სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.04.2019

     Tcr-ის ავტომრბოლელი დავით ქაჯაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მევლუდ მელაძის ოჯახს უსამძიმრებს.

    "რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკება როგორც იქნა ნანატრი შედეგით რომ დასრულდება და, გგონია მთებს გადაატრიალებ... და უცებ გულს გაგიგმირავს და სულს რომ გაგიხევებს გვერდით მომხდარი გაუგონარი ამბავი!  დანაშაულის გრძნობა გაქვს თითქოს, რომ რაღაცა გიხარია!

    ყველა მშობელს, ყველა მოზარდს გთხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით, კარგად გააცნობიერეთ, რა შეიძლება მოჰყვეს დიდ სიჩქარეს, ერთ გაუაზრებელ მანევრს, წესების დაუმორჩილებლობას! უაზრობაა, სხვას უარი ვერ უთხრა რაღაც ისეთზე, რაც იცი რომ არ შეიძლება, და ამით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გარისკო.

    ასეთ რამეს ყველა ვაკეთებთ ხოლმე ალბათ, დიდებიც და პატარებიც, მაგრამ სანამ ამ რამეს გავაკეთებთ, გავიხსენოთ, რომ ვიღაცისთვის ყველაზე ძვირფასები ვართ!", - წერს დავით ქაჯაია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved