სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    22.01.2018

    ქართლოს ზაქარეიშვილი

    ჩემს დროს სკოლაში ასწავლიდნენ, რომ სიტუტუცე უგუნური ჩვევაა და ის ურაყოფითი შედეგით მთავრდება.

    დღეს ხელისუფლებამ გაზარდა გაზის, დენის და წყლის ტარიფები იმ მიზეზით, რომ გაიზარდა მოთხოვნილება. სწორედ მოვლენის ასეთი ინტერპრეტაცია (ქმედება) განიხილებოდა ჩემს დროს სიტუტუცედ, რაც ცალსახად იწვევდა უარყოფით შედეგს.

    ამიხსენით ერთი ვინმე დღევანდელმა გონიერმა, მოთხოვნილების ზრდა შეიძლება გახდეს მიზეზი მისი ფასის ზრდისა, თუ პირიქით, მოთხოვნილების ზრდა იწვევს რეალიზაციის ზრდას და, შესაბამისად, შემოსავლის ზრდას. ეს ერთი.

    მეორე - "ინვესტიციის შემთხვევაში გაუმჯობესდება მიწოდებული პროდუქციის ხარისხი". მეტი სიტუტუცე გაგიგიათ? თვითონ აღიარებთ, რომ თქვენი პროდუქცია უხარისხოა. მაგალითად, ყველამ იცის, რომ ზამთრის პერიოდში გაზის საფასურს გაორმაგებულს ვიხდით, რამდენადაც გაზში ნახევარი ჰაერი მოდის. შედეგიც აშკარაა, მარგი ქმედების კოეფიციენტი განახევრებულია.

    მესამე - გადამხდელი (მოქალაქე) თავისთავად ინვესტორია, რამდენადაც ის იხდის ამ სიკეთის საფასურს მაშინ, როცა ამ სიკეთის მფლობელი არის სრულიად მოსახლეობა, რამდენადაც ეს სიკეთე ნაბოძარია.

    მეოთხე - რად მინდა ხელისუფლება, რომელსაც მე ვირჩევ და მე ვუხდი ხელფასს იმისთვის, რომ ბიზნესის დანაშაულებრივი ქმედება დაიცვას და მე დამაყაჩაღოს?

    ბოლოს და ბოლოს, უნდა ბოლო მოეღოს ასეთ ბრიყვულ აზროვნებას და ასეთი ბრიყვებით ქვეყნის მართვას. ქართველი კაცი მომთმენია, მაგრამ თუ გაცხარდა... მტრისას. ერთიდეთ ტუტუცთა და ბრიყვთა დინასტია ამ "თუ გაცხარდას" და დანაშაულებრივად მართვას. მართეთ ქვეყანა კანონმორჩილებით, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის.

    ნუთუ არ გიფიქრიათ, რომ მოხდეს რამე კონფლიქტი (არადა, სულ კონფლიქტში ვართ), რომელი ქართველი მოქალაქე დაიძახებს "სამშობლოსათვის", "მარგველაშვილისათვის" ან "კვირიკაშვილისათვის"? თან იმ რეალობაში, როცა საქართველოს ყველა დაჩოქილ ქვეყნად განიხილავს და მარტო ზურგზე ტყაპუნით ურთიერთობენ ჩვენთან. რისი იმედი გაქვთ, თქვე უბედურებო, ერთმანეთის ლანძღვა-გინება გიშველით?

    ამ ზემოთ ხსენებული ბრიყვული პოლიტიკის იდენტურია ჩემ მიმართ განხორციელებული პოლიტიკაც, როცა მე, ქართლოს ზაქარეიშვილმა, აბსოლუტურად ჩემი სურვილით ვასესხე ჩემს ხელისუფლებას თანხა, რომელიც უნდა დამბრუნებოდა 2002 წელს. 16 წელია, ვიბრძვი და დაცინვის მეტი არაფერი მესმის. აბა, რა ჰქვია ამას - 2030 წლამდე ვალის გადახდის გადავადება ადამიანისათვის, რომლისთვისაც დღეს უკვე დგას სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარი 87 წლის ასაკში და როცა მე ვითხოვე, თუ მივადებთ ვალის გადახდას, ამავე ვადით გადამივადეთ სიკვდილი, ეს ტუტუცი ჩინოვნიკები იცინიან. არადა, როგორც არ შეიძლება სიკვდილის გადავადება, შესაბამისად, არ შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ადამიანისათვის ვალის გადავადება და, საერთოდ, ხალხის ასე აბუჩად აგდება.

    მოეგეთ გონს, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის და ქვეყანა მართეთ კანონმორჩილების რეჟიმში. სხვა გზა პირველ რიგში თქვენს სიკვდილს გამოიწვევს.

    ერთი კითხვა უნარ-ჩვევების ფლობის საკითხზე, პირველკლასელებისათვის გათვალისწინებული, მაგრამ ამჯერად მოგმართავთ თქვენ: კითხვა - "მიზანშეწონილობა" - რომელი უფრო მიზანშეწონილია, ამ წერილში ჩამოთვლილ საკითხებში ინვესტიცია განახორციელოს ბიზნესმა, რომლის ყოველწლიური მოგება მილიარდებთან ასოცირდება აქ მოხმობილი ხალხის ხარჯზე, თუ ინვესტიცია განახორციელოს ისევ ამ დაყაჩაღებულმა, ნაგვის ურნებში მძრომიალე და მეათე სართულიდან მხტომარე ხალხმა?

    პასუხის იმედი ნამდვილად არ მაქვს. ჩაჭრილები ბრძანდებით ამ საკითხში. ვერ მიგიღებთ პირველ კლასში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved