სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    24.03.2017

    ამ 25 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას დანამატის სახით მოჰყვა მსოფლიო სახელმწიფოთა ცხოვრების გლობალური მართვის წესი - "დემოკრატია". დემოკრატიას, ასეთი შეფასება თვითონ საქართველოს საზოგადოებამ მისცა, ეს შეფასება არასწორია.

    პირიქითაა - დემოკრატიის მსოფლიო აღიარებას მოჰყვა სწორედ, მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა მიერ დაკაბალებული სუსტი, სახელმწიფოების განთავისუფლება. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს საზოგადოებისათვის. ეს პროცესი ემსახურება გლობალური ცხოვრების სუბიექტებს - სახელმწიფოს, ოჯახს და მოქალაქეს, ეს პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა მსოფლიო მასშტაბით და დღესაც აქტუალურია.

    მსოფლიო დემოკრატიის აღიარებით დაუბრუნდა საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს საზოგადოებამ ჯეროვნად ვერ შეაფასა დემოკრატია და ამით შეარყია სწორედ, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობაც. საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი ცხოვრების გზა ვერ გამოვნახეთ.

    ვის ცხოვრებას ეხება დემოკრატია? - სახელმწიფოს, ოჯახის და მოქალაქის. დემოკრატია ჰაერში გამოკიდებული რაღაც ფიტული არ არის, დემოკრატიაა. სახელმწიფოს მთლიანი საზოგადოების უფლებას ნიშნავს, სახელმწიფოს ცხოვრების - მოწყობაზე და მის მართვაზე, საქართველოში.

    დღემდე არ მოხერხდა მთლიანი სახელმწიფოს ცხოვრების ჩარჩოს შექმნა და შიგნით მთლიანი საზოგადოების შეჯერებული აზრის განთავსება, ჩვენი სახელმწიფო ჩარჩო ცარიელი არ არის. მასში მოთავსებულია ორი პოლიტიკური ფიგურა - პოლიტიკური პარტიების ლიდერების გვარი და სახელი.

    პირველად იყო გამსახურდია და შევარდნაძე, დღესდღეობით არის სააკაშვილი და ივანიშვილი. ეს ორი პოლიტიკური პარალელი, თავისი ორ-ორი პოლიტიკური ფიგურით, "ტატუს" სახით ჩაეჭიდა საქართველოს სხეულს. არცერთ მათგანს ჯერჯერობით არაფერი სიკეთე არ მოუტანია ქვეყნისათვის.

    ამ ორ პოლიტიკურ პარალელს საერთოც აქვთ და განსხვავებაც. საერთო ის არის რომ ოთხივე პოლიტიკურმა ფიგურამ, საზოგადოების უფლებები უარყო და დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა.

    საერთო კიდევ ის არის რომ ამ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქვეყნის მართვის სისტემაც არ შექმნეს. ქვეყანა ზეპირად იმართებოდა და იმართება.

    განსხვავება ის არის, რომ, პირველ პოლიტიკურ პარალელში ორივე პოლიტიკური ფიგურა ერთად არ ეწეოდა შემოქმედებას.

    პირველი პოლიტიკური პარალელი ცხოვრებამ გადაშალა. მეორე პოლიტიკურ პარალელს კი ერთად მოუწია შემოქმედება.

    მეორე პოლიტიკური პარალელის შემოქმედება ძალიან განსხავებულია. ერთად შემოქმედების ერთი წლის შემდეგ სააკაშვილმა ფიზიკურად დატოვა პოლიტიკური სფერო. ასევე მოიქცა ივანიშვილიც.

    საქმე, ისაა რომ ქვეყნის ბედიღბალი სააკაშვილმა ანდო მის პოლიტიკურ პარტიას "ნაციონალებს", ივანიშვილმა კი კოალიცია "ქართულ ოცნებას". ივანიშვილმა საქართველოსთვის პრეზიდენტიც აირჩია. ასეთმა ნდობამ არ გამართლა.

    საქმე ისაა, რომ ახალი არჩევნებისთვის ისევ ჩანს სააკაშვილიც და ივანიშვილიც, მაგრამ ისინი ვალდებულებებს გაურბიან. ზეპირად გამოდიან "თავდების როლებში".

    კარგია, როცა ქვეყნისათვის თავს დებს ორი პოლიტიკური პარტია და მათი ლიდერი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში დღევანდელი პროცესები კარგის მომტანი არ არის. ყველაფერი კარგად იქნებოდა თუ ორივე პოლიტიკური ძალა გაერთიანდებოდა საზოგადოებასთან და საზოგადოებას ეცოდინებოდა ცხოვრების დინების მიმართულება.

    ასე არ არის. საზოგადოებამ კი არადა, თვითონ მათმაც არ იციან ცხოვრების დინების მიმართულება. ჩვენ ძალიან სუსტი ძალა გვაქვს და ამ ძალის გაფანტვა კიდევ უფრო დაასუსტებს საქართველოს.

    ბატონმა ივანიშვილმა თვითონ აღიარა პარლამენტის სისუსტე და მის მიერ შერჩეული პრეზიდენტის რადიკალიზმი. გვიშველა მისმა "თავდებობამ?", როგორ მოვთხოვოთ პასუხი ივანიშვილს? რამდენი ფინანსური ხარჯი გავწიეთ, მარგველაშვილის არჩევნების პროცესში? რამდენ ხარჯს ვწევთ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის შენახვაში?

    აუნაზღაუროს ივანიშვილმა ეს ხარჯი ქართული სახელმწიფოს. ხომ გამოაცხადა რომ, მე ვიქნები თავდებიო, საქართველომ ეს მეორე პოლიტიკური ტატუც უნდა მოიშოროს და გადაშალოს.

    თუ პოლიტიკური პარტიის დამაარსებელი პოლიტიკური ხელმძღვანელი არ შევა პოლიტიკურ პროცესში, მაშინ პოლიტიკური პარტიის სახელი უნდა შევცვალოთ.

    ივანიშვილმა თუ არ მოინდომა პოლიტიკოსობა, მაშინ მისი პარტიაც უნდა გადავშალოთ. ეს აუცილებლობაა, ასევე უნდა გადავშალოთ "ნაციონალური" პარტიაც. საქართველო? ძალიან პატარა ქვეყანაა. არ არის საჭირო საერთაშორისო პოლიტური პარტიების ჩაბმა ჩვენ ცხოვრებაში.

    ქართული საზოგადოებისთვის "ქართული ოცნება. პოლიტიკური პარტიის სიმბოლო კი არ არის - არამედ ივანიშვილის სიმბოლოა. ასევეა "ნაციონელებიც", ნაციონალები სააკაშვილის სიმბოლოა.

    ელიზაბეტა ბოჟაძე (ეკონომისტი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter