სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    08.01.2015

     წამყვანი ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში ნორმად იქცა, როდესაც თანამდებობის პირები - მინისტრები, მინისტრის მოადგილეები თუ პარლამენტისა და საკრებულოების წევრები სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებთან კამერების თანხლებით მიდიან და საჩუქრები მიაქვთ. უმეტეს შემთხვევაში, აშკარაა, რომ ეს მხოლოდ პიარისთვის კეთდება და ხშირად ესთეტიკური კუთხით, ცოტა არ იყოს, არც თუ სასიამოვნო სანახავია.

    ლიკა ამირაშვილი
    30.12.2014

     2015 წელი იქნება თუ არა უკეთესი 2014 წელთან შედარებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

    ლიკა ამირაშვილი
    30.12.2014

     2014 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა, ევროკავშირის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება იყო. გასული წლის მთავარ მოვლენებს შორისაა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კოალიცია "ქართული ოცნებიდან" "თავისუფალი დემოკრატების" ხმაურიანი გასვლა და საკადრო ცვლილებები.

    ეკატერინე ბასილაია
    29.12.2014

     ახალი წლიდან რუსეთში, შესაძლოა, ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა აიკრძალოს. ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენას თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებდა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    27.12.2014

     გუშინ პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებას ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებაზე დაწყებული კამათი უძღოდა წინ.

    ლიკა ამირაშვილი
    26.12.2014

     თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს საზოგადოების ცნობილი სახეები და პარლამენტის ნაწილი თავდებში უდგებიან. როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების ადვოკატებმა განაცხადეს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობას სასამართლოში უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

    ლიკა ამირაშვილი
    25.12.2014

     2016 წლიდან მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნებით ვეღარ ისარგებლებს. გუშინ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების შესახებ.

    ლიკა ამირაშვილი
    24.12.2014

     თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირები და აპარატის თანამშრომლები "ზეგეგმური შრომისთვის" სახელფასო დანამატს მიიღებენ. გადაწყვეტილებას, რომელიც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. განხეთქილებაა თავად უმრავლესობაშიც. დანამატის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი დადგენილი არ არის. ოდენობას თანამდებობრივი სარგოს პროპორციულად საკრებულოს თავმჯდომარე ყოველთვიურად საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს.

    თეა ბეჟიტაშვილი
    23.12.2014

     თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო განცხადება გაავრცელა, სადაც ღრმა მწუხარება გამოთქვა და ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა.

    თიკო ოსმანოვა
    22.12.2014

     რაჭის მოსახლეობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის. ამასთან დაკავშირებით მაღალმთიან რეგიონში შაბათს აქციაც გაიმართა. ადგილობრივი მცხოვრების, გურამ გორდეზიანის თქმით, ჰესების მშენებლობა ტერიტორიების დატბორვას გამოიწვევს.

    თაია არდოტელი
    20.12.2014

     ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი გეგმავს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების თხოვნით მიმართოს.

    თაია არდოტელი
    18.12.2014

     სტრასბურგში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ერთად დაესწრნენ. ისინი ერთ ლოჟაში ისხდნენ, სააკაშვილი - პირველ რიგში, მარგველაშვილი კი მესამე რიგში. ევროპარლამენტარებმა ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს, ჯერ გიორგი მარგველაშვილს, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს, ტაში დაუკრეს.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×