რეზონანსი
04.10.2020

მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციას დაემატა მუხლი ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაციის თაობაზე, სრულიად აბსურდულად გამოიყურება რესპუბლიკის მოედანზე აღმართული ველოსიპედის „მონუმენტი“, რომელიც რუსეთის გერბზე გამოსახული ორთავიანი არწივივით დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ ერთდროულად არის მიმართული. ამასთან, ფაქტობრივად, სააკაშვილთან და მის „ვარდების რევოლუციასთან“ ასოცირდება... 

ვინაიდან მის გადატანაზე ხელისუფლების შეცვლისთანავე დაიწყო საუბარი, ხოლო შესაბამისი ადგილი, როგორც ჩანს, დღემდე ვერ მოიძებნა, დედაქალაქის მესვეურებს ერთი იდეა მეც მინდა შევთავაზო.

მართალია, მერჩივნა, ნავთლუღში ტრამვაის ხაზი აღდგენილიყო (საავიაციო ქარხნიდან ავეჯის კომბინატამდე), მაგრამ, ვინაიდან მისთვის განკუთვნილი გზის გამყოფ ზოლზე თბილისის მერიამ ველობილიკების მოწყობა გადაწყვიტა, გონივრული იქნებოდა, მოსკოვის გამზირზე რეაბილიტირებული ხეივნის დასაყისში (ვარკეთილის მიმართულებით გადასახვევთან) „მიშას ველოსიდიპედი“ დაედგა, რაც ამ უბანსაც ევროპულ იერს შესძენდა. 

ავთანდილ კახნიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )