სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    25.08.2017

    ნაცების მიდგომა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისადმი ჩვენთვის გასაგებია. გვაინტერესებს, თამარ სანიკიძისა და თქვენი მინისტრობის დროს როგორ გაუმჯობესდა ეს ერის ყველაზე მეტად მტკივნეული საკითხი?! 

    რადგან რაიონების რესურსცენტრების ფუნქციებში არ შედის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის კონტროლი, განათლების სამინისტრომ ამ პერიოდში რომელ საჯარო სკოლასა და ინსტიტუტში შეისწავლა ეს საკითხი? (ნუ ჩათვლით თქვენს 17.01.2017წ. სატელევიზიო განცხადებას იმ "საჯარო სკოლების დირექტორების დასჯაზე, სადაც მოუწესრიგებელია ტუალეტები").  

    ბატონო მინისტრო, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის | კურსის სტუდენტებს | სემესტრში ლექციები ასეთი ცხრილით ჩაუტარდათ: ორშაბათი: | ლექცია 9:00სთ., || - 14:00სთ., ||| კი 16:30სთ.; ოთხშაბათი: | ლექცია 9:00სთ., || კი - 16:30სთ. (ე.ი.ორშაბათს და ოთხშაბათს ლექციები დილის 9:00სთ-დან 18:30სთ-მდე.), შაბათი: 1 ლექცია - 16:30სთ., როგორ მოგწონთ?!  

    ვის და რას ემსახურება ლექციების ასეთი ჩატარება, კვირაში 3 დღე და სულ 6 ლექცია. უნივერსიტეტში სტუდენტები დადიან რეგიონებიდან და მიმდებარე ქალაქებიდან. ლექციების ასეთი განლაგება სტუდენტებს აწყობთ თუ ლექტორებს? ვინ აკონტროლებს სასწავლო პროცესის მეთოდიკას?! (რადგან კერძოა სასწავლებელი, თავნებობასაც ხომ აქვს საზღვარი?!). 

    ეს დემოკრატიაა თუ მონარქია?! ეს ხომ არაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დაახლოებით 40 000 სტუდენტი ვერ აგრძელებს სწავლას?! 

    ბატონო ალექსანდრე, როცა ასეთ მიზერულ ხელფასებსა და პენსიებს აძლევთ პედაგოგებს, როგორ შეძელით სამინისტროს 186 შტატგარეშე მუშაკისთვის 2016 წელს მიგეცათ 2 000 000 ლარი ხელფასი და პრემია?! 

    რა თქმა უნდა, სამინისტროს აპარატის ("ყავის მომდუღებლები") მუშაკები მიიღებდნენ გაცილებით მეტს! მათ მაღალი ხელფასები, პრემიები და დანამატები, სკოლების დირექტორებს - 1300/1500 ლარი, როცა პედაგოგების ხელფასებია 300/700 ლარი, ესაა სოციალური სამართლიანობა?! 

    ასეთ "მეწისქვილე პედაგოგებად" გვაქცია ჩვენმა მთავრობამ და არც თქვენგან გვაქვს იმის იმედი, რომ იბრძოლებთ პედაგოგების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.  

    21.01.2017წ. "ობიექტივის" ტელეარხზე ბატონ კუკავას გამოსვლისას დარეკა პედაგოგმა: "როგორ მეტკინა გული, დღეს ჩემი პროფესორი და ვნახე, ნაგვის ბუნკერში რაღაცას ეძებდაო! "ბატონო მინისტრო, თქვენც გეტკინათ გული?!  

    მინისტრად მობრძანებისას თქვენ მანდატურზე განაცხადეთ: "მე მანდატური მომწონს, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს", მანდატურის, თქვენი გამოთქმით, "კომენდანტის ბიძაშვილის" სკოლაში შემოყვანით გათავისუფლდნენ სკოლის ორგანიზატორები და ექიმები.  

    სააკაშვილმა და მისმა მინისტრებმა (თ.სანიკიძემ ბრძანა:  შაშკინს უნდა გაეყარა სკოლიდან 45 000 პედაგოგი) დაანგრიეს სასწავლო გეგმები და პროგრამები. საბუნებისმეტყველო საგნებში კატასტროფულად შეამცირეს საათები (აღარ ტარდება საგნობრივი ოლიმპიადები!).  

    სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე მოიხსნა ყოველგვარი კონტროლი, რაც გამოიწვია განათლების განყოფილებების გაუქმებამ (ამიტომ თქვენს სამინისტროს უნდა ეწოდოს "რესურსცენტრების სამინისტრო"!).  

    დაიხურა 3 500-მდე სკოლა და ბაღი, რითაც შეასრულეს ბისმარკის შეგონება: "თუ გინდა ქვეყანა დაანგრიო, დაანგრიე სკოლა!" ბატონო მინისტრო, გთხოვთ, აგვიხსნათ: რატომ არის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდა უნარებში, როცა ასეთი საგანი სკოლებში არ ისწავლება?! 

    რატომ ხდება საეჭვო გარემოებებში ქულების დაწერა და აბიტურიენტთა გადანაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში? გთხოვთ, გაასაჯაროოთ ეროვნულ გამოცდებში მიმდინარე პროცესები. 

    რატომ ავიღეთ ყოველივე ეს განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობით 49 ადგილზე მყოფ აშშ-ისაგან და არა ფინეთისაგან?! თქვენი ბრძანებით: "განათლება დროს ჩამორჩა", ასეთი საქმიანობით დავეწევით? 

    19.01.2017წ. ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ: "... ძველი სკოლა სწავლისა და მორჩილების შემმოწმებელი იყო და არა რეალური ცოდნის" რაშიც კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით, ბატონო მინისტრო.  

    "ძველმა სკოლამ" საქართველოსა და მსოფლიოს მისცა, ცხოვრების ყველა სფეროში, მსოფლიო დონის სწავლულები და დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ ისინი მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში! რომელთა უმრავლესობა სააკაშვილმა ჩარეცხილებად გამოაცხადა და დაითხოვა უნივერსიტეტებიდან!  

    თქვენ 9.11.2016წ. გადაცემა "20/30"-ში სტუმრობისას ბრძანეთ: "მასწავლებელი ხელფასზე არ უნდა წუწუნებდეს, თუ არ მოსწონს, წავიდეს და ბანკში იმუშაოს". შევახსენოთ მინისტრს, რომ ასეთ პირებს კომენსკი "მეწისქვილე პედაგოგებს" უწოდებდა. 

    გადაცემაში ბრძანეთ: "პედაგოგიკა უნდა დავაბრუნოთ, სკოლა არ არის აღზრდის ადგილი"(?!) და მიმართეთ მშობლებს: "აღზარდეთ თქვენი თავი და შვილები დაგემსგავსებიან". ვფიქრობ, ეს "აღმოჩენაა პედაგოგიკაში!" განათლების სამინისტრო თვლის, რომ ქვეყანაში განათლების სფეროში რეფორმების ჩატარება პედაგოგებზე მიზერული ხელფასების მომატებაა (რაც 2017წ. საერთოდ არ იგეგმება!) და არა სააკაშვილის დანგრეული განათლების სისტემის აღდგენა-განახლება!  

    24.02.2017წ. "ობიექტივში", გადაცემაში "როგორ აფასებთ განათლების სამინისტროს მუშაობას?" (ტელეწამყანი - ნათია) შემოსული ზარების უმრავლესობა კატასტროფულად ცუდად აფასებს განათლების სამინისტროს საქმიანობას, აღნიშნავდნენ, რომ მინისტრი რეაგირებას არ აკეთებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სააკაშვილისა და ლომაიას მიერ სასწავლო გეგმებისა და პროგრამების დანგრევა, საბუნებისმეტყველო საგნებში საათების კატასტროფულად შემცირება, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე კონტროლის მოხსნა (რაც გამოიწვია განათლების განყოფილებების გაუქმებამ), მანდატურები სკოლაში, მასწავლებლების ხელფასები, ალგებრისა და გეომეტრიის ცალ-ცალკე სწავლება, ყ| და ყ|| კლასების მოხსნა, საგნობრივი ოლიმპიადები.  

    2017 წლის განათლების წლად გამოცხადებისას, სამინისტრომ ტუალეტებისა და კვების ბლოკებში არსებული ნაკლოვანებების გარდა სხვა ვერაფერი ნახა! ნუთუ ამ ყველაფერს განათლების მინისტრი ვერ ხედავს?! ე.ი. "განათლება და მისი მინისტრი კატასტროფაა!" 

    ვთხოვოთ ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას ("რეფორმატორ მინისტრს"), აგვიხსნას:  1. რატომაა, რომ ახალგაზრდის ჩარიცხვა ინსტიტუტში რეპეტიტორთან მომზადების გარეშე გამორიცხულია?!  2. თქვენი 2-წლიანი "მინისტრ-რეფორმატორობა" სააკაშვილის დანგრეულ განათლების სისტემაში, ტუალეტებისა და კვების ბლოკებში არსებული ნაკლოვანებების გამოვლენით შემოიფარგლა?!  

    ვთხოვთ პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მეტი ყურადღება დაუთმოს ძირეულ რეფორმებს განათლების სისტემაში.  იქნებ როგორც "რეფორმატორმა" ვიცე-პრემიერმა, ამ კითხვებზეც გაგვცეს პასუხი: 1. საქართველოში არავინ (არც კანონი) იცავს პრინციპს - თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება, რაც აყვავებს ნეპოტიზმს. 2. "ვანოს შოუში" (და სხვა ტ/ა) დასცინიან-შეურაცხყოფენ ბატონ ბიძინას, ეკა ბესელიას... სადღა არიან სამართალდამცავები?! 3. ილიას განმარტებით ერი - მშრომელი ხალხია, ამიტომაც თავისუფლება ერისა და შრომისა განუყრელია და დღეს 80% უმუშევრობისა, 180-ლარიანი პენსიებისა, წამლებზე ასეთი ფასებისა, პედაგოგებზე 200/300-ლარიანი ხელფასებისა, ამდენ სოციალურად დაუცველ (სანაგვე ყუთებში მაძებარ) ადამიანთა არსებობისა, იპოთეკებით დაზარალებულ ასეულ ათასობით ოჯახის არსებობისა, ყოველწლიურად შიმშილით 500-ზე მეტი ბავშვის სიკვდილიანობისა, 834 000 ბენეფიციართა შიმშილობისა, შიმშილის გლობალური ინდექსით მსოფლიოში პირველ ადგილზე ყოფნისა, ახალგაზრდობის განათლების გარეშე დატოვებისა, ვინც 5 000 ლარზე (პრეზიდენტის ხელფასზე) მეტ ხელფასსა და პრემია/დანამატს იღებს, მათ უყვართ თავიანთი ხალხი და სამშობლო?! 

    მოვითხოვთ ხელფასებისა და პენსიების სამთავრობო რეგულაციას!!! 4. ინგლისში 2 კანონია: ლმობიერი - შეძლებულთათვის, მკაცრი - ღარიბთათვის. იგივეა ჩვენთანაც, იმ განსხვავებით, რომ ჩვენი მთავრობა და პარლამენტი ამას აკეთებს მალულად!!!  

    5. რატომაა ლონდონის მერიაში (8,3 მლნ მცხოვრები) 845 ადამიანი, თბილისის მერიაში კი - 5 000-ზემეტი?! (ნაცებისა და ქოცების თავშესაფარი) 

    6. მიგვაჩნია, პარტია, არასამთავრობო ან ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და ჩვენგან არ ფინანსდება, ქართულ საქმეს არ ემსახურება და მოვითხოვთ მათ გაუქმებას!!  

    7. ვთხოვთ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, გაასაჯაროოს, როგორ გაიხარჯა 2016 წლის ოქტომბერში ევროკავშირისგან გამოყოფილი 30 მილიონი ევრო "საქართველოს მთავრობის აპარატის (?!) საქმიანობის გაუმჯობესებისათვის".  

    8. თუ მსჯავრდებულთა ხარჯები გაიზარდა 60 ლარიდან 1 500 ლარამდე, ხომ არ მოვუსმინოთ სააკაშვილს "... ყველანი ციხეში!"?! 9. რატომაა, რომ ბიუჯეტის 42% კვლავ მიდის საჯარო მოხელეების პრემიებსა და დანამატებზე? ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის?! 10. რას აკეთებს მთავრობა, რომ ბანკებმა გაღატაკებული მოსახლეობა ნაკლებად გააჩანაგოს?! მოსახლეობის 70% ხომ ბანკების ვალებში იხრჩობა?!

     

    პატივისცემით,

    ბონდო კალანდაძე ტ: 579111441 

    ქ. გარდაბანი, #3 საჯარო სკოლა 

    07.05.2017წ.


    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter