სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.10.2013

    ვლადიმერ ახალაია პროფესორი

    ყოფილი ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს ახალ მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს, რომ აღადგინონ უცხო ენების პროფილის აღნიშნული უნივერსიტეტი.

    წერილში აღნიშნულია, რომ "ნაციონალურმა" ხალისუფლებამ ყოველგვარი განხილვისა და დასაბუთების გარეშე, ფარულად მოახდინა სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის (ენისა და კულტურის უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტისა და სპორტის აკადამიის) გაერთიანება.

    როგორც შემდეგ გაირკვა ამ უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების მიზანი იყო არა სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური განათლების სისტემის სრულყოფა და მასწავლებელთა მომზადების გაუმჯობესება, არამედ მანამდე არსებული უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხავებული, სრულებით ახალი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალოგიური მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნა, რათა ახლად გახსნილ სპეციალობებზე პროფესორებად მიეღოთ თავისიანები, ხოლო რექტორად გამხდარიყო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ნგრევის მთავარი იდეოლოგი გიგი თევზაძე.

    თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (შემდგომში უნივერსიტეტი) თითქმის ექვსი ათეული წლების განმავლობაში იყო უცხო ენების სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ცენტრი.

    იგი საქართველოში იყო ერთადერთი უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი, რომელიც უცხო ენებში მასწავლებლებს ამზადებდა ევროპული სტანდარტით - ორი უცხო ენის კვალიფიკაციით, რომელსაც უზრუნველყოფდა მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები (28 მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 78 მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი), უცხოელი კოლეგები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ, უმაღლესი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრები და ბიბლიოთეკები, მათ შორის ავსტრიული ბიბლიოთეკა და დასავლეთის უნივერსიტეტებთან კონტრაქტები.

    უნივერსიტეტს თანამშრომლობის ხელშეკრულებები ჰქონდა დადებული გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთისა და პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებთან. ყოველივე ამის გამო უნივერსიტეტის რეიტინგი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ საკმაოდ მაღალი იყო. თუნდაც ამის მაჩვენებელია ისიც, რომ ავსტრიელებმა ბიბლიოთეკა სწორედ ამ უნივერსიტეტში გახსნეს.

    ასეთი წარმატებული უნივერსიტეტის გაუქმებისა და მისი სხვა უმაღლეს სასწავლებლებში შერწყმის შედეგად დაიკარგა უცხო ენების მასწავლებელთა მომზადების მისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და გამოცდილება, რომელიც მისმა აკადემიურმა პერსონალმა წლების განმავლობაში უცხოელი კოლეგების დახმარებით, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილებათა შესწვლის საფუძველზე შეიძინეს.

    მოიშალა ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო, სამეცნიერო და კულტურული კერა, რომელიც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის უდიდესი დანაკლისია. უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების შემდეგ უცხო ენების ფაკულტეტიც არ გახსნეს, უცხო ენები მხოლოდ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამული მიმართულებები გახდეს.

    ამის შემდეგ უნივერსიტეტში უცხო ენების მასწავლებელთა მომზადება 5-ჯერ შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნად გაუარესდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ხარისხობრივი მაჩვენებლებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგიური პროფილის უნივერსიტეტების გაერთიანების ბაზაზე შექმნილი ილიას უნივერსიტეტი არა პედაგოგიური გახდეს. სტუდენტთა 80 პროცენტზე მეტი სწავლობს არა პედაგოგიურ სპეციალობებზე.

    საქართველოს შემდგომი განვითარებისა და მისი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამოცანები მოითხოვენ ინგლისურ ენასთან ერთად გერმანული, ფრანგული, ესპანური და სხვა ევროპული ენების სწავლების არსებითად გაუმჯობესებას. ამისთვის კი საჭიროა ამ ენების კვალიფიციური მასწავლებლები, რომელთა მომზადება ახლად შექმნილ ილიას უნივერსიტეტში არ ხდება. ამიტომ უცხო ენების მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელთა მომზადების მიზნით აუცილებელია უცხო ენების პროფილის სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებლის აღდგენა.

    ამასთან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით იგივე მიმართულების მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობას გამართლება არა აქვს. ხოლო უცხო ენების პროფილის უმაღლესი სასწავლებელი კი - ქვეყანას სჭირდება.

    აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამ გაითვალისწინა მეორე მსოფლიო ომის წლებში უცხო ენების მცოდნეთა ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები და ომის დამთავრებისთანავე, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში გაიხსნა უცხო ენების სპეციალიზებული უმაღლესი, სასწავლებლები კვალიფიკაციურ მასწავლებელთა და მთარგმნელთა მომზადებისათვის. ხოლო ეგრეთწოდებულმა ერონულმა ხელისუფლებამ ასეთი უმაღლესი სასწავლებელი გააუქმა თანაც იმ დროს, როდესაც უცხო ენების ცოდნა უფრო მეტად გვჭირდება. ამიტომ უცხო ენების პროფილის უმაღლესი სასწავლებლის აღდგენის საკითხი სასწრაფოდ განხილვასა და გადაწყვეტას მოითხოვს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×