სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    21.09.2017

    2017 წელი საქართველო-ჩეხეთის და საქართველო-იაპონიის ასოციაციების პრეზიდენტის, იაპონიის იმპერატორის ორდენის კავალერის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის კარლო ქველაძისათვის მრავალმხრივ საიუბილო წელია: იაპონიასთან თანამშრომლობის 30 წელი, ჩეხეთთან - 55 წელი და დაბადებიდან - 85 წელი.

    კარლო ქველაძე, საშუალო სკოლო ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, იმავე წელს, ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა. ქველაძეს, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, სადიპლომო ნამუშევარი, დააცვევინეს არა ინსტიტუტში, არამედ თბილისის ავტოსარემონტო ქარხანაში, რათა ქარხნის ახალგაზრდა მუშებისთვის მიეცათ სტიმული სასწავლებლად.

    ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ის დატოვეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე, სადაც 50 წელი მუშაობდა ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად.

    ინსტიტუტში კარგი სწავლის, მუშაობისა და სამეცნიერო სფეროში წარჩინებით მოღვაწეობისათვის კარლო ქველაძე 1960 წელს გაგზავნეს ინგლისში უმაღლეს სასწავლებლების გასაცნობად.

    სადისერტაციო თემის შერჩევის დროს ქველაძემ ჩეხური კონსტრუქციის მანქანაზე გააკეთა გამოგონება და მიიღო საავტორო მოწმობა, რის გამოც 1962-63 წლებში სამეცნიერო მიზნით მიავლინეს ჩეხოსლოვაკიაში. "ბატიას" ფირმამ კარლო ქველაძეს, მისი გამოგონებისა და ნამუშევრის გაცნობის შემდეგ, შესთავაზა დისერტაციის დაცვა შემდგარიყო იქვე. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ქართველმა გამომგონებელმა ჩეხოსლოვაკიაში დაიცვა დისერტაცია.

    კარლო ქველაძე 1963-74 წლებში მუშაობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის რუსთავის ფაკულტეტის დეკანად. იმავე წლებში სამჯერ აირჩეს საქალაქო საბჭოს დეპუტატად. 1976-86 წლებში, ინსტიტუტიდან მოუწყვეტლად მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 1986-90 წლებში, საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონალური განყოფილების პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ (ამჟამად სოფლის მერნეობის მეცნიერთა აკადემია), ასევე საქართველოა აგრომრეწვის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ.

    კარლო ქველაძეს მეცნიერებაში აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, გამოგონება. აქედან ორმა მათგანმა საკავშირო გამოფენაზე დაიმსახურა ვერცხლის მედლები, ხოლო ავტორი კონკურსის ლაურეატი გახდა. იგი წლების განმავლობაში მონაწილეობდა მსოფლიო სამეცნიერო, ფორუმებში, სიმპოზიუმებში, კონფერენციებში: გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, კანადაში, იაპონიაში. მისი შრომები, გარდა საბჭოთა კავშირისა, გამოქვეყნებულია ამერიკაში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, იაპონიაში. 2005 წელს კარლო ქველაძე არჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსად.

    აღსანიშნავია, რომ მეცნიერმა და გამომგონებელმა ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო მიუძღვნა ჩეხოსლოვაკიასთან თანამშრომლობას. 1962 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე ის აირჩიეს საქართველო-ჩეხეთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო შემდეგ პრეზიდენტად. 1987 წელს კი კარლო ქველაძე საქართველო-იაპონიის ასოციაციის პრეზიდენტიც გახდა. ასოციაციამ, უამრავ საქმეებთან ერთად, 1990 წელს ტოკიოს ინტერნაციული სახლის ვივე-პრეზიდენტის ჰიროკო კაკოს მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ენის შემსწავლელი პირველი ორწლიანი კურსიც გახსნა. ჩეხეთთან მიმართებაში კი აღსანიშნავია საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტების დაკავშირება და თანამშრომლობა პრაღის, ბრნოს და ბრატისლავის უმაღლეს სასწავლებლებთან, ასევე, საქართველოს და ჩეხეთის საინჟინრო აკადემიებს შორის თანამშრომლობაზე ხელშეკრულების გაფორმება. ჩეხეთის უნივერსიტეტებში (პრაღა ბრნო, დობრუშკა), ყოველ წელს ქართველი მოსწავლეების გაგზავნა.

    მეცნიერების განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათვის, კარლო ქველაძე დაჯილდოვდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედლით და ვერცხლის მედლით. მას საქართველოს და უცხოეთის ჟურნალ გაზეთებში, უმრავლესად იაპონიაში, გამოქვეყნებული ქვს 100-მდე სტატია, საქართველოზე, მის ტრადიციებზე, კულტურაზე, მეგობრობაზე და ა.შ.

    იაპონიასა და საქართველოს მეგობრობაში და თანამშრომლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 2014 წელს იაპონიის იმპერატორმა, კარლო ქველაძე დაჯილდოვა იაპონიის უმაღლესი ჯილდოთი - "ამომავალი მზის" ორდენით, რომელითაც მთელ მსოფლიოში დღეისათვის დაჯილდოებულია მხოლოდ 90-მდე პიროვნება.

    კარლო ქველაძე სამშობლოში დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლით შრომითი მამაცობისათვის, ღირსების ორდენით და ღირსების მედლით და გამომგონებლის ვერცხლის ორი მედლით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter