თიკო ოსმანოვა
16.09.2014

 ძალიანაც კარგი, თუ ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა მედია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი წინამორბედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მედიის კრიტიკის კომენტირებისას განუცხადა.

თეა ბეჟიტაშვილი
15.09.2014

 საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების დალევა იკრძალება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობას ალკოჰოლური სასმელების სმისათვის შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში: ა) სტადიონზე, ბ) სკვერში, გ) პარკში, დ) ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ე)სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

თიკო ოსმანოვა
13.09.2014

 ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მედია ტაბუდადებული ვერ იქნება. მისი თქმით, ჟურნალისტები საზოგადოების წევრები არიან და ისინიც უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსა და, თუ გნებავთ, კრიტიკას.

თიკო ოსმანოვა
12.09.2014

 მთავრობის წევრებსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის უთანხმოება ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში "სერიოზული ორგანიზებული მუშაობის" შედეგად პრეზიდენტის ვიზიტი ჩაიშალა. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, დაპირისპირება რომელიც მასსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არსებობდა, "გადავიდა მართლა პრობლემურ დაპირისპირებაში".

თეა ბეჟიტაშვილი
11.09.2014

 გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან გამგზავრებას პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციები ცალ-ცალკე გეგმავენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაეროს ასამბლეაზე ის აუცილებლად გაემგზავრება, პრეზიდენტის გაეროში ვიზიტის შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს: "არა მარტო მე, არამედ მოსახლეობაც დაიღალა ამ თემაზე საუბრით, უნდა ვიფიქროთ საქმეებზე, ეკონომიკის განვითარებაზე. რაც შეეხება ვიზიტს, აუცილებლად გავემგზავრები, დანარჩენს აუცილებლად გაარკვევენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თეა ბეჟიტაშვილი
10.09.2014

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმის მაქსიმალურად გამკაცრებას ითხოვს. პრემიერის განცხადებით, უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა.

თიკო ოსმანოვა
09.09.2014

 შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, ე.წ. რეიდების შედეგები ძალიან კარგია და საზოგადოება პოზიტიურად და დადებითად აღიქვამს. მისი თქმი, პოლიციელები სპეციალურ საპოლიციო კონტროლს მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ.

თეა ბეჟიტაშვილი
08.09.2014

 "შემდეგი ვიზიტი შეერთებულ შტატებში იგეგმება, მე ვერ ვხედავ ამაში უხერხულობას", - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრების საკითხზე.

თეა ბეჟიტაშვილი
06.09.2014

 უელსში, ნატო-ს სამიტზე ნატო-ს ლიდერები საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრობლობის პაკეტის გადაცემაზე შეთანხმდნენ. ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, აღნიშნულ სამიტზე საქართველოსთვის გადასაცემი გაძლიერებული პაკეტი ჩვენს ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება.

იაგო ნაცვლიშვილი
05.09.2014

 პირველი აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით 12 ადამიანი მოკლეს და 13 დაჭრეს. მკვლელობებმა განსაკუთრებით იმატა აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში. შსს-ში აცხადებენ, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა დამძიმდა.

თიკო ოსმანოვა
04.09.2014

 4-5 სექტემბერს სამხრეთ უელსში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი გაიმართება. როგორც უკვე ცნობილია, ეს არ იქნება გაფართოების სამიტი. თუმცა უცნობია უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორ გადაწყდება საქართველოს ბედი.

სალომე აბულაძე
03.09.2014

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, გაეროს სამიტზე ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულია. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიუ-იორკში დაგეგმილ გაეროს სამიტის ღონისძიებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი არის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მისი გამოსვლა იგეგმება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×