სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოს მთავრობა ფიქრობს თუ არა სოფლის მეურნეობის კულტურების აღდგენას?
    ღია წერილი
    19.08.2013

    ჯემალ ხაჩიძე

    შპს "იმერი"-ს დირექტორი; ს/მ მეცნიერებათა დოქტორი, "ქართული ოცნების" წევრი, ლაგოდეხის რაიონი

    ბატონო ბიძინა! საქართველოში თქვენი ინიციატივა - სოფლის მეურნეობაში იაფი აგროკრედიტის სისტემის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი მეთოდით, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა (ყოფილი მინისტრი დ. კირვალიძე), ალბათ თქვენც მოიწონეთ, თავის მიზანს ვერ პასუხობს 2012 წლის 1 ოქტომბრის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე, რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ახალი 60 და კიდევ 40 საწარმოს შექმნას და სოფლის მოსახლეობის მუდმივ დასაქმებას.

    საქართველოში "ნაცების" წინა ხელისუფლებამ მოსპო სოფლის მეურნეობის დარგები. კახეთში გლეხს რომ გაუჭირდება ნორმალური ცხოვრება, უნდა ვიფიქროთ, რომ უფრო უჭირს საქართველოს სხვა რეგიონის სოფლის მოსახლეობას. ახლა რა ვქნათ - ისევ ისე გავაგრძელოთ, თუ აღვადგინოთ ქართული ერთწლიანი კულტურების ნედლეულის წარმოება - ხორბალი, თამბაქო, ეთერზეთები, შაქრის ჭარხალი, მეაბრეშუმეობა და მისი გადამამუშავებელი საწარმოები? აღვადგინოთ თუ არა ლაგოდეხში ან გურჯაანში ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საკონსერვო ქარხანა? სწორედ ამ გზით შეიძლება სოფლის მოსახლეობის მუდმივი დასაქმება და სიღარიბის დაძლევა. ეს არ ესმის დღევანდელ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და განვლილი 10 თვე ვერ პასუხობს მოთხოვნებს.

    საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 30 ოქტომბერს და 2013 წლის 25 იანვარს რეკომენდაციები მოგწერეთ თქვენც და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების აღდგენის, ნედლეულის წარმოების და მისი გადამამუშავებელი საწარმოების აღდგენა ბიზნეს-გეგმებით. 2013 წლის 26 ივლისს მესამედაც მოგწერეთ. როგორც მითხრეს, თქვენ ამ წერილებს არ გაცნობიხართ, მთავრობის კანცელარიიდან ყველა ეს წერილები გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

    დღევანდელი სამინისტრო ეტყობა მთავრობის გარეშე ვერაფერ საკითხს ვერ წყვეტს, ან არ იციან როგორ განხორციელდეს სოფლის მეურნეობაში რეფორმები, რაც ესოდენ საჩქარო და აუცილებელია; არც წერილების პასუხებს იძლევიან, არც სხვისი აზრის მოსმენა არ აინტერესებთ.

    სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თქვენი ეს დიდებული ინიციატივა - 60 ახალი საწარმოს შექმნა "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით" ბანკებს გადააბარა. ბანკებმა თავის ჭკუაზე განახორციელეს თავიანთი ძველი კლიენტების შპს და ინდმეწარმეების 3%-იანი დაფინანსება, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 20 ივნისის მდგომარეობით კახეთში დაფინანსებულია 9 ღვინის ქარხანა, რომლებსაც ბანკებიდან წლების განმავლობაში აღებული აქვთ მაღალპროცენტიანი კრედიტები, ხოლო ზოგიერთ ინდმეწარმეს და შპს-ს - 22-26% და არიან ბანკის კარგი მომხმარებლები. ახლა შევიდნენ ბანკები მათთან 3%-იან გარიგებებში 7 წლამდე ვადით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიღებული ეს პროექტი არის კორუფციული პროექტი.

    საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების აღდგენა სპეციალიზაციის მიხედვით, ნედლეულის წარმოება და მისი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის საკითხი უნდა დაგეგმოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით 1-ლი ოქტომბრის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე და შემდეგ განახორციელოს ერთმა ან 2-მა ბანკმა. ამით შეიქმნება რეგიონებში მუდმივი სამუშაო ათასობით ადგილი, როგორც სოფლის მეურნეობაში ისე გადამამუშავებელ მრეწველობაში; რა საჭიროა 13 ბანკი და მათი ხელების ფათური ამ ეროვნულ პროექტებში? წლიური 3%-იანი კრედიტის დაფინანსებით 7 წლამდე ვადით პიროვნება იხდის ყოველწლიურად 3%-ს, დანარჩენს ამატებს დოტაციის სახით სახელმწიფო. ბანკის ფული არცერთი ლარი არ იხარჯება. მაშ, საკითხავია - ეს 13 ბანკი რა საჭიროა?

    აქვე განგიმარტავთ - ბანკის მოვალეობა არაა, არც შეიძლება იცოდეს, არც აინტერესებთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის მიხედვით ერთწლიანი კულტურების აღდგენა და ნედლეულის წარმოება, მისი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, რაიონებში ხალხის მუდმივი დასაქმება. ეს მთავრობის გადასაწყვეტი საქმეა, ბატონო ბიძინა. თქვენს საარჩევნო საპროგრამო დაპირებაშიც გიწერიათ, რასაც სოფლის მოსახლეობაც ელოდება.

    ვინც იცნობს ლაგოდეხის რაიონს, დამეთანხმება, რომ საქართველოში ერთადერთი რაიონია მრავალდარგოვანი ერთწლიანი კულტურების წარმოებისათვის, 1997-2001 წლებში ჩემი ინიციატივით თამბაქოს ნედლეულის წარმოება წვალებ-წვალებით აღვადგინეთ 1700 ტონამდე, ყოველწლიურად დასაქმებული იყო 6-7 ათასი ადამიანი. სხვადასხვა მიზეზების გამო, 2004 წლიდან შევწყვიტეთ ამ კულტურის წარმოება.

    ლაგოდეხიდან ბევრი ოჯახი წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ. ორი წლის წინ ლაგოდეხში შემხვდა მეთამბაქოე ერთ-ერთი პიროვნება რომელიც 7-8 წელია ოჯახით საბერძნეთშია წასული სამუშაოდ. ვკითხე - რაზე მუშაობთ? ჩამომითვალა რამდენიმე ოჯახი თანასოფლელების - კურტანიძეები, ჩხიტუნიძეები, ნარინდოშვილები, 30-მდე ლაგოდეხელი - ზაფხულობით თამბაქოს პლანტაციებში ვმუშაობთ, თამბაქო მოგვყავს, ზამთარში კი თამბაქოს საფერმენტაციო და გადამამუშავებელ ქარხანაში ვმუშაობთო. მოვიდნენ და გამცენ პასუხი ქვეყნისათვის ამ სამარცხვინო ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წინა ხელისუფლების და ამჟამინდელმა მინისტრებმა და მისმა მოადგილეებმა.

    ბატონო ბიძინა! დავით კირვალიძე რომ დამნაშავეა, მეორე აზრი არ არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად დამნაშავეა ის, ვინც მას მისცა რეკომენდაცია და თქვენ შეგიყვანათ შეცდომაში მის მინისტრად დანიშვნაში, რომელიც მეორეჯერ აღმოჩნდა სახელმწიფო თანხების ხარჯვის კორუფციულ საქმეში. საქართველო აწარმოებს მხოლოდ ღვინის და მინერალური წყლის ექსპორტს, ხოლო ქვეყანა იმპორტით გაჯერებულია 80%-ით. ვაწარმოოთ თამბაქოს ნედლეული, ეთერზეთები, საკონსერვო ნაწარმი და გავიტანოთ ექსპორტზე, ესეც ხომ ქვეყნის ბიუჯეტს შეავსებს და ხალხიც მუდმივად დასაქმდება, ეს ხომ უნდა შეისმინოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×