქტი ადასტურებს, რომ დამნაშავე არა ზვიადი, ანუ დაზარალებული, არამედ პოლიციაა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ადამიანი. პირიქით უნდა ხდებოდეს, პოლიცია ასეთი ტიპის შემთხვევებისაგან ადამიანს უნდა იცავდეს."

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "რა თქმა უნდა, უსამართლოდ მიმაჩნია. რატიანის ნაცვლად სხვა მოქალაქე განვიხილოთ, რომელსაც ცუდი სიმთვრალე აქვს - სამართალდამცავმა ის მანქანაში უნდა ჩატენოს და ურტყას? გასარჩევიც არ არის."

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ზუსტად გარემოებები არ ვიცი, რა მოხდა. თუ პოლიციის პოზიციას გავიზიარებთ, აცხადებენ, რომ დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა იყო, ხოლო თუ ზვიადის მომხრეების პოზიციას გავიზიარებთ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ამიტომ ძალიან გამიძნელდება პასუხის გაცემა.

    "თუმცა, უნდა გითხრათ, რომ არავის არ ეპატიება ბილწსიტყვაობა და შეურაცხყოფა, გინდა ფხიზელი იყოს, გინდა ნასვამი. როდესაც დღის წესრიგში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება დგება, განურჩევლად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, კანონი ერთნაირი უნდა იყოს."

     

     გია ბუღაძე (მხატვარი): "ეს სასამართლო გადაწყვეტილება სამარცხვინოა. სამარცხვინო ქვეყანაა, სამარცხვინო "ქოცური" სასამართლოთი. ეს უბედურებაა. თუ სწრაფად არ დამთავრდება, ნამდვილად დავიღუპებით. გულით და სულით თანავუგრძნობ ზვიადს, მაგრამ, პირველ რიგში, თანავუგრძნობ საკუთარ თავს და ნორმალურ ხალხს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (06.01.2018)
    თაკო, რა კარგი და და გაბედული პიროვნება ხართ, ვამაყობ თქვენით, ღმერთმა კარგად და ჯანმრთელად გამყოფოთ, თქვენი მართალი სიტყვა არ მოგვაკლდეს მომავალშიც!!! მრავალ ახალ წელს დასწრებოდით, თქვენს ტკბილ ოჯახთან ერთად!!!!

    ლი   (06.01.2018)
    ბატონო გია, თქვენისთანები უმრავლოს ღმერთმა ამ ქვეყანას! ვარდოსანიძეს! როგორი ფრთხილი და საცოდავი ხარ, სულ შიშში ხარ, ე მანდ ისეთი რამ არ წამომცდეს ჩემს სკამს, რომ შეეხოსო! ცოდო ხართ, მეცოდებით!!!!!!!!!

    li   (06.01.2018)
    კომენტარებს ვკითხულობ და ვფიქრობ, რამდენი სირი ჰყავს ამ ქვეყანას, ეს გამოტვინებული კრიმინალები, რა თქმა უნდა მიშაზე აკანკალებთ, ძილშიც მიშა ელანდებათ ამ დედა აფეთქებულებს, გასაგებია, იციან, რომ ისევ იმ თბილ საკნებში დაბრუნება მოუწევთ; აი ასეთი მათხოვრებით გაივსო ჩვენი საქართველო, გამოფხიზლდით ჯერ კიდევ დარჩენილო პატრიოტებო, თორემ სულ ცოტა ხანში გვიანი იქნება.

    lali   (04.01.2018)
    qoci rom vinmeze ityvis,fulze gayiduliao, magla gmerthi icinis!

    Kekela   (01.01.2018)
    Visac kitxvebs usvamen kvelani nackukuebi aria Siri ratianic nackutua.

    ვლადიმერი   (31.12.2017)
    "რეზონანსის" არაობიექტურო რედაქციავ, კითხვებს რატომ უსვამთ მიხუილო სრაკაშვილის ლიბერასტ ნაბიჭვრებს? ნორმალური და ხალხის პატივისცემით მოსარგებლე ადამიანები დაილია საქართველოში?

    ვახო   (30.12.2017)
    მიხუნა სირებო ვისაც ტქვენ ნორმალურად სტვლიტ მაგენს სხვა სახელი ქვია ფულზე გაყიდული ლიბერალისტები


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved