სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    23.09.2017

    1992-93 წლებში, აფხაზეთის ომის დროს შევარდნაძე ვალდებული იყო მიემართა გაეროსთვის განცხადებით, რომ რუსეთი თავისი "მოხალისეებით", თავისი საქართველოში ბაზირებული შეიარაღებული ძალებით და საქართველოს გარეთ ბაზირებული შეიარაღებული ძალებით აწარმოებს ომს საქართველოს წინააღმდეგ, და დახმარება მოეთხოვა.

    მან ეს არ ქმნა. ამის ნაცვლად მან მსოფლიოს შესთავაზა იდეოლოგიური ფორმულირება - "რომ არ ყოფილიყო ჩეჩნეთი (იგულისხმება: ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი რუსული იმპერიის წინააღმდეგ), არ იქნებოდა აფხაზეთი" (ანუ რუსების მიერ ორგანიზებული სეპარატისტების ომი საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც აფსუა ხალხი შემოვიდა მე-16-17 საუკუნეებში და სადაც ქართველი მოსახლეობა ამ დროს (1932 წელს) უმრავლესობა იყო.

    ამგვარად, მან იდეოლოგიურად და პოლიტიკურად გაათანასწორა ეს ორი ომი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩეჩნეთის მიწაზე ყოფნისათვის ისტორიულადაც და სადღეისოდაც ნულოვანი სამართლებრივი საფუძველი აქვს (სახელდობრ, არ არსებობს არავითარი გადაწყვეტილება ჩეჩნების რომელიმე, თუნდაც უმცირესი თემისა, ან შეთანხმება რუსეთსა და ჩეჩნეთის წარმომადგენელ რომელსამე პიროვნებასა ან ინსტანციას შორის, რომელიც ადასტურებდეს რუსეთის ყოფნის უფლებამოსილებას ჩეჩნეთის მიწაზე).

    ამ სიტყვებით მან იდეოლოგიურად და სამართლებრივად გაათანასწორა ჩეჩენი ერის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი აფსუა ხალხის სახელით და არანაირად არა გადამწყვეტი როლით წარმოებული ომი, რომლის უცვლელი ელემენტი იყო აფხაზეთის ქართველი მოსახლეობისაგან (რომელიც იმ დროს აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა იყო) ეთნიკური წმენდა და გენოციდი.

    შესაბამისად, შევარდნაძის პრაქტიკული მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე მართული რუსული პოლიტიკური და სტრტეგიული ინტერესებით, რისი დაგვირგვინებაც გახდა "ივლისის შეთანხმება" საბრძოლო მოქმედებათა ზონიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანის შესახებ, რომელიც შევარდნაძემ შეასრულა, ხოლო მოწინააღმდეგემ არ შეასრულა, რაც 100%-იანად პროგნოზირებადი იყო და რამაც ქართული მხარის სამხედრო კატასტროფა განაპირობა.

    აღნიშნულ ომში მთლიანად ქართველ ჯარისკაცს უარეს პირობებში მოუხდა ბრძოლა, ვიდრე რომელსამე სხვას გასული საუკუნის მანძილზე, მათ შორის ორსავე მსოფლიო ომში. ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი მოკლებულნი იყვნენ თავის მთავარ უფლებას - ერთგული სარდლობის ყოლის უფლებას. ეს ფაქტი, რამდენადაც ჩვენ მსოფლიო ისტორიას ვიცნობთ, იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მთავარსარდალი მტრის მხარეზე ომობდა.

    2008 წლის ომის დროს ცხინვალის რეგიონში სააკაშვილმა მრავალი ხმამაღალი საჯარო განცხადება გააკეთა რუსეთის აგრესიის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე და ფართო, თუმცა შინაარსით და პრაქტიკულად სრულიად უკმარისი მხარდაჭერა ჰპოვა მსოფლიოს მხრიდან. მაგრამ მან არ გააკეთა ოფიციალური განცხადება გაეროში და არ ითხოვა, როგორც დაზარალებული სახელმწიფოს მეთაურმა, სამართლებრივი, საექსპერტო და სამხედრო დახმარება პირდაპირ და ცალსახად აგრესორი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

    შედეგი ის იყო, რომ რუსეთის თავდასხმა საქართველოზე მხოლოდ "არაპროპორციულ პასუხად" ჩაითვალა იმგვარ მოვლენებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის - გაეროს წევრი საქართველოს - ტერიტორიაზე ხდებოდა და რომელთა არანაირი რეგულირება რუსეთის ფედერაციას არ ეკუთვნოდა, და რუსეთის მხარე ჩაითვალა მხოლოდ პროპორციის დამრღვევად და არა ცალსახა დამნაშავედ. ეს იყო, ჩვენ მიერ ისტორიის ცოდნის ფარგლებში, მეორე შემთხვევა, როცა მთავარსარდალი ომობდა მტრის მხარეზე.

    დღეს ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ:

    - საქართველოს ტყეებს, რომელშიც ბუნებრივი ხანძარი არ მომხდარა მე-19 საუკუნის აქეთ, მრავლობითად და ერთიმეორესთან შეუხებლად ხანძრები ედებათ და

    - საქართველოს დასავლეთ ნაწილში მოსახლეობას შიმშილობა ელის მასობრივად გავრცელებული ახალი პარაზიტის გამო.

    არის სერიოზული ეჭვი, რომ ერთიც და მეორეც არის რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედების შედეგი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან რუსეთის ფედერაციის მხიდან და საქართველოს მეზობელი ზოგი სხვა სახელმწიფოს მხრიდან, ვისაც რუსეთთან მეტ-ნაკლებად ღია ან ფარული მოკავშირული ურთიერთობა აქვს.

    ამ ეჭვის, თუნდაც მხოლოდ მეთოდოლოგიურის, საფუძველზე თქვენ მოვალენი ბრძანდებით განცხადებით მიჰმართოთ გაეროს და სთხოვოთ, პირველ ყოვლისა, ექსპერტული დახმარება რეალური ვითარების შესწავლისა და გარკვევის საქმეში, ამასთან ერთად - აღჭურვილობით (პირველყოვლისა, შვეულმფრენებით) დახმარება ამ უბედურებებთან ბრძოლის საქმეში.

    საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter