სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    08.03.2018

    ევროპაში თურქეთთან დაკავშირებით წარმართულ საჯარო დისკუსიები გადაეჯაჭვა ქალაქურ ლეგენდებს. ზოგჯერ, ვინმე უნდა ადგეს და ზოგიერთი მათგანი სააშკარაოზე გამოიტანოს. ნება მომეცით, გავაკეთო ეს ხუთი ძირითადი მიმართულებით.

    სირია-თურქეთი ყველა გზას მიმართავს სამი მიზნის მისაღწევად. პირველი, თურქეთი მოთავეა იმ მცდელობებისა, რომლებიც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებას. სირიელი ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა (5-ჯერ აღემატება ქ.ბირმინგემის მოსახლეობას) და მათი უმრავლესობა თურქეთს აფარებს თავს. ერთ სულზე გაწეული ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით, თურქეთი არის ლიდერი ქვეყანა მთელ მსოფლიოში.

    მეორე, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ტერორისტულმა ერთეულებმა ვერ ჰპოვონ თავშესაფარი სირიაში. თურქეთი იყენებს ძალას, როგორც ზლლ/ნზპ-ის ასევე, ვფუთ-ის ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაგრამ ისე, რომ არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა და ამ მიმართულებით იგი მაქსიმალურ ყურადღებასა და სიფრთხილეს იჩენს.

    ჩვენ გავაგრძელებთ შავი პიარის სააშკარაოზე გამოტანას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სირიაში თურქეთის როლთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ გამოვააშკარავეთ ალიანსი ტერორისტულ ქსელს შორის. ზლლ/ნზპ-ის ტერორისტები ისე წარმოაჩენენ საქმეს, თითქოს ისინი ებრძვიან ვფუთ-ს, მაშინ, როდესაც აძლევენ მათ აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.

    მესამე, თურქეთი ინტენსიურად მუშაობს, რომ მოიძებნოს საკითხის პოლიტიკური მოგვარების გზა. ასტანის შეხვედრებზე, სოჭის კონგრესზე, გაერო-ს ეგიდით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებზე, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს სირიის ჩიხიდან ისეთი პოლიტიკური გამოსავლის ძიებას, რომელიც დაეფუძნება სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და გამოხატავს სირიელი ხალხის ნებას.

    თურქეთმა დაიწყო ოპერაცია "ზეთისხილის რტო", რომლის მიზანია: დაიცვას მისი მოქალაქეები ტერორისტებისგან, იმოქმედოს ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ემუქრებიან სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და გაუხსნას გზა მიშვიდობას. ვფუთ-ის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ სხვა ტერორისტებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ აშშ-მა და სხვებმა შეწყვიტონ ზლლ /ნზპ-ის შეიარაღება.

    ახლო აღმოსავლეთი - ეს რეგიონი ევროპის უშუალო სიახლოვესაა და სასწრაფოდ საჭიროებს ფართო კონსენსუსს. ევროპაში მშვიდობა დამყარდა 1970-იან წლებში, როდესაც ჰელსინკში ვაღიარეთ ევროპის საზღვრების ურღვეობა და შევთანხმდით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტური ფასეულობებისადმი პატივიცემის საკითხებზე.

    ახლა, ისე როგორც არასოდეს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა მსგავსი გამოსავლის პოვნა. ნაციონალური სახელმწიფოები მუდმივ თავდასხმებს განიცდიან ტრანსნაციონალური ძალებისაგან. ზოგიერთი მათგანი არაეფექტურია, ხოლო ზოგიერთი - სეპარატისტული, კონფესიური და ტერორისტული ხასიათისაა და უკიდურესად საზიანოა. უნდა გაძლიერდეს ნაციონალური სახელმწიფოების მდგრადობა ასეთი მავნე ძალების წინააღმდეგ. ესაა ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ყველას უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას რეგიონში და მის მიღმა და არა - სახელმწიფოთა უსასრულო დაშლა.

    რეგიონს სჭირდება ისეთი მოწყობის სისტემა, რომელიც იქნება მისი წიაღიდან წამოსული და დაეფუძნება უკვე არსებულ საზღვრებს, პალესტინის სახელმწიფოებრიობის ჩათვლით, როგორც ეს დაადგინა გაერო-ს უშიშროების საბჭომ სამოცდაათი წლის წინ.

    თურქეთის ძირეული ორიენტაცია - თურქეთი ძლიერი, შეუპოვარი, ნატო-ს აქტიური მოკავშირე და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ფილტრავს საფრთხეებს იქამდე, სანამ იგი ევროპას მიაღწევდეს. აქედან გამომდინარე, თურქეთი ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილია. მართალია, ჩემი ხალხი არ არის კმაყოფილი ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის დამოკიდებულებით რიგ საკითხებთან მიმართებაში.

    მრავალფეროვნებაში ერთიანობა რომც იყოს, ჩვენ იქამდე უნდა შევჩერდეთ, სანამ მრავალფეროვნება გადავა უთანხმოებაში და ვიყოთ ერთმანეთის მიმართ (არა ცალმხრივად) სოლიდარულები.

    თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება - ეს ყველას ინტერესშია, ხოლო მისი ტემპი არა თურქეთის, არამედ ევროკავშირის კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, მოდით გავასწოროთ ფოკუსი. ევროპა თურქეთის გარეშე დარჩება დაუცველი და მოწყვლადი.

    ეკონომიკური თვალსაზრისითაც, თურქეთი, თავისი მზარდი ეკონომიკიდან გამომდინარე, არის ერთგვარი აქტივი, ევროპის ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომლებიც ისურვებდნენ ეკონომიკური ზრდის ამ დონეს. მოსაზრება, რომ თურქეთი ევროკავშირს ტვირთად დააწვება, აბსოლუტურად მცდარია. უფრო მიზანშეწონილია, შევამზადოთ ჩვენი მოსახლეობა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულებისათვის, ვიდრე თავი დავუხაროთ იმ ექსტრემისტებს, რომლებიც იმუქრებიან მრავალ ევროპულ ქვეყანაში პოლიტიკური ცენტრის შეცვლით.

    ევროპული დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის დაცვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება ევროპა ექსტრემისტულ მიმართულებებს და თურქეთი ამ საკითხის მოგვარების ნაწილია. ვიზალიბერალიზაცია არის ამ გზაზე გადასადგმელი პირველი ნაბიჯი.

    თურქეთის დემოკრატია - სულ რაღაც ოცი თვის წინ ფანატიკოსების ჯგუფმა სცადა, ძალის გამოყენებით დაემხო თურქეთში დემოკრატია. თურქმა ხალხმა და თურქეთის სახელმწიფომ შეუდარებელი წინააღმდეგობა გაუწია და აღკვეთა ახალი ტიპის ტერორისტული ორგანიზაცია აუეწ-ს ეს ვერაგული მცდელობა. თურქ ხალხს სურს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება.

    ახლა, ჩვენ გავდივართ სავალდებულო პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ სახელმწიფო ორგანოების, მასმედიის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების ხელმძღვანელი პოზიციები გაწმენდილია აუეწ-ს წევრებისგან, მისი მიძინებული უჯრედების ჩათვლით. ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. მოქმედებს გადაწყვეტილებების გადასინჯვის მექანიზმებიც. ამასთანავე, ჩვენ პარალელურ რეჟიმში, საზღვრებს მიღმაც ვებრძვით ტერორისტებს.

    თურქეთში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება აღარ იარსებებს და ამას ყველაზე უფრო მიესალმება ჩვენი მთავრობა. დღევანდელ დღეს, ჩვენს ეპოქაში ინფორმაცია და დეზინფორმაცია, უპრეცედენტო ინტენსივობით მიედინება ყველა მიმართულებით, რამაც შეიძლება დააბნიოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანიც. თუმცა, დროა წინ აღვუდგეთ მსგავს დაბნეულობას, ყველას სასიკეთოდ კვლავ გავააქტიუროთ კონტაქტები და პროცესები თურქეთსა და ევროკავშირს შორის ყველა დონეზე და გამოვხატოთ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.

    თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ გაზეთ "ტელეგრაფში" 2018 წლის 2 მარტს გამოქვეყნებული სტატია

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პარმენი   (08.03.2018)
    ესენიც მამა აბრამის ბატკნები არიან. ჩახედონ თავის ისტორიას - რა სისაძაგლეს აკეთებდნენ, რა გაანადგურეს, რამდენი დახოცეს, დალეწეს, დაწვეს, დაანგრიეს, ტყვეთ წაიყვანეს, რამდენი აწამეს და რამდენი საშინელება ჩაიდინეს ..... შეხედონ თავის თავს, ბოდიშის მოხდას და მონანიებას არც ფიქრობენ. დღესაც იგივეს გამგრძელებლები არიან. სავალალოა, მაგრამ ასეა და მაგნაირები ბევრნი არინ .....


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved