სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამაზ აქუბარდია
    02.08.2013

    როგორც ცნობილი გახდა, მასწავლებელთა მიერ ეროვნული გამოცდების შედეგები სრული კრახით დასრულდა. ფიზიკის გამოცდაში კომპენტეციის ზღვარი ვერ გადალახა მასწავლებელთა 96-მა მროცენტმა, ქიმიაში - 91-მა პროცენტმა, ბიოლოგიაში - 77-მა პროცენტმა, ხოლო მათემატიკაში - მასწავლებელთა 86-მა პროცენტმა. სხვა საგნებზე აღარ ვსაუბრობთ.

    მარტო ამ შედეგებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მთელი ხელმძღვანელობა გასაშვებია! ეს სრულიად ცალსახად; ხოლო სამინისტროს ყველა ის ხელმძღვანელი პირი, რომელიც გამოცდების სფეროს კურირებდა, ზედ მისაყოლებელი!

    უფრო მეტიც, ამ სამარცხვინო მოვლენამ მთელი სიგრძე-სიგანით დაგვანახა, რომ ეს ბრიყვული ექსპერიმენტი უნდა დამთავრდეს და არავითარი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრალიზებული წესით ჩატარება საჭირო არ არის. ის, რომ ამას ყოფილი ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით ამართლებდა, არგუმენტად დღეს აღარ გამოდგება, რადგანაც იმავე ხელისუფლების პოლიტიკამ სრულიად ნათლად დაგვანახა, რომ კორუფციასთან ბრძოლა ძალიან ადვილად შეიძლება გადაიტანო ერთი მიმართულებიდან - ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოების ჩარჩოებიდან - მეორე მიმართულებით, ანუ ელიტურ სფეროში, თუ კი ამის პოლიტიკური ნება იქნება.

    დღეს კი განათლების სფეროში წინა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმის სრულიად განსხვავებული მხარე დავინახეთ - რამდენად მარტივად შეიძლება სრული საბოტაჟის განხორციელება ცენტრალიზებული მართვის შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა ხელმძღვანელობა, უკეთეს შემთხვევაში, თავისი ბოთეობის გამო, ხოლო უარეს შემთხვევაში უნებლიე თანამონაწილეობის (უარესის დაჯერება უბრალოდ არ მინდა) გამო, ჩათრეული აღმოჩნდა ამ სიბინძურეში და თან როდის! საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე! მოკლედ, როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია! ნაცბანდა მთელი დატვირთვით მუშაობს!

    იმით თავის მართლება, რომ წინა ხელისუფლებამ 2012 წლის კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების გამო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ლოიალურად ჩაატარა, მხოლოდ და მხოლოდ მათ პოლიტიკურ სიმწიფეზე მეტყველებს, ხოლო ის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამოცდების ჩატარებისას ეს ფაქტორი არ გაითვალისწინეს, მაშინ განათლების სფეროში ჩვენ პოლიტიკურად სრულიად უმწიფარი ჩინოვნიკები გვყოლია.

    შედეგები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ან თამასა, ანუ საშუალო სირთულე, საშუალოზე მაღალი იყო და მაშინ გამომცდელების მიზანი იყო საშუალო სტატისტიკურზე მეტი ჩაჭრილიყო, ამ შემთხვევაში განათლების მესვეურებმა საწადელს წარმატებით მიაღწიეს; ან კონტინგენტი იყო საშუალო სტატისტიკურზე დაბალი, რაც აისახა კიდეც გამოცდების შედეგებში.

    ცხადია, განათლების მესვეურები მთელი თავიანთი ინტელექტუალური და სასიცოცხლო ძალების მაქსიმალური დაძაბვით იმის დასაბუთებას შეუდგებიან, რომ სინამდვილეში მეორე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ანუ მასწავლებელთა მომზადების დონე იყო ძალიან დაბალი და მაშინ, ისინი მიშას ხელისუფლების მსგავსად ამერიკიდან (რომელიც ძალიან ძვირი დაჯდება), ან ახალი ხელისუფლებისათვის ნოუ-ჰაუს შეთავაზებით, ჩინეთიდან აპირებენ პედაგოგების შევსებას.

    ეს გზა, ცხადია, გამოსავალი არ არის. იმ ფაქტზე აპელირება, რომ წინა წელს იმავე სიძლიერის გამოცდებში გაცილებით უკეთესი შედეგების დადება განპირობებული იყო წინა ხელისუფლების მიერ გამოცდების შეფასებისას არჩევნების ფაქტორი გაითვალისწინებით, გამამართლებელ არგუმენტად არ გამოდგება და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მიშას რეფორმები მხოლოდ და მხოლოდ ფიქცია ყოფილა, ხოლო განათლების დღევანდელი მესვეურებისათვის იმის მანიშნებელი უნდა ყოფილიყო, რომ შედეგი არასათანადო იქნებოდა.

    ამიტომ, მათ შეეძლოთ იმავე სირთულის გამოცდების პირობებში ან კომპენტეციის ზღვარი დაეწიათ 43 ქულიდან 59 ქულის ნახევარზე ოდნავ მეტით, ანუ 31 ქულამდე, ან სირთულის შემცირების ხარჯზე იმავე დონეზე დაეტოვებინათ კომპეტენციის თამასა.

    გამოცდების ჩატარებისას წინა ხელისუფლების მიერ ე.წ. მსოფლიო გამოცდილების ბრმად გადმოღებით ხანგრძლივობა 5 საათი გახადა, რაც ახალი ხელისუფლების განათლების ჩინოვნიკების მიერ უაპელაციოდ იქნა გაზიარებული. 5 - საათიანი გამოცდა, ანუ 5 - საათიანი საგამოცდო სტრესი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ასაკით, თუნდაც 30 წელს არიან გადაცილებულები, სულიერი და ფიზიკური ძალების ძალიან სერიოზულ მობილიზებას მოითხოვს, მაშინ როდესაც სკოლის გაკვეთილები 45- წუთიანია.

    მსოფლიო მაგალითების მოყვანა აქ არგუმენტად არ გამოდგება, რადგან თუნდაც ამერიკას, 300 მილიონზე მეტი მოსახლეობისა და პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან ტვინების უწყვეტი შედინების პირობებში, შეუძლია, ვთქვათ, სამართლის დარგში 24-საათიანი გამოცდა მოაწყოს, ანუ გამოცდის ხანგრძლივობა 24 (!) საათით განსაზღვროს. ეს მართლაც გვხვდება ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის პრაქტიკაში.

    ასეთი არანორმალური გამოცდების ჩატარებაზე ბევრი ახალგაზრდა არის თანახმა, რადგანაც თუ გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მისი ანაზღაურება წარმოუდგენლად მაღალი ხდება. ჩვენ კი მოსახლეობის სიმცირის გამო, არც ამ ფუფუნების უფლება (საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ) არა გვაქვს, და მითუმეტეს, ვერც მიახლოებით მაინც ასეთ ანაზღაურებას ვერ შევთავაზებთ გამარჯვებულებს. ამიტომ უნდა გამოვიდეთ ჩვენი რეალობიდან! ეს იქნება ისტორიული, კულტურული, და რაც მთავარია, დემოგრაფიული და ეკონომიკური თავისებურებებიდან თუ შესაძლებლობებიდან!

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved