რეზონანსი
20.06.2014

 "მთავრობას არ მოსწონდა, რომ გიორგი მარგველაშვილს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კონცეპტუალური ხედვა ჩამოუყალიბდა," - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა "მაესტროს" ეთერში თანამდებობიდან მისი წასვლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

სალომე აბულაძე
19.06.2014

 თვითმმართველობის არჩევნების შედეგები საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა შეაფასა. მისი თქმით, ამომრჩეველს დაბნეულობა შეეტყო. "მოსულ ამომრჩეველს ცოტა დაბნეულობა შეეტყო, რადგან ხმები ძალიან დაფანტულია.

ანი ფაცია
18.06.2014

 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", დიამეტრულად განსხვავებულად აფასებენ. პირველი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თითქმის ყველა ოლქში გაიმარჯვა, მეორე კი ამბობს, რომ ამ არჩევნებში პროცენტულად მეტი ხმა აიღო და მეორე ტურსაც, რაც რამდენიმე ოლქში გაიმართება, მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს.

ანი ფაცია
17.06.2014

 კვირას გამართული ადგილობრივი არჩევნებისას დედაქალაქის ახალი მერის ვინაობა ვერ გამოვლინდა. საჭირო ბარიერი - 50% - ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში თბილისის მერობისათვის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 2 კანდიდატი იბრძოლებს - "ქართული ოცნებიდან" დავით ნარმანია და "ნაცმონალური მოძრაობიდან" - ნიკა მელია.

თიკო ოსმანოვა
14.06.2014

 წინასაარჩევნო მარათონი დასასრულს უახლოვდება და უკვე რამდენიმე დღეში ქვეყანას 12 ახალი მერი, 59 გამგებლი და 71 საკრებულოს 2500-მდე ახალი წევრი ეყოლება. არჩევნებში მონაწილებისთვის 16 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული და აქედან 527-მა კანდიდატურა მოხსნა.

თიკო ოსმანოვა
13.06.2014

 პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიით. მისი თქმით, ყირიმისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შედარება დიდი შეცდომაა.

სალომე აბულაძე
12.06.2014

 ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხედავს საქართველოს პროგრესს, რომელსაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მიაღწია, თუმცა არსებობს შეშფოთების საფუძველიც.

ანი ფაცია
11.06.2014

 ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეფასებით, გასული წლის არჩევნებთან შედარებით პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა. ამის შესახებ ნათქვამია ტვშ-ის წინასაარჩევნო მისიის ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ანგარიშში საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე, მათ შორის ზურაბ ჭიაბერაშვილსა და დეპუტატ ნუზგარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ასევე დავით კოდუას ცემის ფაქტზე.

სალომე აბულაძე
10.06.2014

 "ახლა მე ვიწყებ შენ წინააღმდეგ მუშაობას", "მიკერძოებული ხარ", "ცოლი გყავს? საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს", "ხვალ დაიკითხები პროკურატურაში", - ეს ის ფრაზებია, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე "ტვ 25"-ის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
09.06.2014

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე დახმარებას სთავაზობს. როგორც კიევში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველო არის უნიკალურ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ეს შესაბამისად უნდა იქნეს გამოყენებული.

ანი ფაცია
07.06.2014

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მას პირადად დავით უსუფაშვილმა შესთავაზა, მოეხსნათ მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი.

მაია აბაიაძე
06.06.2014

 გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე, როდესაც მისი მერის თანამდებობაზე უფლებამოსილების აღდგენის საკითხი უნდა გადაწყვეყილიყო, პროკურორები არ გამოცხადდნენ. გამოუცხადებლობის მიზეზად კი მათი მივლინებაში წასვლა დასახელდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×