სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    (ანუ 2006-2012 წლებში სტუდენტების და ახალგაზრდა თანამშრომლების თვალით დანახული თსუ)
    მოსაზრება
    12.08.2013

    კომენტარი გაზეთ „რეზონანსის" 2013 წლის 5 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ ვაჟა კიკნაძის წერილზე, რომელიც, მისი აზრით, პასუხია „რეზონანსში" 2013 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოკვლევაზე („2009 წელს ჩატარებული ერთი კონკურსის დეტალები". ავტორი - ჟურნალისტი ნინო ნაცვალაძე), სადაც თსუ პროფესორი თედო დუნდუა თსუ-ში 2006-2012 წლებში ჩატარებულ კონკურსებს იხსენებს. როგორც ჩანს, ბ-ნ ვაჟა კიკნაძემ დიდხანს იფიქრა და ბოლოს პასუხად დაწერა ის, რომ ბოლო კონკურსებში (2012 წლის ივლისი-აგვისტო, 2012 წლის დეკემბერი) აშკარად დაჩაგრეს.

    ჩვენ კომენტარს ვიწყებთ ბატონი ვაჟა კიკნაძის წერილის ბოლო სტრიქონიდან: „ასეთი უსაზღვრო დემაგოგიით, რა მაგალითს ვაძლევთ სტუდენტებს, მათ ხომ კარგად იციან ყველა ლექტორის ნამდვილი ფასი?"

    კომენტარის სათაურად, „უნივერსიტეტში შემთხვევით შერბენილი პირი", ბატონი ვაჟა კიკნაძის სიტყვები შევარჩიეთ. მკითხველი მალე დარწმუნდება, რომ ეს ზუსტად ასახავს რეალობას. ჩვენ 2006-2013 წლებში ვსწავლობდით და შემდეგ ვმუშაობთ თსუ-ში და ჩვენ თვალწინ გაიარა მთელმა ამ ისტორიამ. ამიტომ თავს მოვალედაც კი ვთვლით, რომ სიმართლე ახლავე ითქვას. შემდგომ ის, ალბათ, დავიწყებას მიეცემა.

    2006 წლის ზაფხულში თსუ მაგისტრატურის (პროგრამა - საქართველოს ისტორია) მეორე კურსზე გადავედით. ხმები იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტი „ძველი პროფესურისაგან" უნდა „გაწმენდილიყო", რა თქმა უნდა, მანამდეც ისმოდა, მაგრამ, ჩვენთან, ლექციაზე, თუ სასემინარო მუშაობაზე, „ძველ პროფესურას" ამ საკითხზე არ უმსჯელია. ისინი აგრძელებდნენ თავიანთი დიდი ცოდნის ჩვენთვის გაზიარებას. ამიტომაც, რაღაცნაირად, იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი, თითქოს, ისევ ისე უნდა გაგრძელებულიყო.

    დადგა სექტემბერი. როდესაც უნივერსიტეტში მივედით, სრულიად შეცვლილი სიტუაცია და, უმეტესწილად, უცნობი, „ახალი პროფესურა" დაგვხვდა. მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმის აღნიშვნა, რომ მანამდე თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე, ძირითადად, მოღვაწეობდნენ პროფესორები, დოცენტები და მასწავლებლები, რომლებისთვისაც უნივერსიტეტი არასდროს მარტო სამსახური არ ყოფილა. ეს ერთი დიდი ოჯახი იყო, ივანე ჯავახიშვილის, თსუ დამაარსებლის და ამ კათედრის პირველი გამგის, კონცეფციების ერთგული. ეს იყო ერთი პატრიოტული და საქმის მცოდნე სამეცნიერო სეგმენტი, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იდგა. ეს პროფესურა, სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის და შოთა მესხიას უშუალო მოწაფეები, მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენთვის საუკეთესო სასწავლო გარემოს შეექმნა.

    მაგრამ, როგორც 2006 წლის სექტემბერში გაირკვა, მათგან არცერთი არ აღმოჩნდა ისეთი მონაცემების მქონე, რომ საქართველოს ისტორიის მიმართულების/კათედრის სრული პროფესორი გამხდარიყო. ის კი არა, ზედამსახურებულნიც კი სახლებში გაუშვეს. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში მოსული პარტიისათვის და მასთან დაახლოებულთათვის ყველაფერი ადვილი აღმოჩნდა, თუნდაც საისტორიო წრეებისთვის, პრაქტიკულად, უცნობთათვის.

    თსუ-ში ჩატარებული კონკურსების შესახებ არაფერი ვიცოდით. სამაგიეროდ, თვალს ვადევნებდით სამეცნიერო ლიტერატურას. ჩვენი აქტიური ლექტორები, რომლებიც წერდნენ კიდეც, ლექციასაც კარგად ატარებდნენ, და ჩვენს შეკითხვებსაც არასდროს ტოვებდნენ უპასუხოდ (აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც შემდეგ, 2006 წლიდან გაირკვა, სტუდენტებისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემა პროფ. ვაჟა კიკნაძეს განსაკუთრებით არ უყვარდა), გარეთ დარჩნენ, უნივერსიტეტის გარეთ. მათთვის ეს იგივე იყო, რაც ადამიანისთვის სახლიდან გაგდება. სახელი და გვარებიც შეგვიძლიაა დავასახელოთ, მაგ. ნიკო ბერძენიშვილის მოსწავლე, ქართული სოციალური ურთიერთობების ისტორიის სპეციალისტი, საქართველოს ისტორიის ნარკვევების ერთ-ერთი ავტორი პროფესორი გივი ჯამბურია, საქართველოს ისტორიის არაერთი საუკეთესო სახელმძღვანელოს ავტორი, საქართველოს ფეოდალური პერიოდის აღიარებული მკვლევარი პროფესორი ნოდარ ასათიანი; თურმე უნივერსიტეტს ისინი აღარ სჭირდებოდა; ცნობილი თეორეტიკოსის, ა. გურევიჩის მოწაფე, ქართული ისტორიული აზროვნების ისტორიის, ქართული აგიოგრაფიის სპეციალისტი პროფესორი ნათელა ვაჩნაძე, და აშ. ეს საქართველოს ისტორიის მიმართულებაზე მოხდა, სხვა მიმართულებები კი საერთოდ გაუქმდა და დღემდე აღარც არსებობს. ყველაფერი ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო. ზოგიერთმა ვერ გაუძლო და ამას გადაჰყვა, ზოგი შეეგუა ბედს. მაშინ უნივერსიტეტში ძალიან დამთრგუნველი მდგომარეობა იყო, პოლიცია შესვლაზე სპეციალურ საშვებს ითხოვდა. ზოგს „გაუმართლა" და არ გააგდეს, ალბათ, დაინდეს და მცირე აკმარეს, მაგ. იმავე თედო დუნდუას - ასოცირებული პროფესორობა.

    სად გაქრნენ ჩვენი საუკეთესო ლექტორები?! ისინი 2006 წელს ჩატარებული შესარჩევი კონკუსრის მსხველპლნი გახდნენ. ვინ ედგა სათავეში ამ კონკურსს? ბ-ნი ვაჟა კიკნაძე. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის რიგითი მეცნიერ-თანამშრომელი, 50 წლის ასაკში ერთი სტანდარტული წიგნის ავტორი, მოულოდნელად, კომპილაციური დისერტაციით, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გახდა; შემდეგ - ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ აკად. სიმონ ჯანაშია, აკად. ნიკო ბერძენიშვილი, აკად. გიორგი მელიქიშვილი და აკად. დავით მუსხელიშვილი, ქართული მეცნიერების დიდებანი.

    ახალი დირექტორის ხელით, ახალმა ხელისუფლებამ ჯერ თსუ-დან გაუშვა საუკეთესო პროფესურა (კონკუსის პირობები გენიალური იყო, ანუ, პრაქტიკულად, კრიტერიუმების გარეშე), შემდეგ ვაჟა კიკნაძე „საკუთარ" ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსაც მიუბრუნდა და ინსტიტუტის საუკეთესო აკადემიური პერსონალი სახლებში გაუშვა, მაგ. აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. ნანა ხაზარაძე, ისტორიული გეოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი დევი ბერძენიშვილი, და აშ. ვაჟა კიკნაძემ კი ორივე დაწესებულებაში, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში (დირექტორი, დღემდე) და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სრული პროფესორი, საქართველოს ისტოირიის ინსტიტუტი, 2006-2012) უმაღლეს აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე იმყოფებოდა.

    სხვათაშორის, ბატონი ვაჟა კიკნაძე ამ კომისიების წევრობას და საქართველოს სხვა სამეცნიერო დაწესებულებების კონკურსებში მონაწილეობას თავის ბიოგრაფიაში საამაყო თარიღებად მიიჩნევს (იხ. ისტორიის ინსტიტუტის ვებ-გვერდი).

    2006 წლის კონკურსის შედეგად, თსუ საქართველოს ისტორიის მიმართულების/ინსტიტუტის ხელმძღვანელად ავტომატურად დაინიშნა ვაჟა კიკნაძის მიერ შერჩეული სრული პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი, სახელმწიფოს მმართველ ოჯახთან დაახლოებული და ამით ზედმეტადაც ამაყი.

    სულ მალე, თსუ საქართველოს ისტორიის მიმართულებაზე/ინსტიტუტში მეორე სრული პროფესორიც გამოჩნდა, ვაჟა კიკნაძე, 2006 წლის ივლისის არჩევნების კომისიის წევრი. მან, რატომღაც, 1 სრული პროფესორის ადგილი ვაკანტურად დატოვა, შემდეგ, მალევე, გამოცხადდა ახალი კონკურსი, სადაც „უნივერსიტეტის სახემ" (ტერმინი კიკნაძისეულია), ვაჟა კიკნაძემ გაიმარჯვა. მისი შესარჩევი კომისიის წევრი უნივერსიტეტის მეორე „სახე", ეკა ავალიანი იყო.

    ასე რომ, ის, რასაც საქართველოს ისტორია ერქვა, აღმოჩნდა ორი პიროვნების, პარტიისთვის ძალზედ ახლობლებისის ხელში, მარიამ ჩხარტიშვილის და ვაჟა კიკნაძის. ვაჟა კიკნაძეზე უკვე მოგახსენეთ. მარიამ ჩხარტიშვილი კი აქამდე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, წყაროთმცოდნეობით განყოფილებაში (განყოფილების გამგე გიული ალასანია). ჩვენ გვახსოვს ქ-ნ მარიამ ჩხარტიშვილის პირველი ლექცია. არ ვაჭარბებ, მგონი, მართლაც, პირველად ატარებდა ლექციას, ღელვაც ემჩნეოდა; არც ის იცოდა, როგორ წარემართა ლექცია. თავისი ერთ-ერთი სტატია წაგვიკითხა, იქვე დავუსვით შეკითხვები. მას სხვისი მოსაზრების, თუნდაც სტუდენტის, მოსმენა არ სიამოვნებდა. სამაგიეროდ, იცოდა რომ უფროსი იყო, და არასაჭირო სიმკაცრის გამოვლენა სცადა. მსგავს დამოკიდებულებას კი ჩვეული არ ვიყავით, მითუმეტეს, რომ ჩვენ კარგად ვსწავლობდით. როგორც შემდგომ გაირკვა, მას, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობები უჭირს.

    დავუბრუნდეთ ბ-ნ ვაჟა კიკნაძის წერილს. ის წერს, რომ მოვლილი აქვს მსოფლიო. კარგი იქნებოდა, თუ თარიღებსაც მიუთითებდა, როდის დაიწყო მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობა? ან რას კითხულობდა კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე? რაიმე სიახლე გააცნო ვინმეს? ან იქედან ჩამოიტანა რამე ხელშესახები, ახალი აღმოჩენა? განა, როდის გახდა მისი კვლევის სფერო ვიკინგების ისტორია?! ან თევდორე მღვდელის გმირობა?! ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია. უბრალოდ, მის ხელში აღმოჩნდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიუჯეტი და მან დაუზოგავად დააფინანსა თავისი მოგზაურობები ახლო და შორეულ საზღვარგარეთში. მანამდე ხომ ის არსად ყოფილა. დიახ, ეს ყველაფერი მოხდა სწორედ 2006 წლიდან, როდესაც ისტორიის ინსტიტუტიდან სახეები, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. ნანა ხაზარაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დევი ბერძენიშვილი და სხვა ღირსეული ქართველები და მეცნიერები გაუშვა „კონკურსების" შედეგად.

    მის მიერ დაწერილ, „რეზონანში" გამოქვეყნებულ წერილში, ბ-ნი ვაჟა კიკნაძე თავის თავს უნივერსიტეტის სახეს უწოდებს. ეს, ალბათ, არ უნდა იყოს სწორი. აი, უნივერსიტეტის სახეების უნივერსიტეტიდან განდევნა კი სწორედ მის სახელთან ასოცირდება. მისი და მათი „წარმატებული რეფორმის" შედეგი იყო ის, რომ უნივერსიტეტში ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველთა რიცხვი მინიმუმამდე დავიდა, ასევე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად 2007-2008 წლებში მხოლოდ თითო მსურველი თუ გამოჩნდებოდა.

    თსუ-ში მ. ჩხარტიშვილისა და ვ. კიკნაძის სრული პროფესორობის დროს, თსუ საქართველოს ისტორიის მიმართულებაზე არ ჩატარებულა არცერთი სამეცნიერო კონფერენცია, არ მომზადებულა არცერთი სამეცნიერო კრებული, ჟურნალი.

    ახლა, რა მოხდა, როდესაც 2010 წელს თედო დუნდუა აირჩიეს სრულ პროფესორად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი კვლავ პროფ. მარიამ ჩხარტიშვილია. პროფ. თედო დუნდუას ინიციატივით და ხელმძღვანელობით ტარდება ინსტიტუტის ყოველწლიური კონფერენცია, გამოიცემა ჟურნალი - „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები", სულ დაიბეჭდა 7 ნომერი და 2 სპეციალური გამოშვება, გამოიცემა „ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომები" (გამოსულია 2 ნომერი), ინსტიტუტს აქვს თავისი ლოგო, ვებ-გვერდი, აქტიურად მუშაობს სტუდენტთა სამეცნიერო წრე; მუდმივად იმატებს ისტორიით დაინტერესებულ სტუდენტთა რაოდენობა.

    რაც შეეხება თსუ-ში 2012 წელს ივლისი-აგვისტოში ჩატარებულ კონკურსს, რაზეც ბ-ნ ვაჟა კიკნაძეს გული შესტკივა (ის „გარეთ" დარჩა, ანუ „გაირბინა"), მანამდე ჩატარებულ კონკურსებთან შედარებით, ის ნამდვილად ობიექტური იყო, რადგან, ამჯერად, სახელმწიფოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო (ძლიერი ოპოზიციის არსებობის პირობებში), ვაჟა კიკნაძის და მისი აზრით, „უნივერსიტეტის სახეების" მხარდამჭერმა პარტიამ(!!!) ზეწოლა ვეღარ მოახდინა თსუ-ზე. უფრო ზუსტად, მათ მფარველმა პირებმა ვეღარ გაბედეს მათი „დახმარება". დღეს კი ბ-ნი ვაჟა კიკნაძე გაბრაზებულია. ნეტავ რატომ? მან ხომ უცხოეთი დაათვალიერა სახელმწიფოს ხარჯზე. და განა ის სამმაგ ხელსაფსაც არ იღებდა, პრაქტიკულად, არაფრისთვის. იმიტომ ხომ არა, რომ, ის, როგორც თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის სრული პროფესორი (2006-2012 წლები) მხოლოდ სტუდენტების კრიტიკის ობიექტი იყო არაკომპეტენტურობისთვის?! როგორც მიმართულების ხელმძღვანელი, ის არაფერს აკეთებდა, თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც ერთ რიგით ისტორიკოსს, რომელზეც მეტი დამსახურება ინსტიტუტის ნებისმიერ ასისტენტ-პროფესორს ჰქონდა, არავინ სერიოზულად არ მიიჩნევდა, არავინ უგდებდა მას

    ყურს. ნეტავ, რომელმა ქალღმერთმა ფორტუნამ მოავლინა ის ივ. ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და სხვათა ადგილას?! ქალღმერთები მეტი აღარ იქნებიან, და, ალბათ, მალე ბ-ნი ვაჟა კიკნაძეც აღარ იქნება ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მას ვეღარ დაეხმარებიან „ზონდერები“ (მანანა სანაძე, გონელი არახამია, თამაზ ბერაძე, პაატა ბუხრაშვილი) საქართველოს უნივერსიტეტიდან (ე.წ. ალასანიას უნივერსიტეტი), როგორც ეს მოხდა მაგ., 2009 წელს. სწორედ თედო დუნდუა დარჩა უნივერსიტეტის გარეთ, ეს კონკურსი ვაჟა კიკნაძეს, ალბათ, მოეწონა. ის, პრაქტიკულად, ცარიელი გრაფებით ამარცხებს თედო დუნდუას. „რეზონანსში“ წარმოდგენილ წერილში ის აღიარებს, რომ საკონკურსო კომპონენტებით ჩამოუვარდება თედო დუნდუას. მერე რა, ის მაინც დიდ მეცნიერია. ნუთუ, ეს მართალაც ასეა?!

    ახლა ვნახოთ, თუ როგორი მეცნიერია ვაჟა კიკნაძე. როგორც ის თავად წერს საგაზეთო სტატიაში, თავისი წიგნი, პირობითი სათაურით “საქართველო XIV ს-ში”, 2012 წელს გადაცემული ჰქონია დასასტამბად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    ვაჟა კიკნაძის “ახალი” ინგლისური წიგნი გამოიცა შემდეგი სათაურით: “The Eurasian (??? – ავტ.) State of Georgia in the Fourteenth Century (Mongol Era and Its End)” (The Edwin Mellen Press, 2013), და არა “საქართველო XIV ს-ში”, როგორც ამას ვაჟა კიკნაძე განზრახ შეცდომით უთითებს საგაზეთო სტატიაში. მაინც რატომ “ავიწყდება” ვაჟა კიკნაძეს, რომ მის მონოგრაფიას სათაურად აქვს შემდეგი _ “ევრაზიული სახელმწიფო საქართველო მეთოთხმეტე საუკუნეში” და არა “საქართველო XIV ს-ში”?! იმის გამო ხომ არა, რომ ეს ახალი წიგნი მისივე ძველი წიგნის, 1989 წელს გამოცემული მონოგრაფიის “საქართველო XIV საუკუნეშის” თარგმანია? თუ იმის გამო, რომ მის ახალ გამოცემულ ინგლისურ წიგნში მან საქართველოს “ევრაზიული სახელმწიფო” უწოდა? წიგნის სათაურის მიხედვით, საქართველო თურმე “ევრაზიული სახელმწიფოა”! არა ევროპული, ან აზიური, არამედ სწორედაც რომ ევრაზიული, აი, ასე წერს და წარმოაჩენს საქართველოს ვაჟა კიკნაძე, ანუ იმ სახით, როგორც დღეს ეს წარმოუდგენიათ კრემლის იდეოლოგებს.

    რაც შეეხება წიგნის ინგლისურ თარგმანს, მასში გაპარულია ისეთი ელემენტარული გრამატიკული შეცდომები, რომელსაც, არათუ “მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის” მქონე პროფესორი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი არ დაუშვებს, არამედ _ კეთილსინდისიერი პირველი კურსის სტუდენტიც. სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, გადავხედოთ წიგნის სარჩევს, წინათქმას, შესავალს და წიგნის ყდაზე გამოსაჩენ ადგილას გაკეთებულ ინგლისურ ტექსტს ავტორის შესახებ, და მივხვდებით, რომ ამ ინგლისურ წიგნს, რომელიც, როგორც ავტორი იკვეხნის, უცხოური “აკადემიური გამომცემლობის” მიერ არის დაბეჭდილი, საერთოდ არ ეტყობა ინგლისური ენის მცოდნე გამომცემლის ხელი, მას არ გაუვლია არც ინგლისურენოვანი სპეციალისტის კორექტურა და არც რედაქტირება. ამაში გვარწმუნებს ისეთი ფრაზები, რომლებიც შეუსაბამოა ინგლისურენოვანი აკადემიური გამომცემლობისთვის, მაგ., წიგნის ყდაზე ავტორის შესახებ ბიოგრაფიულ ტექსტში მითითებულია შემდეგი – Dr. Vazha Kiknadze received the Doctor of Historical Science. ამ არასწორი და საშინლად გაუმართავი ინგლისურის ქართული

    თარგმანი ასეთია – “დოქტორმა ვაჟაKკიკნაძემ მიიღო ისტორიის მეცნიერების დოქტორი”. აქედან კარგად ჩანს, რომ ინგლისური ენის სპეციალისტს წიგნი ელემენტარულად არც კი წაუკითხავს, რაც იმას ადასტურებს, რომ მისი გამოცემა შეკვეთით მოხდა, და არა აკადემიური სტანდარტების გათვალისწინებით.

    იმის უფრო ნათლად გამოკვეთისთვის, რომ ყდაზე შენიშნული უხეში შეცდომა არ არის შემთხვევითი, მოვიყვანოთ სხვა მაგალითებიც იმავე წიგნის სარჩევიდან (ტექსტის ძირითად ნაწილს თავი დავანებოთ, მის გარჩევას აზრი არა აქვს!). სარჩევში ვხვდებით ისეთ შეცდომებს, როგორიცაა: sistem, numismaric, it’s და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მკითხველთათვის ყველაფერი გასაგები უნდა იყოს.

    ვაჟა კიკნაძის “ახალი” წიგნი, რეალურად, მისივე 1989 წელს დაბეჭდილი ქართული წიგნის ცუდი ინგლისური თარგმანია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, როგორც ჩანს, ინსტიტუტის ფული გამოიყენა, რათა ის საქართველოში ინგლისურ ენაზე ეთარგმნათ და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოეცათ. კომენტარი, როგორც ამბობენ, ზედმეტია.

    აი, ვინ არის ვაჟა კიკნაძე!

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები:

    ისტორიის დოქტორი ალექსანდრე ბოშიშვილი, ისტორიის დოქტორი აპოლონ თაბუაშვილი, ისტორიის დოქტორი ლერი თავაძე, დოქტორანტი აკაკი ჩიქობავა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (67)
    ჩაწერა სახელი
    გოჩა   (09.06.2017)
    2012 წელს მე ვიყავი კონკურსის თავმჯდომარე.არც არავის ხელის ბიჭი ვყოფილვარ და არც ვიქნები. საამისოდ საკმაო ავტორიტეტი მაქვს. კონკურსი მაქსიმალური ობიექტურობით ჩატარდა. მაგრამ ჩემ გარდა იყვნენ კომისიის წევრებიც თსუ-დან და გარედან, საერთოდ რომ არ ვიცნობდი, ისეთები. იყო კენჭისყრა და ამაზე ზემოქმედება მე არ შემეძლო. კონკურსში ზოგი იმარჯვებს, ზოგი მარცხდება. ვაჟა კიკნაძე ვერ გავიდა, ბეჟან ჯავახია ვერ გავიდა და კიდევ სხვები. და ვინც რამეს ახლა იტყვის ჩემზე, არ ვაპატიებ. გვარს არ დაწერს? მაინც ვიპოვი. სხვათა შორის, მარიამ ჩხარტიშვილი ჩემთან გრიალით გავიდა, რასაც ვერ ვიტყვი მის მოწაფეზე მანიაზე, რომელმაც კონკურსის შემდეგ, ჩავარდნის გამო, ქოთქოთ დაიწყო, შემეხო და აქაც, ახლა შემეხო. მე ღამით მას ველაპარაკე და გავუმეორებ, დაოკდი. და კიდევ, ვინც ზონდერებს უწოდებს განსვენებულ თამაზ ბერაძეს, ან გონელი არახამიას, უსინდისოები არიან. და ვინც უდიერად ეხება ქ-ნ გიული ალასანიას, უფრო უარესი. რომ კითხულობდეთ, ნახავდნენ, რა შრომები აქცს მას დაბეჭდილი. მაგრამ, არის ის მაგრამ, რომ ბევრი ჩვენი კოლეგა მარტო თავისას კითხულობს. სხვისი რომ იკითხოს, თავისას როდისღა დაწერს?

    გოჩა   (09.06.2017)
    2012 წელს მე ვიყავი კონკურსის თავმჯდომარე.არც არავის ხელის ბიჭი ვყოფილვარ და არც ვიქნები. საამისოდ საკმაო ავტორიტეტი მაქვს. კონკურსი მაქსიმალური ობიექტურობით ჩატარდა. მაგრამ ჩემ გარდა იყვნენ კომისიის წევრებიც თსუ-დან და გარედან, საერთოდ რომ არ ვიცნობდი, ისეთები. იყო კენჭისყრა და ამაზე ზემოქმედება მე არ შემეძლო. კონკურსში ზოგი იმარჯვებს, ზოგი მარცხდება. ვაჟა კიკნაძე ვერ გავიდა, ბეჟან ჯავახია ვერ გავიდა და კიდევ სხვები. და ვინც რამეს ახლა იტყვის ჩემზე, არ ვაპატიებ. გვარს არ დაწერს? მაინც ვიპოვი. სხვათა შორის, მარიამ ჩხარტიშვილი ჩემთან გრიალით გავიდა, რასაც ვერ ვიტყვი მის მოწაფეზე მანიაზე, რომელმაც კონკურსის შემდეგ, ჩავარდნის გამო, ქოთქოთ დაიწყო, შემეხო და აქაც, ახლა შემეხო. მე ღამით მას ველაპარაკე და გავუმეორებ, დაოკდი. და კიდევ, ვინც ზონდერებს უწოდებს განსვენებულ თამაზ ბერაძეს, ან გონელი არახამიას, უსინდისოები არიან. და ვინც უდიერად ეხება ქ-ნ გიული ალასანიას, უფრო უარესი. რომ კითხულობდეთ, ნახავდნენ, რა შრომები აქცს მას დაბეჭდილი. მაგრამ, არის ის მაგრამ, რომ ბევრი ჩვენი კოლეგა მარტო თავისას კითხულობს. სხვისი რომ იკითხოს, თავისას როდისღა დაწერს?

    isev irakli ( magistranti) studenti   (13.01.2015)
    qalbatoni mariami tavisi magali donit , nichit, gadmocemis unarit aris sauketeso javaxishvil-shi, amas shenishnavs yvela.

    irakli studenti   (13.01.2015)
    qalbaton mariami aris arachvuloebrivi adamiani, mudmivad exmareba studentebs, aris tavisi saqmis namdvili profesionali,aqvs gadmocemis saocari unari, ar mesmis vin ras erchis aseti magali donis leqtors, warmatebs gisurvebt qalbatono mariam. tqven chemtvis samagalito leqtori xart.

    მაგისტრანტი   (13.10.2014)
    2006 – ში რაც მოხდა თსუ–ში ეგ ყველამ ვიცით. ვაჟა კიკნაძე მე არასდროს მიკითხავდა ლექციას და არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი მასზე. ამ სტატიის ობიექტურობაში ეჭვი მეპარება, რადგან ვინც ხელს აწერს ყველა დუნდუას კადრია და მისი დოქტორანტები იყვნენ.

    ნინო შიოლაშვილი   (03.10.2014)
    გამომიხვედი შენც ერის ტანჯული შვილი, ისე კიდევ გაქვს შენახული წერილი "ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, იქა წევს ქალი ლამაზი და თედოს საბედო არისო, გითხრა ეს წერილი ვინ დაგიწერა, მიხვდი შენი ყოფილი სტუდენტი იყო 90-იან წლებში და არის წარმოშობით მოხევე.სულ გაბრაზებდა არც შენ აკლებდი, ისე გაითვალისწინე წერილში აღნიშნული რეკომენდაციები, კარგია

    fuiuna   (24.07.2014)
    orive ermanetze uaresi, leqtoria, , tavis chkuaze atamasheben studentebs,

    გრიგოლი   (24.09.2013)
    კიდევ ერთხელ ვწუხვარ, გასაოცარია, თუნდაც ერთი წუთით მაინც ჰქონდეს ამ ადამიანებს გააზრებული ისტორია, ან წარმოდგენა ჰქონდეთ ისტორიის საზრისზე, ამას ვერ დაწერდნენ და ამას გარდა საშიშია, არა მხოლოდ მათი უმეცრობა, არამედ უნარი დასმენის. ძალიან მაინტერესებს , როგორ წარმოუდგენია უნივერსიტეტს ასეთი პროფესორებით უნივერსიტეტის წინსვლა. ეს სირცხვილია და ყველაზე დიდი სირცხვილი, ის რომ ამ ადამიანებს ჰქმნის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანატი. დუნდუას ეს არ გაუვიდოდა, ამ პროცესს მისი დეკანი გამობრძმედილი კომსომოლა თვალთავძე არ ედგეს სათავეში. ქალბატონო დარეჯან დიდხანს იქნებით კიდევ თანამდებობაზე , მაგრამ არ არსებობს სადღაც მაინც ერთხელაც არ დაფიქრდეთ იმაზე, რაც გააკეთეთ და რამდენი ღირსეული ადამინი ჩამოაცილეთ უნივერსიტეტს. მათ სპეციალურად არ ვასახელებ, რადგანაც ამ ახალი დასმენის პერიოდში, ვუფრილდები მათ მდგომარეობას, რადგანაც ეს ახალი ტალღაა ღვარძლის. ეს დაბრუნებაა 37 წლის, ასევე ალბათ მალე 92 წლის მხედრიონიც ამუშავდება

    Nika   (22.09.2013)
    რუის–ურბნისის კრება უნდა უნივერსიტეტს!

    ეთო   (22.09.2013)
    საწყენია და გაოგნებული ვარ, როგორ უნდა იკადრო და ამდენი ტყუილი დაწერო ქ-ნო მარიამზე?! ამას ბინძური ცილისწამება ჰქვია და მეტი არაფერი!!! სიმართლე ხომ ყველამ ისიდეც იცის, ვისაც ქ-ნ მარიამთან შეხება ჰქონია. რას ემსახურება ამ ბატონების წერილი ვერ ვხვდები. სირცხვილია!!!

    George   (20.09.2013)
    vitvaliswineb imas, rom am komentarebs mandilosnebic kitxuloben, amitom axla ar davwer am bichebis saqciels rac qvia kacur enaze... :D

    ბექა კობახიძე   (19.09.2013)
    ყველას მოგესალმებით! არ მეგონა ამდენი კაცი თუ ჩემს ჭკუაზე იდგა. დღეს ჩემს ფეისბუქის გვერდზე გამოვაქვეყნე ვრცელი წერილები თედო დუნდუაზე. შემოდით, სახელი და გვარი უკუღმა მიწერია Ezdihkabok Akeb. წაიკითხეთ და მოვიფიქროთ რამე. წერილის ერთი ასლი განათლების მინისტრს დავუტოვე, ერთი რექტორს, ერთი ლევან ბერძენიშვილს უნდა გავუგზავნო. ასევე უცხოელ ქართველოლოგებს: სტივენ ჯოუნსს და დონალდ რაიფილდს. ეხლა ფაკულტეტები იშლება და დუნდუა დეკანობაზე იქაჩება. ეს არ უნდა მოხდეს, თორე უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება, როგორც ასეთი, აღარ იარსებებს. ეს კაცი გილიოტინებს დადგავს დერეფნებში.

    დევი   (16.09.2013)
    2012 წლის კონკურსი იმიტომ ეჩვენებათ წერილის „ავტორებს“ სამართლიანად, რომ ისტორიის ყველა მიმართულებაზე თედოს მიერ დანიშნული კომისია თედოსივე წინასწარ გადაცემული სიების მიხედვით „ირჩევდა“ კონკურსანტებს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ფორმალობა იყო.შემთხვევითი არ არის, წერილის ხელმომწერთაგან ყველა ერთის გამოკლებით (ის ერთიც-ჩიქობავა თავის დროს ელის) რომ ამ სიაში მყარად იჯდა. მათი თსუ-ს „პროფესორობა“ სწორედ თავის თავზე და ძალაუფლებაზე უზომოდ შეყვარებულ თედოს დამსახურებაა. ისინი ჯერ დეკანატის თანამშრომლებად აიყვანა და შემდეგ თანმიმდევრულად გადაჰყავდა აკადემიურ თანამდებობებზე სხვა ბევრად უფრო ღირსეულ, მაგრამ მისთვის არასასურველ პროფესორთა ადგილებზე.ამისათვის ერთი პირობის დაკმაყოფილება იყო საკმარისი: თედოს ხელის ბიჭობა. სამაგიეროდ მათ „ბელადის“ დაკვეთები უნდა შეასრულონ უსიტყვოდ. ეს წერილიც ერთ-ერთი ასეთი დაკვეთაა. ასე რომ, თედომ თავისი ხელის ბიჭები აქტიურად ჩართო თავის საუნივერსიტეტო ინტრიგების ქსელში და მათი სახელით წარმართავს მისთვის არასასურველ პიროვნებებთან ბრძოლას.ამ წერილმა გამოქვეყნებამდე სწორედ თედოს ხელში გაიარა, რომელიც მისი არამარტო სულისჩამდმელი, არამედ მთავარი ავტორიცაა. თუმცა გასაგები მიზეზების გამო მის სახელს ხელისმომწერთა შორის ვერ ვხედავთ. წერილის ავტორებმა უნდა გაიაზრონ რომ მათი ბელადი კიდევ ბევრ ბინძურ საქმეს გააკეთებინებს მათ და დაფიქრდნენ: ღირს კი თსუ-ს დაუმსახურებელი „პროფესირობა“ საკუთარი ღირსებისა და ნამუსის დათმობის ხარჯზე?

    ეკა ავალიანი   (16.09.2013)
    ამ სტატიაზე ამხანაგმა მიმითითა, რომ წავიკითხე ვერც კი წარმოვიდგენდი Tუ ეს ახალგაზრდა მამაკაცები, რითი იQნებოდნენ დაკავებულნი,თუმცა დამკვეთის ვინაობაც ნატელი გახდა იმტავითვე. მე ღვთის სახე მაქვს და ღვთისაგან მონიჭენბული თავისუფალი ნება, არც უნივერსიტეტის სახეზე ვიტყვი უარს, რადგან ასეა ეს მართლა, მაგრამ ამ ახალგაზრდა მამაკატებს მინდა ვთხოვო, თქვენ ნუ დაკარგავტ სახეს, გონებას და თავისუფალ ნებას და სულს, რადგანაც მონის უღლით ბედნიერი ადამიანი მე ჯერ არ მინახავს, ეს უღელი ტკვენც გაგსრისავთ და გაგანადგურებთ! კველაზე გრძელი ღამეც თენდება და სინათლეზე გამოჩენა ტკივილს მოგაყენებთ მერე! ეკა ავალიანი

    გრიგოლი   (16.09.2013)
    სამარცხვინოა ეს ყველაფერი. თუნდაც იყოს კიკნაძე -ჩხარტიშვილი დაახლოებული პრი ალასანიასთან, რას ნიშნავს? ასე იყო ზუსტად წერილები 37 წელს, როდესაც ადამიანებს აბრალებდნენ ურთიერთობას ჟორდანიას ხელისუფლებასთან. სირცხვილი იმ უნივერსიტეტის და ასევე საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის, რომ შეუძლიათ ამ ადამიანების გვერდით ცხოვრება. ამას ერთი ადამიანი მართავს და ცუდი ისაა, რომ თუ ასეთ თაობას უტოვებს დუნდუა უნივერსიტეტს. დამსმენებს და დამბეზღებლებს. ისე თვითონ ამ ახალგაზრდებს რატომ არ უკვირთ, როგორ მოხდა, რომ 2012 წლის არჩევნებზე თვითონ გახდნენ პროფესორები და დუნდუას და სამუშიას ხელით უნივერსიტეტიდან ბუბა კუდავა და ანდრო გოგოლაძ გაისტუმრეს. საინტერესოა ესენი ხომ არ იყვნენ შემორბენილები. თუ ბოშიშვილი-თაბუაშვილ-თავაძეზე ნაკლები ჰქონდათ ცოდნა. ან რატომ არ გაუკვირდათ, როდესაც ჯაბა სამუშიამ კონკურსში ოთხმეზური, ბახტაძე დაამარცხა. იქნებ ვინმეს მაინც ეყოს ღირსება და მიუჩინოს ადგილი დუნდუა-პაპასკირს

    ნინო   (14.09.2013)
    ამ წერილიდან ისე ჩანს, თითქოს პაატა ბუხრაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი იყო, მაგრამ ამას სიმართლესთან არაფერი არ აქვს საერთო. პაატა ბუხრაშვილი 2006 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არასდროს უმუშავია საქართველოს უნივერსიტეტში, მითუმეტეს,მისი „ზონდერად“ მოხსენიება არ ვიცი, რას უნდა მივაწეროთ.

    ქეთევან მანია   (13.09.2013)
    პრობლემა ის არ არის როზეტა შენ ვინმესთან თანაავტორობით გაქვს თუ არა ნაშრომი, რომც გქონდეს ეს დანაშაული არ არის. მართალი ხარ კომისიები ნაკლები ზნეობით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, 2012 წლის უნივერსიტეტის არჩევნებში ასევე არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბოშიშვილი აირჩიეს, რომელსაც არც გამოცდილება ჰქონდა და არც ხარისხი და ნაშრომებიც სხვისი აზრის გამეორებაა და სხვა არაფერი. ეს იყო ბ-ნი ჯაბა სამუშიას სიმართლე და ბ-ნი გოჩა ჯაფარიძის დადასტურება. მაგრამ აქ სხვა პრობლებაა ზნეობასა და უზნეობას შორის ზღვარი საერთოდ არ ჩანს. ბოშიშვილი რომელიც სრულიად უსამართლოდ შედის ლექციებზე ხელს აწერს წერილს და პროფ. მარიამ ჩხარტიშვილს, რომელიც ზნეობით, ადამიანობით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა, ჩირქს ცხებს. თურმე ბოშიშვილი ატარებს ლექციებს და მ. ჩხარტიშვილი ვერა. ეგ არის დიდი უზნეობა, ეს ბატონები ურცხვად ტყუიან. და არც აწუხებთ რომ ტყუიან. მე მ. ჩხარტიშვილის სტუდენტი ვიყავი და კარგად მახსოვს მისი ლექციები, რომლებიც გამორჩეული იყო პროფესიონალიზმით, ასევე პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, არ მახსოვს ლექცია გაეცდინოს, განსხვავებით უნივერსიტეტის ზოგიერთი პროფესორისაგან, რომლებიც საერთოდ არ ატარებენ ლექციებს და ახლა ამ ახალგაზრდა თანამშრომლების ხელით სრულ უზნეობას აწერენ ხელს...

    თვითმხილველი   (13.09.2013)
    ვიფიქრე ანონიმურად დამეწერა თუ მეთქვა ვინც ვარ, მაგრამ როდესაც ასეთ ფეოდალიზმს აქვს ადგილი, სჯობს ანონიმად დავრჩე ვიდრე ძელზე გამსვან მხოლოდ იმის გამო რასაც დავწერ. სამივე ადამიანს თედო დუნდუას, ვაჟა კიკნაძეს და მარიამ ჩხარტიშვილს ვიცნობ და სამივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათ არ ვეთანხმები როგორც სამეცნიერო, ისე ადამიანურ საკითხებში. არც ეპისტოლეს დავწერ, მითუმეტეს ტენდენციურს. ფაქტი ერთია, რომ სამივეს დანაშაული მიუძღვის უნივერსიტეტის, სტუდენტის და მეცნიერების წინაშე. სამივე პიროვნება გარეულია საუნივერსიტეტო ფეოდალიზმში, რაც პირველ რიგში სტუდენტს აზარალებს და მის პროფესიულ წინსვლას აფერხებს. კომენტარების დამწერებს: არავის გაყენებთ შეურაცხყოფას ვინც ვისი მომხრეც ხართ, მაგრამ სამწუხაროდ სამივე დამნაშავეა. და იქნებ თქვენ მაინც შეიკავოთ თავი ქილიკისგან და ირონიისგან, რითიც გაჟღენთილია ზემო სტატია. ბევრს თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ ყველას დანაშაულია დასანახი. ბოლოს კი, მამაკაცების სამარცხვინოდ, უნდა აღვნიშნო, რომ ქ-ნ მარიამი, რომელიც ვიმეორებ ასევე გარეულია საუნივერსიტეტო კლანებში, გაცილებით ღირსეულად იქცევა სტუდენტებთან, ვიდრე მისი ორი კონკურენტი, რომლებიც ერთმანეთს სტუდენტებთან დაუფარავად "ამხელენ" და დედასაც კი აგინებენ... მე ამის მომსწრე ვარ. მახსოვს ბ-ნ თედო როგორ აქსეროქსებდა ბ-ნ ვაჟას ენობრივად საშინლად გაუმართავ განცხადებას დეკანის მიმართ, აქსეროქსებდა და ვინც შედიოდა მასთან აძლევდა "აჰა სხვასაც ანახეო", ბ-ნ ვაჟა კი ქ-ნ მარიამს ყველას თანდასწრებით ირონიულ რეპლიკებს ესროდა. ქ-ნ მარიამი, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, სტუდენტებთან მაინც არ ლაპარაკობს სხვის პიროვნულ ნაკლებზე. სირცხვილი თქვენ "მამაკაცებო"!!! ალექსანდრე, აპოლონ, ლერი და აკაკი, არ სჯობდა თქვენი აზრი ზრდილობიანად გამოგეხატათ??? სამწუხაროა რომ როგორც სხვა გალანძღეთ, ისევე ილანძღებით ახლა :( ისე მართლა დასწრებოდით "კონკურენტების" კონფერენციებს და ღონისძიებებს, განა უფრო დამაჯერებელი არ იქნებოდა თქვენი კრიტიკა??

    rozeta gujejiani   (12.09.2013)
    2009 წელს მე ძალიან უზნეოდ მომექცა კომისია:((( ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. ჩემი მონაცემები გააყალბა ერთ-ერთი კონკურენტი უნ-ის პროფესორმა, გუჯეჯიანს კონკურენტთან ერთობლივი ნაშრომი აქვს საკონკურსოდ წარმოდგენილიო. მსგავსი რამ კი ბუნებაში არ არსებულა. ასეც ხდებოდა:(((

    ruso   (05.09.2013)
    ბატონ ვაჟაზე ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ ქალბატონ მარიკას დახმარებაზე უარი არასდროს არ უთქვამს,პირიქით ყოველთვის გულისხმიერი იყო ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ,ყოველთვის გვეხმარებოდა და თბილად გვესაუბრებოდა!!!

    sandro   (04.09.2013)
    Tedo Dunduas vinme natesavi darcha kidev, romelic ar daasakma TSU-si misi dekanis moadgileobis dros? ai klani Tedos akvs tu akvs....coli, colisdzma , simamri, simamris coli , simamris...., ra es xelisbichebic ojaxia ar aris tu?!vasha belad Tedos!

    ლადო   (03.09.2013)
    ენას ძვალი არა აქვსო. აშკარაა, რომ ამ სტატიის ღიად განცხადებულ ავტორებსა და, რაც მთავარია, მის ფარულ შემოქმედს, ისტორიული მეცნიერებისა და უნივერსიტეტის ბედი კი არა, საკუთარი, დაუმსახურებლად მოპოვებული სამეცნიერო თანამდებობების შენარჩუნების ამოცანა აწუხებთ. ვურჩევდი, სხვისი ნაღვაწის შეფასებამდე ჯერ თვითონ შექმნან რაიმე ფასეული. შორს რომ არ წავიდე, ისტორიისა და უნივერსიტეტის ბედზე მათი წუხილის მოჩვენებითობა ერთი ბოლოდროინდელი ამბის მაგალითზე ძალიან კარგად იშიფრება: წლევანდელი წლის მაისში მ. ჩხარტიშვილის მიერ თსუ–ში ჩატარებული წარმომადგენლობითი კონფერენციის არცერთ მოხსენებას ამ ბინძურ წერილზე ხელმომწერი ახალგაზრდა პროფესურის წარმომადგენლებიდან არცერთი, დეკანის მოადგილის ჩათვლით, არ დასწრებია. ეს რა ბოიკოტი აუტყდათ? კონფერენციაზე მოხსენებას მხოლოდ მ. ჩხარტიშვილი ხომ არ კითხულობდა (ორი დღის განმავლობაში სულ 47 მომხსენებელი გამოვიდა), რომ, როგორც ერთი ხელისმომწერი ამბობს, "ჭ კლასის ისტორიკოსის" გამოსვლა გაეპროტესტებინათ? დასასრულ ვიტყვი, რომ წერილის ავტორთა დაუმსახურებელი ზეობა, მათი მფარველი დეკანის მოადგილის ზეობასთან ერთად, მუდმივად არ გასტანს. თავისი კარგი თუ ცუდი ნამოქმედარი ყველას წინ დახვდება.

    aaaaaaaaaaa   (23.08.2013)
    sssssssssssss

    ლადო   (16.08.2013)
    ადრე ვიცოდი, რომ უნივერსიტეტს მართავდნენ "როინის ბიჭები", ახლა თურმე მართავენ "თედოს ბიჭები". გვეშველება რამე?!

    ფიქრია   (15.08.2013)
    ქალბატონი მარიამ ჩხარტიშვილი მიკითხავდა ორ კურსს:"ისტორიის შესავალსა" და "ქართლის ცხოვრებას". ორივე შემთხვევაში მისი კურსის სემინარებს გვიტარებდა ბატონი აპოლონ თაბუაშვილი. ორივენი ერთმანეთის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ. ბატონი აპოლონი ყოველთვის მოწიწებით იყო მასთან. ორივე ეს კურსი ძალიან კარგი იყო და ეს გარკვეულად იმითაც იყო გამოწვეული, რომ ქალბატონი მარიამი და ბატონი აპოლონი ასეთ კარგ ურთიერთობაში იყვნენ. ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ წერილის ერთ-ერთი ავტორი ბატონი აპოლონ თაბუაშვილი იყოს? ძალიან დამწყდა გული

    ვახო   (15.08.2013)
    სანამ ვინმეს გაკრიტიკებას გადაწყვეტთ უბრალოდ მის ბიოგრაფიას მაინც გადახედეთ, იმის ინფორმაციაც კი არ გავთ, რომ მ. ჩხარტიშვილი თსუ აქვს დამთავრებული და ისიც უნივერსიტეტელია, თუმცა არც ის მესმის რატომ უნდა იყო უნივერსიტეტი ჩაკეტილი სასწავლებელი და თუ ადამიანი პროფესიონალია და სხვა უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული რატომ არ შეიძლება გახდეს თსუ-ს ლექტორი და ახალი თაობის აღზრდასა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. ერთი რამე დაიმახსოვრეთ ბატონო გიო თქვენც და სტატიის ავტორებმაც, რომლის ძირითადი შემადგენლობაც უკვე უნივერსიტეტის პროფესორები არიან და ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა. დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც ვინმეს განდიდებას დააპირებთ სხვას ტყულუბრალოდ არ მოსცხოთ ჩირქი და ამის ფონზე არ შეეცადოს თქვენთვის სათაყვანებელი ფიგურის წინ წამოწევას, მსგავსი საქციელი მხოლოდ ერთ შედეგამდე მიგიყვანთ, ამით ისევ თქვენი და თქვენი იდეალი პროფესორის სახელს შეუყენებთ წყალს და თქვენს არაპროფესიონალიზმს და თუნდაც უბრალოდ ადამიანური ეთიკის თქვენში არარსებობას წარმოაჩენთ. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ამ საქმეში მონაწილე რამდენიმე პროფესორი (2006 წელს თუ ბოლო წლებში გამხდარიც) თქვენი თავის არაპროფესიონალად და უღირსად წარმოჩენით თსუ-საც ჩირქს სცხებთ და სახელს უფუჭებთ, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ იმასაც დაუფიქრდით რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ, სიტყვების ჰაერზე სროლა არც თქვენ კაცობას და არც თქვენ პროფესიონალიზმს არ დადასტურებს და თქვენსავე საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

    ვახო   (15.08.2013)
    უფრო ზუსტად რომ ვთქვათ თურმე ჩხარტიშვილმა დაჩაგრა ძველი პროფესურა და მათ ადგილი წაართვა. ასეთი დემაგოგიის გადასამოწმებლად მარტივი საშუალება არსებობს, თავად მათ ჰკითხოთ აზრი, მაგალითად თქვენ მიერ დასახელებულ აკად. მარიამ ლორთქიფანიძეს, რომლის 95 წლის იუბილისადმი მოწყობილ ღონისძიებას და საერთაშორისო კონფერენციას ქალბატონი მარიამ ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა თქვენთვის უფრო მარტივი იქნება ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მისცეთ და ამით მარტივად მოიგვაროთ საქმე. იმ დროს როდესაც ხელისუფლებაში ქართული ოცნებაა, დააბრალებთ ვინმეს ნაციონალობას და ამით თვქენი აზრით ყველაფერი დამთავრებულია, ფიქრობთ, რომ მისი სახელი გაასწორეთ მიწასთან და ახლა იმართლოს თავი. არ მესმის ადამიანის ნაცნობობა (ამ შემთხვევაში გიული ალასანიასი) როდის აქეთია დანაშაულად ითვლება, მაგრამ თქვენთვის ეს ფაქტი ხომ აღტაცებას იწვევს, რადგან ამით გგონიათ შეთქმულების კვანძი გახსენით, რეალურად კი თავს ირცხვენთ არაპროფესიონალური და ცილისმწამებლური კრიტიკით. 2006 წლის შემდეგ ალბათ იმ ადამიანმა უფრო ისარგებლა ვინც მაღალი აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობდა ერთამენთს შეუთავსა და თავისი პირადი ინტერესების გასატარებლად გამოიყენა მთელი ამ წლების განმავლობაში. თუმცა თქვენ მასზე და მის გუნდზე რა თქმა უნდა კრინტს არ დაძრავთ, რადგან თქვენთვის 2006 წელს მოსულ ლექტორად მხოლოდ ჩხარტიშვილის წარმოჩენა გაწყობთ და უნივერსიტეტის პროფესორობასაც კი დანაშაულში უთვლით. კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ ჩახვეული ესაა მშობლიური უნივერსიტეტი და თქვენი გაუთავებელი, უთავბოლო და გაუგებარი მტკიცება იმისა, რომ ჩხარტიშვილი უნივერსიტეტელი არ არის. ეს ხომ თქვენი ამ საკითხისადმი არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი მაგალითია.

