რეზონანსი
26.10.2022

აზია ტემპს კრიფავს. მოვიდა დრო საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისა, რომლებიც იქმნებოდა და რეგულირდებოდა 30 წლის განმავლობაში, ერთიანი სტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც იმუშავებს სტაბილურად, ორგანიზებულად და ჩავარდნების გარეშე. მითუმეტეს, რომ მსოფლიოში არსებულ სიტუაცის ეს უკიდურესად სჭირდება.

ამ მექანიზმის ამოქმედების ეპიცენტრი ამ კვირაში ყაზახეთი გახდა - აქტიური და ამბიციური პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც რეგიონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლიდერებს მიეკუთვნება და მოლაპარაკებათა ძირითად ლოკაციად გვევლინება. ყაზახეთის დედაქალაქში 30 წლის საიუბილეო მე-6 სამიტზე აზიაში ურთიერთქმედების სათათბირო და ნდობათა ღონისძიებებზე (აუსნ) 11 ქვეყნის ლიდერი და მრავალი სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ადგილმდებარეობა შემთხვევით არ იყო შერჩეული, 2014 წლიდან აუსნ-ის ოფისი ასტანაში მდებარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთი ატარებს მყარი ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და არ აქვს არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც ტერიტორიული წინააღმდეგობები მონაწილე ქვეყნებთან, რაც საშუალებას აძლევს უმასპინძლოს კონფლიქტში მყოფ მხარეებსაც: ინდოეთი და პაკისტანი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

პირველი კონტაქტები უკვე ოთხშაბათს შედგა. ყაზახეთის პრეზიდენტი შეხვდა ყატარის ემირს ბენ ჰამადა ალ ტანის, რომლისგანაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღო, მაგიდის ჩოგბურთში შეერკინა თურქეთის ლიდერს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და მიწვევა მიიღო სინგაპურში ქვეყნის პრეზიდენტის ხალიმ იაკობისგან, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მოჰამად მალიკი ბინ ოსმანმა გადასცა.

თუმცა, მრავალი ექსპერტი თვლის, რომ ასეთ ღონისძიებებზე უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია „შეხვედრები სამიტის მოედნებზე", სადაც ფორმდება ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები და განიხილება კრიტიკული პრობლემები. ამგვარი შეხვედრების ფარგლებში ტოკაევმა და ერდოღანმა განიხილეს საგარეო პოლიტიკის საკითხები, ინვესტიციები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ლოგისტიკა, სამხედრო წარმოება, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა. აქვე გაფორმდა რიგი შეთანხმებები. ორივე მხარე თვლის, რომ მათი საერთო მიზანია ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა 10 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.

„ჩვენი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით გადაზიდვები გაიზარდოს. ამ სტრატეგიულ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობისთვის" - აღინიშნა შეხვედრის შედეგად.

ასევე, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ესაუბრა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ვო ტხი ან სუანს, ჩინეთის თავჯდომარის მოადგილეს ვან ციშანემს და სხვა ოფიციალურ პირებს. აქვე გაიმართა სამმხრივი შეხვედრა ყირგიზეთის, რუსეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს შორის.

სამიტის „სააღლუმო" ნაწილზეც არაერთი სიურპრიზი გაცხადდა. კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პირველად მრავალი წლის განმავლობაში გაახმოვანა ის, რასაც დასავლური სამყაროს მხარდამჭერები დიდი ხნის განმავლობაში ვერ რისკავდნენ.

„პროგნოზი, რომ 21-ე საუკუნე აზიის გახდება, დღეს რეალობად იქცა. აზია აღიარებული ეკონომიკური ლიდერია ნომინალური მშპ-სა და მსყიდველთუნარიანობით. რეგიონს გააჩნია მნიშვნელოვანი ადამიანური და ბუნებრივი რესურსები. 30-დან 21 მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქი აზიაშია განლაგებული. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის საშუალო კლასის მომხმარებლური ზრდის 30 ტრილიონი დოლარიდან მხოლოდ 1 ტრილიონი მოდის დასავლურ ეკონომიკაზე" - განაცხადა ყაზახეთის ლიდერმა.

„იმისათვის რომ აზია დაყოფილი რეგიონალური ჯგუფების მაგივრად მსოფლიოს უმძლავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად იქცეს, საჭიროა მხოლოდ ერთი - კონსოლიდაცია. აზიის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს კოლექტიურ მზადყოფნაზე გავამყაროთ დიალოგი კულტურათა, ტრადიციებსა და მსოფლმხედველობებს შორის" - აღნიშნა ტოკაევმა.

საამისოდ ასტანამ რამდენიმე ინიციატივა წამოაყენა და მათ შორის აუსნ-ის საბჭოს შექმნა მყარი ურთიერთკავშირებისთვის. ეს საშუალებას იძლევა აღმოიფხვრას წყვეტა, რომელიც წარმოიშვა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კორიდორებში და შეიქმნას საქონლის მიტანის ეფექტური სისტემა.

„ხელმისაწვდომი და მოქნილი გზები ტვირთების ტრანსპორტირებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ჩვენი ეკონომიკების მყარი ზრდისთვის" - ახსნა ტოკაევმა.

აუსნ-ის ფინანსური სამიტი, რომელიც ინიცირებულია ჩინეთის მიერ, ყაზახეთის ლიდერმა შესთავაზა გარდაიქმნას მუდმივმოქმედ მოედნად. ეს და სხვა გადაწყვეტილებები შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას სასურსათო უზრუნველყოფის უსაფრთხოების მექანიზმი, რასაც ესოდენ საჭიროებს მსოფლიო. ეს იქნება „,წვანე კორიდორი" აუსნ-ის ქვეყნების სასურსათო პროდუქციისთვის.

„აზია აწარმოებს მსოფლიოს სასურსათი პროდუქციის 2/3-ს, მაგრამ რჩება მყიფედ ამ სფეროში" - დააზუსტა ტოკაევმა. ეკონომიკური საკითხების გარდა, არანაკლებმნიშვნელოვნად ყაზახეთის პრეზიდენტმა დაასახელა ეკოლოგიური საკითხები და ადამიანური კაპიტალი. „ეკონომიკური ღონისძიებები მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურად, თუ ისინი ორიენტირებულია ადამიანური რესურსების განფრთხილებასა და განვითარებაზე" - განაცხადა მან.

„აზიურ კურსს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა: „როგორ ჩვენი მრავალი პარტნიორი აზიაში, ვთვლით, რომ საჭიროა გადაიხედოს მსოფლიო ფინანსური სისტემის მუშაობა, რაც საშუალებას აძლევდა „ოქროს მილიარდს", რომელიც დაეპატრონა კაპიტალისა და ტექნოლოგიების მთავარ არტერიებს, სხვის ხარჯზე ეცხოვრა" - თქვა პუტინმა.

სამიტის შედეგად შეიქმნა რეზოლუცია, რომელიც გაერთიანების მომავალ კურსს განსაზღვრავს და უმთავრესად მიმართულია აუსნ-ის სრულფასოვან საერთაშორისო ორგანიზაციად გარდასაქმნელად: „ორგანიზაცია წვლილს შეიტანს დინამიური, თანაბარი და დაბალანსებული ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, სოციალური-კულტურული კავშირების განსავითარებლად წევრებს შორის. ჩვენ განვავითარებთ ერთობლივ მუშაობას, რათა ვეძებოთ საერთო მისაღები გადაწყვეტილებები 21-ე საუკუნის პრობლემების მოსაგვარებლად, უსაფრთხოების, და დავების მშვიდობიანად მოსაგვარებლად გაეროს წესდების შესაბამისად" - ნათქვამია რეზოლუციაში.

განახლებული აუსნ-ი მზად არის ითანამშრომლოს ურთიერთსასარგებლო დონეზე როგორც მონაწილე-ქვეყნებს შორის, ისე სხვა სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან და ფორუმებთან.

აუსნ-ის საიუბილეო სამიტი გამრღვევი გახდა - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მომენტი: მოკრძალებული მოლაპარაკების ფორმატი გარდაიქმნება მოქმედ და სრულფასოვან საერთაშორისო რეგიონალურ გაერთიანებად, რომელსაც აქვს პერსპექტივა მომავალში ევროპის მსგავს აზიურ კავშირად გადაიქცეს.

განსხვავებული ინტერესების, პოლიტიკური და ტერიტორიული კონფლიქტების მიუხედავად, მონაწილე-ქვეყნები სიტყვებიდან გადადიან რეალურ საქმეებზე, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მსოფლიო სიტუაციაზე და ამის ინიციატორი ყაზახეთია, რომელსაც ინტეგრაციის მდიდარი გამოცდილება აქვს.

„,მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ არ ვქმნით ახალ ორგანიზაციას, არამედ გადავდივართ ინსტიტუციური განვითარების ახალ ეტაპზე. ორგანიზაციის სტატუსის ამაღლება გააძლიერებს აზიის როლს მსოფლიოში და ახალ დონეზე აიყვანს მონაწილე-ქვეყნების თანამშრომლობას" - შეაჯამა სამიტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

ამ სიტყვების გათვალისწინება ღირს. ახალ ორგანიზაციას აქვს ყველანაირი შანსი, რომ მიიღოს მძიმეწონოსანის სტატუსი მსოფლიო თანამეგობრობაში გაერთიანებული აზიის სახით.

 

ალექსანდრე ალექსიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×