გვანცა ღვედაშვილი
04.03.2016

 კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება - "მრეწველების" ლიდერის, გოგი თოფაძის ბრალდება, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოში არჩევნები გააყალბა, უპასუხოდ არ დარჩენილა და "რესპუბლიკურ" პარტიაში საკმაოდ მწვავე განცხადებები გაკეთდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.

ლიკა ამირაშვილი
03.03.2016

 კოალიცია "ქართული ოცნებაში" დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინათ ერთმანეთს პარტია "მრეწველები" და "რესპუბლიკელები" ღიად დაუპირისპირდნენ. ამას ბიძგი მისცა გოგი თოფაძის ბრალდებამ, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოში არჩევნები გააყალბა.

სალომე სარიშვილი
02.03.2016

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ გიგაურმა "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა.

ნინო ქეთელაური
01.03.2016

 ტყიბულში გაფიცული მაღაროელები ქალაქის გამგეობასთან აქციას კვლავ აგრძელებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, ხელფასების დაუყოვნებლივ მომატებას ითხოვენ.

ნინო ქეთელაური
29.02.2016

 2 კვირაზე მეტია, რაც ტყიბულში ათასამდე მეშახტეა გაფიცული. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მუშები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც ტყიბულის რაიონს და მისი 14 სოფელს მთიანი რეგიონის სტატუსი მოეხსნა. ახალმა კანონმა კი მათი ანაზრაურება შეამცირა, ისინი ჩვეულებრივ 20%-ით იბეგრებიან.

ნინო ქეთელაური
26.02.2016

 გუშინ უცნობმა პირებმა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გვანცა ღვედაშვილი
26.02.2016

 თბილისის საკრებულოს დეპუტატი თედო კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცილისწამების მუხლი აღდგეს, რომელიც კოდექსიდან 2004 წელს ამოიღეს.

გვანცა ღვედაშვილი
25.02.2016

მთავრობაში წინასაარჩევნოდ საკადრო ცვლილებებზე საუბარი უკვე დაიწყო, მაგრამ კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდება, ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დეპუტატები მინისტრების შესაძლო შეცვლას არ გამორიცხავენ.

ლიკა ამირაშვილი
24.02.2016

 მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მის გათავისუფლებას "პირდაპირ დევნად" აფასებს და აღნიშნულს იმ საჯარო განცხადებებს უკავშირებს, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკრიტიკებდა.

ნინო ქეთელაური
23.02.2016

 "მრეწველებისა" და "რესპუბლიკელების" დაპირისპირების საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები საუბრობენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოიწუროს და კოალიცია დარჩეს ერთიანი.

ნინო ქეთელაური
22.02.2016

 პარტია "მრეწველების" ლიდერი, გოგი თოფაძე საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში თინა ხიდაშელისა და "რესპუბლიკელების" გარდა, უკვე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც ადანაშაულებს.

ელზა პაპოშვილი
20.02.2016

 ბოლო რამდენიმე დღეა, რაც პარტია "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის მწვავე დაპირისპირება მიდის. ამის მიზეზი კი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიმართ მმართველ კოალიციაში შემავალი მრეწველთა პარტიის ლიდერის, გოგი თოფაძის მიერ გამოთქმული ბრალდებები გახდა, რომელიც საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თაობაზე გააკეთა. თოფაძის თქმით, ხიდაშელმა არჩევნები გააყალბა და ამ ფაქტით სათანადო ორგანოები უნდა დაინტერესდეს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×