    ვახო   (15.08.2013)
    ბატონო გიო თქვენი კომენტარებიც ზუსტად იგივე სტილს ატარებს როგორსაც ამ სტატიის ავტორების, ანუ ისეთივე არაარგუმენტირებული, ზედმეტად დემაგოგიური და მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს მორგებულია. არადა ისტორიკოსი პირველ რიგში რასაც უნდა ცდილობდეს მაქსიმალური ობიექტურობა ფაქტების შეფასების დროს. სამწუხაროა, რომ სტატიის ავტორებს და თქვენც ეს გავიწყდებათ და წინა პლანზე მხოლოდ ერთი მიზანი გადმოგაქვთ, პროფესორ მარიამ ჩხარტიშვილის დამცირება იმისთვის, რომ ერთი პიროვნება გმირად გამოცხადდეს. სტატიაში ბევრი დაუსაბუთებელი და შეთითხნილი ბრალდებაა მოტანილი, დაწყებული იმით, რომ თითქოს 2006 წელს გატარებული რეფორმა ჩხარტიშვილის ხელის მოთბობა და ჩაწყობა იყო, გაგრძელებული ვითომდა ჩხარტიშვილ-კიკნაძის კავშირის არსებობით და დამთავრებული ყველაზე უღირსი ბრალდებით, იმით რომ მ. ჩხარტიშვილი არაკვალიფიციური ლექტორია და ზოგადად დაკომპლექსებული ადამიანი, რომელიც ხალხთან ურთიერთობას ვერ ახერხებს. 2006 წლის მოვლენები და ის ავტორიტეტული პროფესორები, რომელთა სახელის ხსენებითაც (არ ერიდებით არც ავტორები და არც თქვენ სამწუხაროდ აწ გარდაცვლილი ნოდარ ასათიანის ხსენებასაც და მის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის) ქალბატონი მარიამის დამცირებას ცდილობთ არის ბავშვური და ამავდროულად უღირსი თამაში, რომლითაც ცდილობთ იმ მკითხველს აუხვიოთ თვალი ვინ ჩახედული არ არის უნივერსიტეტის საქმეებში და შორიდან ადევნებს თვალყურს. ყველაზე მარტივი საქმეა სხვისი გაკეთებული აკრიტიკო, ამით ხომ იმას აღარავინ მიაქცევს ყურადღებას შენ რას აკეთებ და აკეთებ თუ არა საერთოდ რამეს, სწორედ ამიტომ ისვრით დაუფიქრებლად ფრაზებს „ორიოდე კიკნილა კონფერენცია“ და იქამდე მიხვედით რომ იმ ათეულობით ქართველი თუ უცხოელი პროფესურის პროფესიონალიზმსაც ეჭვქვეშ აყენებთ, რომლებმაც ამ კონფერენციებში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ ამის მერე იწყებთ სხვისი დამსახურებების პატივისცემაზე საუბარს?

    გ.გ   (14.08.2013)
    ახლა ცდილობს ახალ მთავრობასაც მოერგოს და თავს დაზარალებულის ამპლუაში წარმოგვიჩენს. მითუმეტეს რექტორის არჩევნები მოგვადგა კარს.

    ლევანი   (14.08.2013)
    აქ ტყუილი (ქალბატონ მარიამზე) და მართალი (ბატონ ვაჟაზე) ერთმანეთშია არეული. წერილის დამკვეთი ვინაა? ავტორების "ხაზეინი" და ყველა მთავრობის "პროფესორი" ბატონი თედო?

    დათო   (14.08.2013)
    ბ-ნო გიო, რითი ამტკიცებთ, რომ ქ-ნი მარიამ ჩხარტიშვილი ჭ კლასის ისტორიკოსია? დამამტკიცებელი საბუთი? მართლა მაინტერესებს, მისი ერთი ლექცია მოგისმენიათ? გამეცით ამაზე პასუხი.

    ლევანი   (14.08.2013)
    მარიამ ჩხარტიშვილის მიმართ ასეთი პრეტენზიები უსაფუძვლოა! ის სტუდენტებს გვეხმარებოდა და მუდამ გვერდით გვედგა. იგი გვაკვალიანებდა ყოველთვის და საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას სიყვარულით გვიზიარებდა. მისი დიდი თანადგომით იყო, რომ გამართა პირველი რესპუბლიკური კონფერენცია ქართველოლოგიაში (ყველა დარგი მონაწილეობდა!) და გვამხნევებდა, რჩვებს გვაძლევდა. სხვა პროფესორთაგან განსხვავებით ჩვენს გამოსვლებს უსმენდა და პოლემიკაშიც მონაწილეობდა. მის გარდა უნივერსიტეტის სხვა პროფესორები არ დასწრებიან სტუდენტთა გამოსვლებს ამ ღონისძიებაზე და უფრო მეტიც, ფაკულტეტის ხელმძღვანელობა უგულებელყოფდა ამ ღონისძიებას, თითქოს არ ტარდებაო. რაც შეეხება სტატიის ავტორებს, ისინი კარგად გრძნობენ თავს და ყოველგვარ პრივილეგიას არათუ ცოდნის გამო იღებენ, არამედ დამქაშის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. თვითონ თქვან, ვის რა გაუკეთებია კარგი სტუდენტისათვის? ვის ლექციას იწუნებენ, თვითონ რომ ლექციაზე მოქცევის წესებიც არ იციან? მართლა დაკნინდა უნივერსიტეტი, ეს ხალხი რომ უნივერსიტეტის სახელით საუბრობს. მარიამ ჩხარტიშვილისოდენი თქვენ გააკეთეთ რამე უნივერსიტეტისა და სტუდენტისათვის და მერე ისაუბრეთ.

    შეგიდოს სელაპმა!!!   (14.08.2013)
    საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები (სტატიის ავტორები) ძალიან სამარცხვინოდ იქცევიან. კოლეგიალობის ნატამალიც კი არ გააჩნიათ! მართლაც, რომ შეგიდოთ სელაპმა!

    ნონა   (14.08.2013)
    მე ორი წელი მასწავლიდა ქალბატონი მარიამი და ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორი იყო... სტუდენტებსაც ყოველთვის გვეხმარებოდა და ლექციასაც მშვენივრად უძღვებოდა, ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭიც აქვს კონფერენციების დროს და ენებიც კარგად იცის ბევრისგან განსხვავებით... ასეთ დაპირისპირებას არ ჯობია ერთად აკეთოთ საქმე.. ან სად გაქრა ჯენტლმენობა სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ:))

    ნატო   (14.08.2013)
    წერილში , მარიამ ჩხარტიშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა!!! საბედნიეროდ, აქ ბევრი დაიწერა მარიამ ჩხარტიშვილის ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ. ამიტომ ამ კუთხით სიტყვას აღარ გავაგრძელებ, თუმცა ჩემი მხრივ დავამატებდი: მარიამ ჩახრტიშვილი, როგორც პიროვნება, როგორც მეცნიერი და პედაგოგია გამორჩეულია ნამდვილად. სტუდენტთან მისი ურთიერთობა სუფთა და უშუალოა! მის პიროვნულ ღირსებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ვისაც კი მეცნიერებასთან რაიმე შეხება ჰქონია და მარიამ ჩხარტიშვილის ნაშრომებს გასცნობია, მიხვდება, რომ იგი არის ერთ-ერთი დასაფასებელი მეცნიერი!!!

    nato   (14.08.2013)
    werilSi Mariam CxartiSvilis mimarT gamoTqmuli braldebebi usafuZvloa! sabednierod, aq bevri daiwera mariam CxartiSvilis nayofieri pedagogiuri moRvaweobis Sesaxeb. Aamitom am kuTxiT sityvas aRar gavagrZeleb, Tumca Cemis mxriv erTs davamatebdi, mariam CxartiSvili, rogorc pirovneba, rogorc mecnieri da pedagogi gamorCeulia namdvilad. studentTan misi urTierToba sufTa da uSualoa! mis pirovnul Rirsebebze rom araferi vTqvaT, visac ki mecnierebasTan raime Sexeba hqonia da mariam CxartiSvilis naSromebs gascnobia, mixvdeba, rom igi aris erT-erTi dasafasebeli mecnieri!!!

    გიო   (14.08.2013)
    ბ-ნო დათო! გულისამრევი სტატია და ჩემი კომენტარები კი არ არის, არამედ თქვენი დაუნახაობა და წაყრუება იმაზე თუ რას აკეთებდნენ სააკაშვილის "რეფორმებით" მოსული ხალხი უნივერსიტეტის სივრცეში! არ გინდათ თქვენ ეს გაიგოთ იმიტომ რომ ასე გაწყობთ, თორემ მე არ გავუგდივარ არავის 2006 წელს, მაგრამ რასაც ვხედავდი და ვისაც ვხედავდი იმაზე ვწერ დაუფარავად, ხოლო თქვენ რასაც აკეთებთ ეს არის ის, რომ იცავთ იმ ადამიანს (მარიამ ჩხარტიშვილს) ვინც ამ უსირცხვილოდ განხორციელებული "რეფორმებით" და უნივერსიტეტიდან კადრების წმენდის შედეგად მოითბო ხელი! 2006 წელს კონკურსების შემდეგ სწორედ მარიამ ჩხარტიშვილი ეს "ჭ" კლასის ისტორიკოსი (წაიკითხეთ აკად. დავით მუსხელიშვილის წერილები მის ე.წ. სამეცნიერო ნაშრომებზე!) აღმოჩნდა ერთადერთი სრული პროფესორი საქართველოს ისტორიის კათედრაზე, სადაც აკად. როინ მეტრეველი, აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, პროფ. ნოდარ ასათიანი, პროფ. გივი ჯამბურია და სხვები ასწავლიდნენ. და როგორ გგონია ყველაფერი ეს შემთხვევით მოხდა?! სირცხვილია ამათი დაცვა! მაგრამ ზოგს როგორც ვატყობ სირცხვილზე და ნამუსზე უკვე დიდი ხანია ხელი აქვს აღებული!!!

    დათო   (14.08.2013)
    გულისამრევი სტატიაა და რა ვთქვა ნამდვილად არ ვიცი. ბიჭებო (ისტორიის დოქტორი ალექსანდრე ბოშიშვილი, ისტორიის დოქტორი აპოლონ თაბუაშვილი, ისტორიის დოქტორი ლერი თავაძე, დოქტორანტი აკაკი ჩიქობავა) ნამდვილად არ ველოდი თქვენგან ამას. კომენტარები ხომ საერთოდ გულისამრევია. გიო– იცნობ ჩხარტიშვილს საერთოდ? შეხვედრილხარ? გისაუბრია? თქვენი სიძულვილის მიზეზი ერთადერთია, როგორც კომენტარებიდან ვხედავ, რადგან ძველი პროფესურა გაუშვეს უნივერსიტეტიდან და მათ ადგილზე სხვა მოვიდა ე.ი. სიძულვილის ღირსია, არარაობაა და უცოდინარი? სასაცილოა, მეტი არაფერი.

    გ.გ   (14.08.2013)
    გიო- როცა კრიმინალებზე საუბრობ, ყველაზე დიდი კრიმილანი დღეს უნივერსიტეტში ბატონი თედო დუნდუაა. კედელს ცერცვი შეაყარე. თუკი ვინმემ ხელი მოითბო წინა მთავრობით თედო დუნდუა არ გამოგრჩეთ, რომელიც დღემდე დეკანის მოადგილეა. მანაც იგივე კონკურსი გაიარა არ დაგავიწყდეთ. ყველაფრის თავი და თავი შური და ბოღმაა. გიჟდებიან როცა ვინმე ღონისძიებას ატარებს, ვინმე კარგს აკეთებს. მაშინვე პროტესტის გრძნობა უჩნდებათ. ნახეთ რამდენი ვინმე რას აღარ წერს. მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე თქვენც ამ სიმართლით გატაროთ ღმერთმა ცხოვრების გზაზე რაც ახლა გაქვთ და მეც ამ სიმართლით მევლოს რასაც აქ ვწერ და ვფიქრობ. უნივეერსიტეტის პატარა კლანს სურს უნივერსიტეტი დაიპატრონოს!!!

    ქეთინო   (14.08.2013)
    გიოს... თქვენი კომენტარები ოდნავადაც ვერ აყენებს ჩრდილს მ. ჩხარტიშვილის ადამიანობას და კომპეტენტურობას. თქვენ ეტყობა იმდენად გაგაღიზიანათ სტუდენტების მადლიერებამ, რომ ყველაფერი დაგავიწყდათ, ან შესაძლოა არ ფლობთ ინფორმაციას. მაგრამ რას იზამთ რაც მართალია მართალია მ. ჩხარტიშვილი უყვართ სტუდენტებს და მოსწონთ მისი კომპეტენციის დონე. იმ წმენდებში რომლის თანამონაწილედ ასახელებთ მ. ჩხარტიშვილს, რომელიც ნაკლებ იყო ჩართული, უფრო აქტიური მონაწილე ბ-ნი თ. დუნდუა ჩანს. მისი მოწაფეებით არის წარმოდგენილი მიმართულების ასისტენტ-პროფესორების უმეტესობა, მისი მეგობრებით წარმოდგენილია უფრო მაღალი საფეხური. არც ის დაგავიწყდეთ დეკანის მოადგილის თანამდებობა უკავია დღემდე და მისი თანამონაწილეობა წმენდებში გაცილებით დიდია. ასე რომ სიცრუით სინამდვილე არ დაიფარება. რაც შეეხება კონფერენციებს, თქვენეული შეფასება ნაკლებ საინტერესოა. ეტყობა არ იცნობთ მასალებს, არც დასწრებიხართ რომელიმე კონფერენციას თუ არა ასე არ დაწერდით. იქნებ დაასახელოთ თ. დუნდუას მიერ ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცია. მ. ჩხარტიშვილის მიერ მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებულ კონფერენციებზე რომ საუბრობთ. ისე როცა რამეს წერთ ადამიანზე, კარგად გაეცანით ბიოგრაფიას ასეთ სასაცილო სიტუაციაში რომ არ ჩავარდეთ.

    გიო   (14.08.2013)
    ბ-ნო/ქ-ნო გ.გ.! მშობლიურია უნივერსიტეტი მათთვის ვინც იქ სწავლობდა, მუშაობდა, ლექციებს ატარებდა, გაიარა საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა საფეხური, ყველაზე დაბალიდან მაღალის მიმართულებით და ვინც პრაქტიკულად შესისხლხორცდა უნივერსიტეტთან! და არა ისეთები ვინც პრეზიდენტის დედიკოებმა მოიყვანეს და პირდაპირ სრულ პროფესორად და მიმართულების ხელმძღვანელად დააყენეს უსინდისოდ, ყველანაირი დამსახურების გარეშე. სწორედ უნივერსიტეტთან შეზრდილი და შესისხლხორცებული კადრების დიდი ნაწილი გაყარეს თსუ-დან 2006 წელს იმ რეპრესიული მანქანის გამოყენებით, რომელსაც სააკაშვილი ედგა სათავეში და მისი დედიკო, გიული ალასანია. მარიამ ჩხარტიშვილის და სხვების, ანუ გიული ალასანიასთან დაახოლებულების ვაი-პროფესორების მიღება თსუ-ში ნამდვილი პრეფესურის ჩანაცვლების უსახური მცდელობა იყო! კარგად წერია წერილში უნივერსიტეტში შემთხვევით "შერბენილ" პირებზე, ზუსტადაც, რომ შეესაბამება ადრესატებს. ამ წერილში მე ვერ ვხედავ ტყუილს და ცილისწამებას, პირიქით, აქ წერია ის სიმართლე, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა თქმულიყო იმ მართლაც, რომ კრიმინალზე, რაც უნივერსიტეტში ხდებოდა. ასევე მათზე ვინც ამ კრიმინალით მოითბო ხელი მათ შორის მარიამ ჩხარტიშვილმა! ამათ გონიათ რომ ყველაფერი მიჩუმათება შეიძლება, ან ის რომ ყველაფერი შერჩებათ, ცდებიან, არავის არ შერჩება ის, რაც არასოდეს ერგებოდა. და არც არაფერი დაიმალება. ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს!

    ნინო   (14.08.2013)
    ელენე თავი არწივი ხომ არ წარმოგიდგენია..

    გ.გ   (14.08.2013)
    მშობლიური... რას უწოდებთ თქვენ მშობლიურს მხოლოდ მამები და შვილები რომ უნდა იყვნენ უნივერსიტეტში? აქ არის თქვენი და არა მხოლოდ თქვენი პრობლემა. ამიტომ არის ვაი პროფესორი ქრთამი რომ არ აუღია და დაბადებიდან უნივერსიტეტში ადგილი არ ჰქონდა ქალბატონ მარიამს? აქ ამ ბიჭების პროფესიონალიზმზე თუ არაპროფესიუნალიზმზე არავინ საურობს, მაგრამ რაც მათ გააკეთეს და აკეთებენ მარიამ ჩხარტიშვილის მიმართ ეს უპირველეს ყოვლისა არის დიდი დანაშაული, რომ აღარ ვილაპარაკოთ ტყუილსა და ცილისწამებაზე.

    ქეთინო   (14.08.2013)
    გიოს... თქვენი კომენტარები ოდნავადაც ვერ აყენებს ჩრდილს მ. ჩხარტიშვილის ადამიანობას და კომპეტენტურობას. თქვენ ეტყობა იმდენად გაგაღიზიანათ სტუდენტების მადლიერებამ, რომ ყველაფერი დაგავიწყდათ, ან შესაძლოა არ ფლობთ ინფორმაციას. მაგრამ რას იზამთ რაც მართალია მართალია მ. ჩხარტიშვილი უყვართ სტუდენტებს და მოსწონთ მისი კომპეტენციის დონე. იმ წმენდებში რომლის თანამონაწილედ ასახელებთ მ. ჩხარტიშვილს, რომელიც ნაკლებ იყო ჩართული, უფრო აქტიური მონაწილე ბ-ნი თ. დუნდუა ჩანს. მისი მოწაფეებით არის წარმოდგენილი მიმართულების ასისტენტ-პროფესორების უმეტესობა, მისი მეგობრებით წარმოდგენილია უფრო მაღალი საფეხური. არც ის დაგავიწყდეთ დეკანის მოადგილის თანამდებობა უკავია დღემდე და მისი თანამონაწილეობა წმენდებში გაცილებით დიდია. ასე რომ სიცრუით სინამდვილე არ დაიფარება. რაც შეეხება კონფერენციებს, თქვენეული შეფასება ნაკლებ საინტერესოა. ეტყობა არ იცნობთ მასალებს, არც დასწრებიხართ რომელიმე კონფერენციას თუ არა ასე არ დაწერდით. იქნებ დაასახელოთ თ. დუნდუას მიერ ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცია. მ. ჩხარტიშვილის მიერ მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებულ კონფერენციებზე რომ საუბრობთ. ისე როცა რამეს წერთ ადამიანზე, კარგად გაეცანით ბიოგრაფიას ასეთ სასაცილო სიტუაციაში რომ არ ჩავარდეთ.

    გიო   (14.08.2013)
    ბ-ნო გ.გ.! "გაკვეული შეცდომები" იყო ასეულობით უნივერსიტეტის თანამშრომლის გარეთ გაგდება?! არა, ეტყობა თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა ხდებოდა უნივერსიტეტში, როდესაც იქ რეპრესიებს ატარებდნენ! მარიამ ჩხარტიშვილი კი იმ შუაშია, რომ სწორედ ის და მის ნაირი ვაი-პროფესორები მიიღეს უნივერსიტეტში ნამდვილი პროფესურის რეპრესიებში გატარების შემდეგ! კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში და მერე წერეთ! ვინ უნდა დააბრუნონ ერთი მაინტერესებს, ნოდარ ასათიანი უკვე გარდაცვლილია, ბევრი სხვა მასთან ერთად, არ აცალეს ამ დამსახურებულ ხალხს, რომ ღირსეულად გაეტარებინათ ცხოვრების ბოლო წლები უნივერსიტეტის კედებში, რომელიც მათთვის მშობლიური სახლივით იყო, და რომელიც ჩხატიშვილისთვის არასდროს არ ყოფილა და არც იქნება მშობლიური! რაც შეეხება კონფერენიებს, თქვენ თუ არ იცით, რომელია ღირებული სამეცნიერო კონფერენცია, მე გეტყვით - აკადემიური თვალსაზრისით ღირებულია ის სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილე თითოეულ (!!!) მოხსენებაში წარმოდგენილია სამეცნიერო სიახლე! გადახედეთ იმ თქვენს ორ კინკილა კონფერენციის მასალებს და მაინტერესებს რამდენს სამეცნიერო სიახლეს აღმოაჩენთ მასში!

    გ.გ   (14.08.2013)
    გიო- მე არ ვსაუბრობ კინკილა კონფერენციებზე და თქვენ ვის მიერ ჩატარებული კონფერენცია მიგაჩნიათ ღირებულად? თუ ვინმე ღირსეული გააგდეს უნივერსიტეტიდან და დარწმუნებული ვარ გარკვეული შეცდომები მოხდა მარიამ ჩხარტიშვილი რა შუაშია, თუ გნებავთ ისინი დავაბრუნოთ. მხოლოდ მარიამ ჩხარტიშვილის განთავისუფლებული ადგილი ამდენს არ ეყოფა. თქვენ კარგად ხართ ინფორმირებული ამ წერილის შინაარსობრივ თუ მიზანმიმართულ იდეაში. მაშინ მითხარით ამდენი ტყუილი და სიბინძურე შეიძლება მიზნის მისაღწევად გამოიყენო? ვერა და ვერა. ისტორიის ინსტიტუტი თუ გაურკვეველია თქვენთვის, ეს თქვენი პრობლემაა, როდესაც მარიამ ჩხარტიშვილის წარმომავლობაზე საუბრობთ.

    ბსუ   (14.08.2013)
    სამწუხაროა როცა ებრძვი ადამიანს რომელმაც მეცნიერება ცხოვრების წესად გაიხადა და მხოლოდ არსებობს იმისთვის, რომ რეალური, მართალი და ქართული ისტორია დაწეროს რაც ჩვენს დროში საკმაოდ რთული და მძიმე საქმეა. ქალბატონ მარიამთან მქონია ურთიერთობა, პირადად მისი მოწვევით ბათუმის უნივერსიტეტიდან რამოდენიმეჯრ ვიყავით ჩამოსული სტუდენტები მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე. მოგეხსენებათ ახალგაზრდა, დამწყები მეცნიერისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია კონფერენციებში მონაწილეობა და იმის აღარ ფიქრი, რომ ჯერ პატარა ხარ და ,,დიდ მეცნიერებაში" შენი ადგილი არ არის, რაც საკმაოდ გახშრებულია იმ კომუნისტური და მონური აზროვნების მქონე გადმონაშთების ფონზე რომლებიც დღეს მრავლად არსებობენ ქართულ უნივერსიტეტებში და ხელს უშლიან ახალი ქართული ეროვნული სულის მქონე ახალგაზრდების გააქტიურებასა და წინსვლას. ქალბატონი მარიამი კი სწორედ ამ პრობლემის გადალახვაში ეხმარება ახალგაზრდა სტუდენტებს, რაც როგორც ჩანს მავანთა შორის შურსა და შიშს იწვევს იმის გამო რომ შეიძლება სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადში მათი ,,სამეცნიერო ნაშრომები" სანაგვეზე მოხდეს და მხოლოდ მოგონებად დარჩეს მეცნიერთა შორის. თუმცა დღეს საბედნიეროდ არსებობს ისეთი თაობა რომელიც აზროვნებს დამოუკიდებლად, ქართულად და არ უჭირს შავისა და თეთრის გარჩევა და ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა დადებითად და დიდი სიყვარულით ახასიათებენ ქალბატონ მარიამს

    გიო   (14.08.2013)
    ვინ "ჩემი ხალხი" ბ-ნო გ.გ.?! სტატიის ავტორებს თუ გულისხმობ მე მათ ვიცნობ ისინი, ალბათ, ჯერ ახალგაზრდებია იმისთვის რომ ბოლომდე უნივერსიტეტელებად ჩაითვალონ, მაგრამ რამდენადაც ვიცი მათ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება უნივერსიტეტში აქვთ გატარებული და მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა იციან რა ხდებოდა და რა ხდება უნივერსიტეტში. თქვენ მხოლოდ გუშინ ჩატარებული, ორი კინკილა გაურკვეველი სამეცნიერო ღირებულების მქონე კონფერენციებზე წერთ და ამ წერილში კიდევ საუბარია იმაზე, რომ მათი (და მათ შორის ჩემიც!) ნამდვილი პროფესორ-მასწავლებელები გარეთ დატოვეს და მათ ადგილზე უნივერსიტეტში რომ სიბერემდე ფეხი არ შემოუდგამთ ისეთი ვაი პროფესორები მიიღეს! მარიამ ჩხარტიშვილის წარმომავლობაზე კიდევ ერთი შემიძლია გითხრა მან დაიკავა იმ ჭეშმარიტი პროფესორ-მასწავლებლების ადგილი ვინც პოლიტიკური ნიშნით გააგდეს უნივერსიტეტიდან! როგორ დავიჯერო რომ ნოდარ ასათიანი იყო გასაგდები უნივერსიტეტიდან და ჩხარტიშვილი, ვინც კაციშვილს არ გაუგია, მისაღები?! ვისი წიგნებიდან სწავლობდით თქვენ საქართველოს ისტორიას გამაგებინეთ ერთი?! 2006 წლამდე რომელიმეს ფეხი შეგიდგამთ უნივერსიტეტში?! გაგიგიათ საერთოდ ის ხალხი ვინც მე ჩამოვთვალე ვინები იყვნენ და როგორი მასწავლებლები?! იცით რა იყო სახელმწიფო რეპრესია, რომელიც სააკაშვილმა უნივერსიტეტს გადაატარა თავზე? - ხოდა თუ არ იცით თქვენ თავად გაერკვიეთ და მერე მწერეთ პასუხები!!!

    გ.გ   (14.08.2013)
    ჩემო აკრგო- გიო უკვე ჩანს ვისი ლექსიკით სარგებლობ. ჯერ ერთი ეგ შენი ხალხიც სწორედ 2006 წლის მერე არიან მოსულები უნივერსიტეტში, არ გცოდნია რომ ვაჟა კიკნაძე აღარ არის უნივერსიტეტში, მეორეც ჩხარტიშვილის წარმომავლობა კი არა მისი არც ერთი ნაშრომი არ გაქვს გეტყობა წაკითხული. თუ მოინდომებ ამის გაგებას ძალიან მარტივია. კონფერენციების რიცხვის მატება სწორედ იმათ ადარდებთ ვინც ვერაფერს აკეთებს. კონფერენციების ჩატარება მხოლოდ დადებითად არის შესაფასებელი. ჯერ კარგად გაერკვიე და მერე წერე.

    გიო   (14.08.2013)
    ყველაფერი ამის შემოქმედები, მართლაც რომ ზონდერები (ტყუილად არის ბრჭყალებში ნახმარი ეს სიტყვა!) ამ პროფესორ-მასწავლებლებზე უტიფრად იძახდნენ - ამათ რა უნდათ უნივერსიტეტშიო?! ესენი იყვნენ გასაგდებები და უნივერსიტეტში, რომ ფეხი არ შემოუდგამთ ასეთი გაურკვეველი წარმოშობის ხალხი შემოსასვლელი?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვიცი ვინ რა კონფერენციებს აწყობს, ისე კი მაგ კონფერენციებზე გამომსვლელთა მოხსენებების ხარისხი დარწმუნებული ვარ აშკარად შესამოწმებელია, ვინაიდან ამ ბოლო დროს უაზროდ მომრავლდა ეს ე.წ. სამეცნიერო კონფერენციები, მაგრამ ერთი ვიცი, რაც ამ წერილში წერია 2006 წლის რეპრესიებზე ყველაფერი სიმართლეა და ორივე ე.წ. პროფესორი ვაჟა კიკნაძეც და მარიამ ჩხარტიშვილიც ზუსტადაც რომ, სხვა, მართლაც რომ უნივერსიტეტელი პროფესორების რეპრესიების ხარჯზეა თსუ-ში მოსული და ახლა თუ ნელ-ნელა ტოვებენ უნივერსიტეტს ეს ორივე ხელით მისასალმებელია!!!

    გიო   (14.08.2013)
    არ ვიცი მე აქ ვინ ვის მიერ ჩატარებულ კონფერენციებში იღებდით მონაწილეობას, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი 2002-6 წლებში მეც ვიყავი ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი და საკმაოდ ბევრი მაკავშირებდა უნივერსიტეტთან. ვიცნობდი უამრავ პროფესიონალს, თავიანთი საქმისთვის თავდადებულ ადამიანებს, რომლებმაც თითქმის მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე უნივერსიტეტის კედლებში გაატარეს. ისტორიის ფაკულტეტზე ათობით კი არა, ასობით თავისი საქმის პროფესიონალი მუშაობდა და უცებ მოხდა ისე რომ მათი 80 პროცენტი უნივერსიტეტიდან გაუშვეს, უფრო სწორედ კი არ გაუშვეს გაყარეს და მათი ადგილები დაიკავეს ხალხმა, რომლებსაც ცხოვრებაში ლექცია არასდროს წაუკითხავთ უნივერსიტეტში, დიახ, სწორედაც რომ ლექცია არ წაუკითხავთ ისეთი კადრები მოვიდნენ უნივერსიტეტის სივრცეში. ვაჟა კიკნაძე და მარიამ ჩხარტიშვილი მათ შორის! ყველამ იცის ვისი პროტექციითაც - გიული ალასანიას, პრეზიდენტის დედის! მათ გარდა კიდევ იყვნენ სხვებიც, რომელებიც არაფერს წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის სივრცეში, მაგ. ბუბა კუდავა, ნინო ჩიქოვანი და უცებ ისე მოხდა, რომ ამათმა დაიწყეს უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტელი (ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით) კადრების წმენდა, ყველა, ან თითქმის ყველა ვინც მე მასწავლიდა მთელი ამ წლების განმავლობაში და ვისაც ვიცნობდი უსირცხვილოდ, უსინდისოდ და უნამუსოდ გაყარეს უნივერსიტეტიდან, რომელი ერთი დავასახელო არც ვიცი - ნოდარ ასათიანი, გივი ჯამბურია, გივი გამრეკელი, გივი ბოლოთაშვილი, სოსო ჭანტურიშვილი, თინათინ ღუდუშაური, გია ჯოხაძე, ნიკო ჯავახიშვილი, მერაბ ვაჩნაძე, ნათელა ვაჩნაძე, ერეკლე ჟორდანია, გურამ კუტალია, ია ხუბაშვილი, ალბერტ მენთეშაშვილი, თამარ ხიდაშელი, მაია სტეფნაძე, ნოდარ კიკვიძე, კოტე ანთაძე, გოჩა ხუნდაძე და მთელი კავკასიის ისტორიის, რუსეთის ისტორიის, აზია და აფრიკის ისტორიის, ევროპა-ამერიკის ისტორიის მიმართულებები, 80 პროცენტი საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესურა და ა.შ. ყველაფერი ამის შემოქმედები, მართლაც რომ ზონდერები (ტყუილად არის ბრჭყალებში ნახმარი ეს სიტყვა!) ამ პროფესორ-მასწავლებლებზე უტიფრად იძახ

    მანუჩარი   (14.08.2013)
    კარგით რა ხალხო ერთ-ერთ თგვენგანს მაინც რეალურად გჯერათ იმ ბრალდებების რასაც ჩხარტიშვილზე წერთ? ოთხივე თქვენგანს გიცნობთ თან არც თუ ისე ცოტა ხანია და ცოტა არ იყოს კომიკურად ჟღერს თქვენგან მსგავსი იდეები. ის რომ ჩხარტიშვილს სტუდენტების აზრის მოსმენა არ სიამოვნებს და თურმე ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს, ან მიმართულებას ღუპავდა და არც კონფერენციები ჩაუტარებია და არც არაფერი გამოუცია, მსუბუქად რომ ვთქვათ არასერიოზული ხომ არაა თქვენი მხრიდან? ასე რომ არაა ნორმალური თქვენგან მსგავსი აბსურდული ბრალდებების წერა ბატონებო.

    ელენე   (14.08.2013)
    ყვავმა ყვავი გამოაჯავრა, შე ყვავოო...

    დათო   (14.08.2013)
    წერილი საკმაოდ სუსტია და არადამაჯერებელი, უფრო მეტიც, ამაზრზენი. ჩანს, რომ ის ვიღაცის დავალებით არის დაწერილი (როგორც ვხვდები პროფ. თედო დუნდუასი, რომელზეც ამ ბოლო ხანს საკმაოდ ნეგატიური ხმები მომდის სხვადასხვა წყაროდან). პროფ. ვაჟა კიკნაძეზე და პროფ. მარიამ ჩხარტიშვილზე მე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. სრული აბსურდია, როცა ავტორები წერენ, რომ პროფ. ჩხარტიშვილი ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით არ აწყობდა კონფერენციებს და რომ ეს კონფერენციები ვითომ ბ-ნი თედო დუნდუას ორგანიზებით კეთდებოდა. გახლავართ ილიაუნის დოქტორანტი და ბოლო ორ კონფერენციაზე (რომელიც ყოველ წელს ტარდება) სწორედ პროფ. მარიამ ჩხარტისვილის მოწვევით მივიღე მონაწილეობა. მოწმე ვარ იმისა, რომ სწორედ ქ-ნი მარიამი იყო ორგანიზატორი ამ კონფერენციებისა. ბ-ნ თედო დუნდუა ამ კონფერენციებზე თვალით არ მინახავს... სასაცილოა, როცა ავტორები წერენ, რომ პროფ. მარიამ ჩხარტისვილს „ადამიანებთან ურთიერთობები უჭირს“. ეს ნამდვილად სასაცილოა... ძალიან სამწუხაროა, რომ წერილის ავტორები (როგორც ამბობენ, ბ-ნი თედო დუნდუას ხელშეწყობით გამხდარი ისტორიის დოქტორები) ასეთ ბინძურ წერილს აქვეყნებენ და არც კი რცხვენიათ პატიოსანი ადამიანებზე ასეთი ტყუილების წერა.

    დათო   (14.08.2013)
    წერილი საკმაოდ სუსტია და არადამაჯერებელი, უფრო მეტიც, ამაზრზენი. ჩანს, რომ ის ვიღაცის დავალებით არის დაწერილი (როგორც ვხვდები პროფ. თედო დუნდუასი, რომელზეც ამ ბოლო ხანს საკმაოდ ნეგატიური ხმები მომდის სხვადასხვა წყაროდან). პროფ. ვაჟა კიკნაძეზე და პროფ. მარიამ ჩხარტიშვილზე მე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. სრული აბსურდია, როცა ავტორები წერენ, რომ პროფ. ჩხარტიშვილი ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით არ აწყობდა კონფერენციებს და რომ ეს კონფერენციები ვითომ ბ-ნი თედო დუნდუას ორგანიზებით კეთდებოდა. გახლავართ ილიაუნის დოქტორანტი და ბოლო ორ კონფერენციაზე (რომელიც ყოველ წელს ტარდება) სწორედ პროფ. მარიამ ჩხარტისვილის მოწვევით მივიღე მონაწილეობა. მოწმე ვარ იმისა, რომ სწორედ ქ-ნი მარიამი იყო ორგანიზატორი ამ კონფერენციებისა. ბ-ნ თედო დუნდუა ამ კონფერენციებზე თვალით არ მინახავს... სასაცილოა, როცა ავტორები წერენ, რომ პროფ. მარიამ ჩხარტისვილს „ადამიანებთან ურთიერთობები უჭირს“. ეს ნამდვილად სასაცილოა... ძალიან სამწუხაროა, რომ წერილის ავტორები (როგორც ამბობენ, ბ-ნი თედო დუნდუას ხელშეწყობით გამხდარი ისტორიის დოქტორები) ასეთ ბინძურ წერილს აქვეყნებენ და არც კი რცხვენიათ პატიოსანი ადამიანებზე ასეთი ტყუილების წერა.

    მარიამ ბეჟიტაშვილი   (13.08.2013)
    გულისდამამძიმებლად უკეთური პუბლიკაციაა! მწყინს, რადგან ვიცნობ მის ავტორებს, ოთხთავეს და ვიცი, არცერთი არ არის „უნივერსიტეტში შემთხვევით შერბენილი პირი“. მაგრამ!!! არაფერი არ ამართლებს იმ ტენდენციურ, თვალისმომჭრელად არაობიექტურ შეფასებებს (უფრო ზუსტად, უფროსი კოლეგის ფასის ბრმად შეუფასებლობა-დაუფასებლობას), რაც პროფ. მარიამ ჩხარტიშვილს მიემართება. კომენტარებსაც გადავავლე თვალი და მიხარია, რომ მადლიანებიც არსებულან ქვეყანაზე, ამიტომ აღარ გავიმეორებ პროფ. ჩხარტიშვილის მოღვაწეობის სარგებლიანობაზე საუბარს. მხოლოდ იმ უმართებულო შეფასებას ვუპასუხებ, რაზეც ვერ ვნახე ვერავისგან ნათქვამი სიტყვა. ეს მ.ჩხარტიშვილის პიროვნებას ეხება. უმაღლესი პირის ოჯახთან სიახლოვით ზედმეტად ამაყი მარიამი არასოდეს მინახავს ღმერთმანი! ეს სასაცილოა. არც სექტანტის დონემდე პარტიული და პოლიტიზირებული მახსოვს იგი (განსხვავებით ბევრი პროფესორისაგან). ბატონებო, მეც მახსოვს პირველად რომ ატარებდით ლექციებს, მას, ვისაც ამ დროს ღელვა არ ემჩნევა, ბარაქალა მას, უდარდოს და უპასუხისმგებლოს! ამაზე ქილიკი ხომ არავაჟკაცურია რბილად რომ ვთქვათ! პროფესორ ჩხარტიშვილს სტუდენტის მოსაზრების მოსმენა მუდამ სიამოვნებდა, რასაც ვუყურე მე 3 წელი! ძალიანაც კარგი თუ იცოდა რომ უფროსი იყო (ეს ნიშნავს იცის მან თავის ფასი), სამაგიეროდ ცინიკურ "საღადაო" რეპლიკებს არ ესროდა სტუდენტებს ურცხვად (ფანჯრიდან სროლის დაპირებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ;) ადამიანებთან ურთიერთობები უჭირს ზეშთაგონებულ, თავმაღალ, რიდისა და ტაქტის არმქონე პირებს. მრავალრიცხოვან კომპლექსიანთა რიგში თქვენ ყველაზე ბოლოში მდგომს ჩამოჰკიდეთ ეს იარლიყი. აფსურდია ესეც. მ. ჩხარტიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია (პროფესიონალიზმსა და დამსახურებებზე არ ვამბობ უკვე არაფერს). ეკა ავალიანსა და ვაჟა კიკნაძეს მე არ შევეხები, მათ თუ ნაამაგევი აქვთ, გამოუჩნდებათ დამცველი ჩემს იქითაც. მე მათ არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ეჭვი მაქვს, სადაც ერთზე ხორციელდება მიზანმიმართული მავნებლობა, იქ დანარჩენებიც პირწმინდად ადეკვატურად გალანძღულები არ იქნებიან. ხვალ

    ჯონი   (13.08.2013)
    ვაჟაზე რაც ილაპარაკეს ძირითადში ვეთანხმები. აი მარიამი კი სხვა საკითხია. მე მისი ბევრი ლექცია მომისმენია და უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო და სიახლეებით სავსე ლექციები ჰქონდა. წამიკითხავს ჩხარტიშვილის ნაშრომები, რომლებიდანაც რაღაც ახალს და განსხვავებულს ვგებულობდი. პირადად მე არა, მაგრამ ჩემს ბევრ მეგობარს მიუღია მონაწილეობა მის მიერ გაკეთებულ კონფერენციებზე. ასე, რომ მარიამ ჩხარტიშვილის ნეგატიურად წარმოჩენა არა სამართლიანია.

    nino   (13.08.2013)
    ზაურიკო ეტყობა გადამთიელია...

    ზაურიკო   (13.08.2013)
    ისე გიქნიათ,დაგიკლავთ ერთმანეთი

    სოფო   (13.08.2013)
    ეს წერილი თუ ვაჟა კიკნაძის მიმართ არის დაწერილი, მარიამ ჩხარტიშვილი რა შუაშია?! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუკი უნივერსიტეტში ღირსეულს, განათლებულს და საუკეთესოს ვიცნობ, მათგან ერთ-ერთი სწორედ ქალბატონი მარიამია, რომელიც სტუდენტებთან უშუალო ურთიერთობებით და კეთილგანწყობით გამოირჩევა. მკითხველმა შეაფასოს ის ადამიანი, რომელმაც თუნდაც თავისი სახსრებით არაერთ სტუდენტურ ღონისძიებას თუ სამეცნიერო კონფერენციას შეუწყო ხელი. წერილის დამწერს როგორ შეუძლია ისაუბროს თანამშრომლების და სტუდენტების სახელით?! პირადი გამოცდილება არც თუ ისე ფართო აქვს მას, რომ თავის თავს უფლება მისცეს ასე უმადურად ისაუბროს. მის პროფესიონალიზმზე, ღირსებებზე და აქტიურ სამეცნიერო საქმიანობაზე დამწერებს არამცთუ ინფორმაცია არ აქვთ, არამედ განზრახ, მიზანმიმართულად წერენ ამ სიცრუეს და სიბინძურეს. ამით ვერავის ვერაფერს დააკლებთ, ვერც შეჰმატებთ, მე, როგორც უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი, უფრო კონკრეტულად კი ქალბატონი მარიამის დოქტორანტი ამ ქმედებაში ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ საქციელს, რომელიც თქვენს პიროვნულ "ღირსებებზე" მეტყველებს. საწყენია...

    ქეთინო   (13.08.2013)
    სამწუხაროდ ამ სტატიას ხელს აწერენ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ უნივერსიტეტის პროფესურის ნაწილს. სამწუხაროა, იმიტომ რომ ურცხვად ტყუიან. თურმე მ. ჩხარტიშვილის დროს საქართველოს ისტორიის მიმართულებაზე არაფერი კეთდებოდა, არცერთი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარებულა, არცერთი სამეცნიერო ნაშრომი მომზადებულა. ეტყობა სტატიის ავტორებს მეხსიერება ღალატობთ. შევახსენებ, რომ სწორედ მ. ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა რამდენიმე სამეცნიერო ეროვნული თუ საერთაშორისო კონფერენცია: ვია ეგნატია, მ. ლორთქიფანიძის იუბილესადმი მიძღვნილი და რ. კიკნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენციები. დაინტერესებულ პირებს ამ კონფერენციებზე ინფორმაცია შეუძლია იხილოს ინტერნეტში საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის და ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ვებ გვერდებზე. სრული სიცრუეა აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ რომ არცერთი სამეცნიერო ნაშრომი მომზადებულა. მ. ჩხარტიშვილის რედაქტორობით გამოვიდა და გამოდის საქართველოს შუასაუკუნეების ისტორიის საკითხები და ქართული წყაროთმცოდნეობა. რაც შეეხება მ. ჩხარტიშვილის პროფესიონალიზმს, უნდა აღვნიშნო რომ მ. ჩხარტიშვილის ლექციები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, გამოირჩეოდა სიახლით, პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით. მე მისი სტუდენტი ვიყავი. ყოველთვის მხიბლავდა მისი განსხვავებული მიდგომა, ახლებური ხედვები. ისე ინფორმაციისთვის ქ-ნ გ. ალასანიასთან (თუ თანამშრომლობა დანაშაულია) კარგი ურთიერთობა აქვს ბ-ნ თ. დუნდუასაც. ქ-ნი გ. ალასანია დღემდე არის უნივერსიტეტის შრომების კრებულის, რომლის რედაქტორი ბ-ნი თ. დუნდუა არის, სარედაქციო კოლეგიის წევრი. ასე რომ ქ-ნ გ. ალასანიასთან თანამშრომლობა ორივეს თანაბრად ხდის დამნაშავედ. მე ვფიქრობ დიდი სირცხვილია ასე მსჯელობა. აქვე დავძენ, რომ ცოტა უხერხულია ბ-ნი თ. დუნდუას დაჩაგრულის პოზიციაში დასახელება. იგი დღემდე მაღალ თანამდებობას ფლობს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე – დეკანის მოადგილეა. გამოდის არანაკლებ უსარგებლია გასული პერიოდის მოვლენებით. თვითგადარჩენის გზა სიცრუეზე არ გადის...

    გიორგი   (13.08.2013)
    ეჰჰ, ბიჭებო (ისტორიის დოქტორი ალექსანდრე ბოშიშვილი, ისტორიის დოქტორი აპოლონ თაბუაშვილი, ისტორიის დოქტორი ლერი თავაძე, დოქტორანტი აკაკი ჩიქობავა)... თქვენზე კარი წარმოდგენა მქონდა და საწყენია, რომ თედოს ბრმა იარღად იქეცით... თედოს მიმართ კეთილგანწყობა არ ამართლებს თქვენს ამ საქციელს, რაც ახალგაზრდა და სუფთა ადამიანების მხრიდან მიუღებელია... ეს თქვენს მარგინალიზაციას გამოიწვევს...

    დავითი   (13.08.2013)
    ამ სტატისს მთავარი ავტორი, ის პიროვნებაა, ვისი სახელიც "შარავანდედით შემოსეს". ამ სიბინძურეების კეთებას მეცნიერებას მიხედონ ის ურჩევნიათ. არჩევნები მოახლოვდა და სხვაზე გინდათ ხელი შეიწმინდოთ? ყველაფერს შური და ბოღმა გალაპარაკებთ. შეადარეთ თქვენი თითო ოროლა 5 კაციან კონფერენციები და ქალბატონი მარიამ ჩხარტიშვილის მოწყობილი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონფერენცია. მის ლექციებზე აღარაფერს ვსაუბრობ. სირცხვილი!!!

    გიორგი   (13.08.2013)
    საინტერესო პირები არიან ამ სტატიის ავტორებად მოხსენიებული პირები, რომლებიც თედო დუნდუამ აქცია უნივერსიტეტის თანამშრომლებად და მათი ეს საქციელი თედოს წინაშე ხარკის გადახდაა. უნივერსიტეტში არც 2006 წელს იყო სახარბიელო ვითარება და სამწუხაროდ, არც დღეს ხდება კარგი არაფერი. ერთი კლანი მეორემ ჩაანაცვლა და ამას ,,თედოს სკოლა" ჰქვია :)

    ქეთი   (13.08.2013)
    ფალსიფიცირებული და ყოველგვარ ჭეშმარიტებას მოკლებულია არგუმენტი იმის შესახებ, რომ ქალბატონი ჩხარტიშვილის მოღვაწეობის პერიოდში არ ჩატარებულა კონფერენცია. მე გახლდით ერთ–ერთი კონფერენციის მონაწილე, ამდენად, ბატონებო და ქალბატონებო თვენი დემაგოგიური განცხადებები სრული ბლეფია და ემსახურება ქალბატონი მარიამის დისკრედიტაციას, რაც, ვფიქრობ, არ გამოგივათ, რადგან მას ყველა იცნობს. მის დროს ჩატარებული კონფერენცია, რომლშიც ვმონაწილეობდი,იყო არაჩვეულებრივად ორგანიზებული, დაგვიბეჭდეს ნაშრომის თეზისები, მოგვიანებით კი გამოიცა ნაშრომების ელექტრონული თეზისები. ასე რომ, გირჩევდით ისეთი ცილის დაგეწამათ ქალბატონი მარიამისათვის, რომელიც მცირედით მაინც ახლოს იქნებოდა რეალობასთან. თუ საკუთარი თავის პიარი ამ გზით გსურთ, მცდარი მიმართულება აგირჩევიათ! გისურვებთ წარმატებებს და გონზე მოგებას!

    სალომე   (13.08.2013)
    ძალიანაც კარგი, რომ ვიღაცამ თქვა სათქმელი. 2006-ში ისე გაფუჭდა საქმე, რომ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, როგორც სამეცნიერო დაწესებულება, პრაქტიკულად, სულს ღაფავდა, როგორც იქნა, მოითქვა სული და დაიწყო ისევ აქტიური ფუნქციონირება. მაგრამ მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს, ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია, ამიტომაც კარგია, რომ სათქმელი ითქვა.

    მემატიანე   (12.08.2013)
    აბსოლუტურად სწორედ დასმული აქცენტებია, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი რეალურად არაფერს არ აკეთებდა, თედო დუნდუას სრულ პროფესორად გასვლა გახდა საფუძველი მიმართულების გააქტიურებისა, რომელმაც გარს შემოიკრიბა მიმართულებაზე არსებული პოზიტიური ძალები და შესანიშნავ საქმეს ჩაუყარა საფუძველი. იმედია, 2006 წლის ამბები მალე გახდება გამოძების საფუძველი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარებული "რეფორმები" გამოსაძიებელია, ნინო ჩიქოვანის დეკანობის დროს ბევრ კანონ-დარღვევა მოხდა, რაც არა ჩვეულებრივი სასამართლოს არამედ პროკურატურის საქმეა. რომელმაც უნდა გამოიძიოს მაგ ქალბატონის "საქმენი საგმირონია".


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×