ანი ფაცია
26.04.2014

 მთავრობა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირებას იწყებს. სასჯელზე შეთანხმება, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა, უქმდება. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით ამ და სხვა ცვლილებებს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა.

თიკო ოსმანოვა
25.04.2014

 რუსული სამხედრო ტექნიკა, საარტილერიო დანადგარები, სამხედრო ავტომანქანები უკრაინის საზღვარს 8 კილომეტრის რადიუსში მიუახლოვდა, რის გამოც უკრაინელმა სამართალდამცავებმა დონბასის ქალაქ სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია შეაჩერეს. მათივე ინფორმაციით, რუსული არმიის უკრაინაში შეჭრის რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სალომე სარიშვილი
24.04.2014

 მმართველ გუნდში არ სჯერათ მიხეილ სააკაშვილის მტკიცების, რომ მის დაკითხვასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქცია უკიდურესად მწვავე იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ექსპრეზიდენტის სიტყვებს "აბსურდი" და "ყოფილი პრეზიდენტის ფანტაზიის ნაყოფი" უწოდა.

ანი ფაცია
23.04.2014

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის დუმაში მიღებული ცვლილებების მიმართ საქართველომ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

თიკო ოსმანოვა
22.04.2014

 "შევთანხმდით, რომ ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ძალადობისგან, პროვოკაციული ქმედებებისგან. ამასთან, ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირება უნდა განიარაღდეს, უკანონოდ მიტაცებული შენობები კანონიერ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს, ყველა ოკუპირებული ქუჩა, მოედანი, სხვა ადგილები, უკრაინის ყველა ქალაქში გათავისუფლებული უნდა იქნას. უნდა განხორციელდეს ყველა მომიტინგის ამნისტია, მათ გარდა, ვინც დანაშაული ჩაიდინა", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 აპრილს ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, თუმცა როგორც აღმოჩნდა 4 დღის შემდეგაც უკრაინაში ვითარება კვლავ უცვლელია და რუსეთი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას არ ჩქარობს.

ანი ფაცია
19.04.2014

 "პატივცემულო ბატონო ნოდარ, მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობა დამოკიდებულია მის მორალურ ავტორიტეტზე და მის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. საქართველოში არსებულ უკიდურესი სიღარიბის და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის პირობებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ გასართობ ღონისძიებებში და კვებაში დიდი თანხების ხარჯვა ავტორიტეტსა და საზოგადოებრივ ნდობას უკარგავს ფინანსთა სამინისტროს და, ზოგადად, ხელისუფლებას", - ასე იწყება წერილი, რომელიც საზოგადოების ერთმა ნაწილმა ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს გაუგზავნა.

სალომე აბულაძე
18.04.2014

 რუსეთს არ ეშინია ნატოს გაფართოების. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობასთან "პირდაპირი ხაზის" დროს განაცხადა. "ყველას გავგუდავთ, რისი გეშინიათ? - ასე უპასუხა ვლადიმერ პუტინმა "როსია სეგოდნიას" გენერალური დირექტორის დიმიტრი კისილიოვის შეკითხვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით.

სალომე აბულაძე
17.04.2014

 ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ცვლილება იგეგმება. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის და სასწავლო წლის ხანგრძლივობა იზრდება.

ანი ფაცია
16.04.2014

 აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო, შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ფართომასშტაბიან ანტიტერორისტულ ოპერაციას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გააცნო.

თიკო ოსმანოვა
15.04.2014

 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკავებებზე მორატორიუმს აცხადებს. მან სამართალდამცავებს მიმართა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა დაკავება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდინონ, თუკი ის გადაუდებელ და გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

ანი ფაცია
14.04.2014

 საჭიროა, წინასაარჩევნო პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში პირების დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია შემუშავდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

სალომე აბულაძე
12.04.2014

 10 აპრილს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში საპარალამენტო ოპოზიციას სხვადასხვა აქციებისა და ბრიფინგებდის გამართვის საშუალება არ მისცეს. "ნაცმოძრაობის" წევრებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებები მოხდა. იყო გინება, კვერცხებმსა და ცოცხების სროლა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×