ია აბულაშვილი
21.09.2020

"არ ვიცი რომელი პოლიტიკური ძალა გაიმრაჯვებს, მაგრამ საარჩევნო კამპანიამ ძალიან დამღალა, რა დრო უნდა გქონდეს, რომ ყველა პარტიას მოსუმინო, ან ამას გაუძლო. თუ გაუძლებ და გადაიტან, ალბათ დაუძლურებული და მშიერი როგორმე მიხვალ არჩევნებზე და ყუთში ქაღალდს ჩააგდებ - აცხადებს კინორეჟისორი გოგი თორაძე პარტიების წინასაარჩევნო კამპანიასთან და არჩევნებში მათი გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით.

"იმდენი პარტია მონაწილეობს, რომ რა დრო უნდა გქონდეს, რომ ყველას მოუსმინო, ან ამას გაუძლო. თუ გადაიტან, ალბათ დასუსტებული და მშიერი როგორმე მიხვალ არჩევნებზე და საარჩევნო ყუთში ჩააგდებ ქაღალდს.

"პირადად მე ძალიან დამღალა ამ სიტუაციამ, რადგან ისევ ერთი და იგივე სახეებია. ტრადიციულად მიდის ერთმანეთის ჩაძირვა და წარსულის გახსენება. ოპოზიცია უკვე მერამდენედ ამბობს, რომ "ოცნება" დამთავრდა - ჯობს საქმეს მიხედონ, რადგან ვინც დამთავრდება, ამას არჩევნების შემდეგ ვნახავთ.

"არანაირ სიახლეს არ გვთავაზობენ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ისევ ეს ორი ძალა - "ნაციონალური მოძრაობა" და "ოცნება" ებრძვის ერთმანეთს ადგილის დასაკავებლად, რასაც პარლამენტი ჰქვია.

"ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კი ნულია. ჯერ-ჯერობით ასეა, წინ კიდევ ერთი თვეა, ალბათ დიდი ბრძოლა იქნება, რადგან ორივე პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ მე ვარ ყველაზე ძლიერი და მე გავიმარჯვებო, როგორც ჩანს არცერთ არ უნდა კოალიციური მთავრობა.

"ჩემი აზრით, ქართულ პოლიტიკას სჭირდება მრავალფეროვნება, რისი მომხრეც ვარ და ესეც უნდა ვცადოთ. ღმერთმა არ ქნას რომ რომელიმე ძალა უმრავლესობით მოვიდეს ისევ ქვეყნის სათავეში"- განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )