სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    13.02.2018

    თბილისის მერის მოადგილე მაია ბითიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. მისივე თქმით, ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

    ოპოზიცია თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ეს ათასობით თბილისელ "ტაქსისტს" პრობლემებს შეუქმნის.

    უნდა დაკანონდეს თუ არა თბილისში ტაქსების ფასიანი რეგისტრაცია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მანქანების გამართულობა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მძღოლების უმრავლესობა გაჭირვებულია, ფასიანი რეგისტრაცია კი მათ მძიმე ტვირთად დააწვებათ და ბევრ პრობლემას შეუქმნის".

     

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "მე ნამდვილად მივესალმები ამ წინადადებას. ევროპის სხვა ქვეყნებში როგორ დგას ეს საკითხი, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ტაქსები მოუწესრიგებელია. თბილისში 200 ათასზე მეტი ისეთი მანქანა მოძრაობს, რომელიც არ უნდა მოძრაობდეს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი საცობების კუთხით, წესრიგი უნდა დამყარდეს".

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  "ვფიქრობ, ერთი მხრივ, მისაღებია რეგისტრაციის გავლა, რადგან ტაქსების უმრავლესობა გაუმართავი, მოუწესრიგებელია, მეორე მხრივ, ის მძღოლები მეცოდებიან, ვინც იძულებულები არიან, თავი ამით ირჩინონ".

     

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "ნამდვილად საჭიროა რეგისტრაცია. რაც შეეხება ფასს, უკვე ყველაფერი ფული ღირს და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter