სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    განცხადება
    22.06.2013

    (თეზისები)

    1. 2004 წლიდან საქართველოში დაიწყო მეცნიერებისა და განათლების მიზანმიმართული და სისტემური ნგრევა.

    2. 2012 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის იურიდიული სტატუსის შეცვლამ (საჯარო სამართლის იურიდიული პირი გადაკეთდა კერძო სამართლის იურიდიულ პირად) არა მარტო უკიდურესად დაამძიმა მდგომარეობა, არამედ ავანტიურისტთა გარკვეულ ჯგუფს გზა გაუხსნა სახელმწიფო ქონების ხელში ჩასაგდებად.

    3. დაგვიანებით, მაგრამ მაინც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას ეძლევა საშუალება, დაუბრუნოს უნივერსიტეტებს წართმეული სამართლებრივი სტატუსი, დანიშნოს დროებითი მმართველობა, რომელიც განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ ღონისძიებებს და მოამზადებს უნივერსიტეტებს როგორც პროფესურის, ასევე რექტორის დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისათვის.

    4. სამწუხაროდ, მთავრობა დღემდე სათანადოდ არ იყენებს პარლამენტის მიერ მინიჭებულ უფლებებს და ყურადღება გადააქვს ნაკლებად მნიშვნელოვან პრობლემებზე (შესწორებები განათლების კანონში, რომელიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში).

    5. ამასობაში უნივერსიტეტების ნაცმოძრაობის მიერ დასმული მესვეურები არჩევნების იმიტაციისა და არარსებულ ავტონომიაზე ზრუნვის საბაბით ცდილობენ, შეინარჩუნონ არსებული მდგომარეობა.

    6. ჩვენს ვალდებულებად ვთვლით, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ, თუ მთავრობამ უმოკლეს ვადაში არ გადადგა ქმედითი ნაბიჯი და არ განახორციელა კანონით განსაზღვრული ჩარევა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, განათლებასა და მეცნიერებაში მდგომარეობის გამოსწორება დიდი ხნით გადაიწევს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×