სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.01.2019

     (რეზონანსი) შობის ღამეს, სამების საკათედრო ტაძარში თამრიკო ჭოხონელიძის მიერ შვილთან მარიამ როინიშვილსა და შვილიშვილ ელენესთან ერთად შესრულებულმა "ალილომ" საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

    მოგეხსენებათ, მომღერალმა გასულ წელს მეუღლესთან, გია როინიშვილთან წლების წინ გაწყევტილი ურთიერთობა აღადგინა.

    "ყველას დიდი მადლობა კეთილგანწყობისთვის. ხალხი ალბათ, ფიქრობს, რომ მე და გია ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის. თუმცა ჩვენი ურთიერთობა ძალიან ნორმალური და დახვეწილია. შობას ჩემთან სახლში იყო მარიამი და გიასთან ჩვენი ვაჟი - კოკო თავის ოჯახით. გიასაც არ უყვარს თავის სახლის კარის გამოკეტვა. ეს იყო მიზეზი, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ოჯახი გაიყო.

    შემდეგ ყველამ ერთად ვიზეიმეთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული, მაგრამ შობის დადგომა ჩვენს სახლებში აღვნიშნეთ. ზუსტად ასევე, ანალოგიურად ვიზეიმეთ ახალი წელი. გია ჩვენს სახლში მოდის ხოლმე და მე მის სახლში, უკვე დიდი ხანია, ეს პრობლემა აღარ დგას ჩვენს შორის", - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    leila   (10.01.2019)
    daiviwyet zveli wyena da isev ertmtlianobad iqecit, tqven yoveltvis sauketeso wyvili iyavit da axlac ase unda iyos, kargebi da sayvarlebi xart,, minda bednierebi iyot isev ertad da ara calkcalke, gisurvebt ertad daberebas


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved