თიკო ოსმანოვა
19.08.2014

 მიუხედვად იმისა, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია სინპოტიკოსები მოსახლეობას ტემპერატურის რეკორდულ მაჩვენებლებლამდე მომატებას აფრთხილებენ, მთვარობა ამას მაინც მოუმზადებელი ხვდება. თბილისში არცერთი ადგილი არ იქნება გამოყოფილი, სადაც დასიცხული ადამიანები დროებით გაგრილებას შეძლებენ.

თიკო ოსმანოვა
18.08.2014

 დედაქალაქის ახლადარჩეული მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა. ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობასთან პირველი შეხვედრაც გამართა და ახლა უკვე თბილისელები მერის მხრიდან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ელოდებიან.

ანი ფაცია
16.08.2014

 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნისთვის ერთი თვე.

რეზონანსი
15.08.2014

 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში", რომლის მიხედვითაც მედიტკამენტების დიდი ნაწილი აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.

ანი ფაცია
14.08.2014

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

თიკო ოსმანოვა
13.08.2014

 აშშ-ის სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა და მარკო რუბიომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. წერილში სენატორები წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბრობენ და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

თიკო ოსმანოვა
11.08.2014

 თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო და უკვე დღეიდან კვირაში ერთხელ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. პირველი ასეთი შეხვედრა გუშინ გაიმართა, რომელსაც ექსცესებს გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამიტომ ნარმანიას მოსახლეობასთან მიღების წესის განმარტება კიდევ ერთხელ მოუწია.

ანი ფაცია
11.08.2014

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ალექსი მელაძე, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ინციდენტის შესახებ განსხვავებულ ვერსიას ჰყვება.

ანი ფაცია
09.08.2014

 საჩხერის "ჩიხურასა" და ბაქოს "ნეფთჩის" მატჩის დროს თბილისში "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა ბანერი გაშალა, რომელზეც ვლადიმერ პუტინის შეურაცხმყოფელი უკვე კარგად ცნობილი ფრაზა იყო დაწერილი. რამდენიმე წამში ტრიბუნებზე პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ, რომლებმაც გულშემატკივრებს ბანერის გაშლის საშუალება აღარ მისცეს.

ანი ფაცია
08.08.2014

 ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი ნამდვილად გამოგზავნა. როგორც არჩილ გეგეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერის აპარატში ეს ინფორმაცია გადაამოწმა და გაირკვა, რომ ეს წერილი მოსულია პრემიერის სახელზე.

სალომე აბულაძე
07.08.2014

 რიყის ამფითეატრი, მშვიდობის ხიდი და ველოსიპედის ძეგლი, შესაძლოა, გადაადგილდეს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ე.წ. დოქების კონსტრუქციას შეისწავლის და თუ მისი გადატანა ძვირი არ დაჯდება, მაშინ ის გარეუბანში იქნება განთავსებული.

სალომე აბულაძე
05.08.2014

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობაში ტენდენციურობას ამჩნევს. მისი თქმით, მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. პრემიერის განცხადებით, მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია აუცილებელია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი გაიმართოს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×