სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    21.09.2017

    ანზორ საკანდელიძე

    რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

    გაერო-ს 1985 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-8 და მე-13 მუხლების შესაბამისად, სახელმწიფოს მიზეზით ყველა სახის დაზარალებული აღიარებულია სახელმწიფოს "მსხვერპლად" და აქედან გამომდინარე, დამზარალებელი სახელმწიფო ვალდებულია, თითოეულ დაზარალებულს ზარალი 100%-ით აუნაზღაუროს პირდაპირი ან საკომპენსაციო წესით. თანაც, დაზარალება ითვლება ისეთი სახის მძიმე დანაშაულად, რომელიც არ ექვემდებარება ხანდაზმულობასა და სტრასბურგის სასამართლო პირველ რიგში განიხილავს.

    ადამიანის უფლებათა ამ დეკლარაციიდან გამომდინარე, გაერო-ს ზეწოლით საქართველოს ხელისუფლებამ 1998 წლის 27 მარტს მიიღო #74 კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ. ამ კანონმა სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულებად ცნო 11 სახის დაზარალებულები (მეანაბრეები, 1990 და 1992 წლების ობლიგაციების მფლობელები, კოოპერატიული ბინათმშენებლები და ა.შ.) და მათი კომპენსაციებისათვის სახელმწიფომ, პირველ ეტაპზე, შიდა ვალად აღიარა 1,2 მილიარდი ლარი. ვალის მომსახურებისათვის ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნა დღემდე მოქმედი სპეციალური სამთავრობო კომისია მინისტრებისა და თბილისის მერის შემადგენლობით.

    1998 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა საქართველოში სახელმწიფოს მიზეზით 11 სახის დაზარალებულთა არსებობა (მათ შორის 2 მილიონზე მეტი მარტო მეანაბრეა!), მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკების მფარველობით ჩადენილი უკანონო ქმედებებისა და აშკარა გამოძალვების შედეგად საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში მომრავლდნენ ახალი სახის სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულები, რომლებიც სამართლიანად ითხოვენ ამ სტატუსის მინიჭებას. აქტიური ბრძოლით ეს დაზარალებულებიც აუცილებლად მიაღწევენ ამ სტატუსის აღიარებასა და ზარალის საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების მიღებას. ეს დაზარალებულებია: 2004-12 წლებში ქონება და ბიზნეს წართმეულები, ბინებდაკარგული იპოთეკარების დიდი ნაწილი, მიკროსაფინანსო და ონლაინსესხების კლიენტების ნაწილი, ბაზრობებზე ხელოვნური ხანძრებით დაზარალებულები და საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ მოტყუებული მეანაბრეები. მათ აუცილებლად შეუერთდება აგრეთვე თბილისის მერიის მიერ საქართველოს 2009 წლის კანონის ("სეისმომედეგი მშენებლობა პნ 01.01.09"), 2009 წლის 24 მარტის მთავრობის #57 დადგენილებისა და 2014 წლის 18 ივნისის მთავრობის #409 დადგენილების შეუსრულებლობის შედეგად უკანონო მშენებლობებით ათასობით დაზარალებული თბილისელი, რომელთა საკომპენსაციო ხარჯების გაწევა მოუწევს მერიას. რა გზა არსებობს ამ ასეული ათასობით "სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა" ათეული მილიარდობით დოლარის დაზარალების კომპენსაციისათვის?

    არსებობს მხოლოდ ჩვენ მიერ მიგნებული ერთადერთი გზა - სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების შემოღება. თავის დროზე რომ აგვემოქმედებინა 2014 წლის 19 თებერვლის ჩვენ მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა #5890) "სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების პროგრამა", სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული 1,2 მილიარდი ლარიც უკვე იქნებოდა კაპიტალიზებული გარანტირებულ მოგებაზე მომუშავე ასობით ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში ადგილობრივ ინვესტიციებად. იქვე შეიქმნებოდა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. 5-ჯერ უფრო მეტი სამუშაო ადგილი კი ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე ავტომატურად დამატებით შეიქმნებოდა არასამრეწველო საწარმოებში.

    კაპიტალიზაცია-ინვესტირება-დასაქმება გაგრძელდება ზარალის სრულ ამოწურვამდე, რის შედეგადაც სახელმწიფო თანდათან გაისტუმრებს ვალს და დაზარალებულებიც მიიღებენ შესაბამის კომპენსაციებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე სახის დაზარალებული მიიღებს რა რამდენიმე სახის საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებს, გახდება გარკვეული კაპიტალის მფლობელი. რაც მთავარია, მოხდება ეკონომიკური ნახტომი, როცა სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ათეული მილიარდობით დოლარის ზარალი თანდათან ტრანსფორმირდება კაპიტალად, ინვესტიციებად და დასაქმებად!

    აი, რა უნიკალურ პროგრამაზე ამბობს უარს ხელისუფლება, როცა 3 წელიწადია, ეს პროგრამა განსახილველად შეტანილია როგორც პარლამენტში, ისე პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში. განხილვა კი მოხდა ერთხელ, 2016 წლის 25 თებერვალს ფინანსთა სამინისტროში, რომლის უაღრესად კომპეტენტურმა 9-კაციანმა კომისიამ მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით, ფაქტობრივად, მოიწონა ჩვენი პროგრამა.

    როგორც ჩანს, ხელისუფლება გააქტიურდება დაზარალებულთა გააქტიურების შესაბამისად. ამიტომ ყველა სახის დაზარალებულს გიწვევთ ჩვენს ოფისში: თბილისი, მოსაშვილის 11, მე-6 სართული. ტელეფონები: 224 4140, 574 835284. მობრძანდით და დადექით საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების მიღების აღრიცხვაზე, რასაც 10 თვეა, ვაწარმოებთ. უკანონო მშენებლობებით დაზარალებულებს კი შეგიძლიათ განცხადებებით მოგვმართოთ ყოველ პარასკევს, 17 საათიდან ამავე ოფისში, როცა დაიწყება რეფორმატორთა კავშირთან არსებული "საქართველოს მშენებელთა ლიგის" სხდომა, რომელიც განიხილავს თქვენს განცხადებებს. ამ განცხადებებში უნდა ჩამოაყალიბოთ სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულად აღიარებისა და, შესაბამისად, საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების მისაღებად სახელმწიფოს მიერ თქვენი დაზარალების დამაჯერებელი არგუმენტები, რომლებსაც ჩვენ სხვა დაზარალებულების დოკუმენტებთან ერთად თავდაპირველად გადავუგზავნით ფინანსთა მინისტრს და, უარის მიღების შემთხვევაში, სარჩელებს შევიტანთ სასამართლოში, ჯერ საქართველოში და შემდეგ სტრასბურგში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter