სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    09.02.2018

    ოცდათერთმეტ იანვარს ქართველმა საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოში, თურმე, დღეს უთვალთვალებენ და აყურადებენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებსაც კი.

    აყველაფერი ტელეკომპანია "იმედის" შუადღის "ქრონიკაში" გასული სიუჟეტით დაიწყო. საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტმა, ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი, თითქოს, უწყინარი ახალი ამბავი გააცნო საზოგადოებას - შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია, რომლის ხელმძღვანელადაც თამარ ქალდანი დაინიშნა. პრობლემა სწორედ ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას გამოიკვეთა. საქმე შეეხება უნივერსიტეტების სასწავლო აუდიტორიებში აუდიო-ვიდეო კამერების არსებობას.

    დღევანდელი კანონმდებლობით, საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი დაიშვება შემდეგი მიზნით: პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა; არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა; საიდუმლო ინფორმაციის დაცვა; სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

    არც ერთი ზემოჩამოთვლილი მიზეზი არ არსებობს უმაღლეს სასწავლებლებში. ამიტომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია აპირებს მონიტორინგის ჩატარებას, რათა შეწყდეს თვალთვალი და მიყურადება აუდიტორიებში. ამ მოსაზრებას ეთანხმება ასევე საქართველოს კერძო სასწავლებლების ასოციაციის დირექტორი ზაზა მარვალაშვილი. მისი თქმით, როგორც პროფესორის, ასევე სტუდენტის შრომის კონტროლი არის ცალსახად მიუღებელი.

    ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის კანცლერი კი აცხადებს, რომ აუდიო-ვიდეო თვალთვალის მიზანი სტუდენტების ინტერესების დაცვაა, რათა ლექციები მიდიოდეს სილაბუსის შესაბამისად, ანუ ეთმობოდეს პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს. საქართველოს თითოეული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს ღია კონკურსს, რომლის მიზანი საუკეთესო კადრების მოძიება და სამსახურში აყვანაა. გამოდის, რომ კონკურსის შედეგად შერჩეული აკადემიური პერსონალი არ არის სანდო იმისათვის, რომ თავისუფალ გარემოში, თვალთვალის გარეშე, ჩაატაროს ლექცია.

    ირაკლი დოინჯაშვილი

    სტუდენტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved