ნინო ქეთელაური
22.12.2015

 საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები "ენ-დი-აი"-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებენ. "ენ-დი-აი"-ს გამოკითხვა რამდენიმე საკითხს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა.

თიკო ოსმანოვა
21.12.2015

 ევროკავშირის გარდა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებში, - ამის შესახებ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ლიკა ამირაშვილი
19.12.2015

 ევროკომისიამ ვიზალიბე რალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს. კონკრეტულად, მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

გვანცა ღვედაშვილი
18.12.2015

 რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზად არის. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს.

გვანცა ღვედაშვილი
18.12.2015

 თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მასზე მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ. მისი თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნები ურეკავდნენ და უთითებდნენ, თუ ვინ უნდა შეეწყალებინათ.

თიკო ოსმანოვა
16.12.2015

 "ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა.

ნინო ქეთელაური
15.12.2015

 ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ევროკომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილი იქნება შეფასებები, თუ რამდენად წარმატებულად შეასრულეს საქართველომ და უკრაინამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის აუცილებელი პირობები.

ნინო ქეთელაური
14.12.2015

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ბესელიას განცხადებით, მისი გაღიზიანება პოლიტპატიმართა სიის მიმართ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.

სალომე სარიშვილი
12.12.2015

 საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისა და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი კომისიაში ყოფნის პერიოდში "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი ფულის სანაცვლოდ კონკრეტული პატიმრების შეწყალებით იყო დაინტერესებული, რის გამოც ისინი მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ელისაშვილის მტკიცებით, ამ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მან ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა.

ნინო ქეთელაური
10.12.2015

 რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. აღნიშნული ფაქტი თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს, სადაც განმარტეს, რომ რუსულმა ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით.

სალომე სარიშვილი
10.12.2015

 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე მუშაობა შეუძლია.

ლიკა ამირაშვილი
09.12.2015

 მილიონი ხის დარგვის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 480 000 ხეა დარგული.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×