სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ღია წერილი
    16.08.2013

    რამდენიმე დღის წინ კუს ტბის გზის დასაწყისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია მოაწყვეს ამ ტერიტორიაზე ახალი რესტორნის აშენებისა და ტყის საფარის გაჩეხვის წინააღმდეგ.

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ კუს ტბა ყველა თბილისელისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია. შუა ქალაქში ასეთი მწვანე ოაზისი, მართლაც რომ სანატრელია. აქვე, გზის დასაწყისში მდებარეობს ჩვენი დაწესებულება: მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზა", სადაც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, ხშირად ეწყობა ბავშვთა ფესტივალები, სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა კონცერტები და გამოფენები, თოჯინების თეატრის წარმოდგენები და სპორტული სექციების წევრების ვარჯიშები.

    ამდენად, ცენტრის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია ხშირად ივსება ახალგაზრდებით და სასკოლო თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვებით. მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე წლის წინათ გზის გარკვეულ მონაკვეთზე დავამონტაჟეთ სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები და ე.წ. "მწოლიარე პოლიციელი".

    ჩვენი ცენტრის მახლობლად რესტორნის გახსნა გამოიწვევს ისედაც ვიწრო გზის ჩახერგვას, ავტომობილების გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას (მოგეხსენებათ, ბახუსში მყოფი კლიენტების გატაცებები), რასაც აუცილებლად მოჰყვება ბავშვების სიცოცხლისათვის უკიდურესად სახიფათო სიტუაციის შექმნა.

    ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ადგილას არ შეიძლება ისეთი ობიექტის მშენებლობა, როგორიც რესტორანია და ვუერთდებით იმ ორგანიზაციების აქციებს, რომლებმაც გამოთქვეს სამართლიანი პროტესტი აღნიშნული მშენებლობის გამო.

    კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზა"-ს დირექცია

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved