სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    28.03.2018

    სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და სანიტარია ადამიანის ძირითადი უფლება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანია. ეს არის ადამიანის სიცოცხლის წინაპირობა. თუმცა მსოფლიოს ორ მილიარდამდე მოსახლეს უსაფრთხო სასმელ წყალზე არ აქვს ხელმისაწვდომობა, 2,3 მილიარდამდე ადამიანი კი სანიტარიული პირობების ნაკლებობას განიცდის.

    ბრაზილიის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობაზე მეტს, დაახლოებით 260 მილიონ ადამიანს, წყლის მისაღებად ოცდაათ წუთზე მეტი მანძილის ფეხით გავლა სჭირდება. დღესდღეობით წყლით უზრუნველყოფის გარანტია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

    ბრაზილია მსოფლიოს მტკნარი წყლის 12% ფლობს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვიცავს წყალთან დაკავშირებული პრობლემებისგან. ბრაზილიის დიდ ქალაქებში გვქონდა წყალმომარაგების პრობლემები. სანიტარიის პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება, განსაკუთრებით ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც გვალვამ დიდი ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას.

    მსგავსი გადაუდებელი საკითხების განხილვის მიზნით გადავწყვიტეთ, მსოფლიო წყლის მე-8 ფორუმისთვის გვემასპინძლა, რომელიც ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში იმართება ამჟამად. მას 40 000-ზე მეტი მონაწილე ესწრება მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.

    ჩვენ ვხვდებით სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებს, ქალაქის მერებს, კონგრესის წევრებს, მოსამართლეებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამეცნიერო საზოგადოების წევრებს, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეთა დივერსიფიცირებული შემადგენლობა მეტად საინტერესოს ხდის ჩვენს ღონისძიებას.

    ის ფაქტი, რომ ბრაზილია წყლის რესურსების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ მოვლენას მასპინძლობს, არავისთვის გასაკვირი არ არის. ჩვენს ქვეყანას აღნიშნულ საკითხზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო არენაზე, აღსანიშნავია რიო 92 და რიო 92%20 კონფერენციები, სადაც წყლის მდგრადობასა და განვითარებას შორის მჭიდრო კავშირი გამოიკვეთა.

    ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხდით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პარიზის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნული შეთანხმება კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესწავლასა და წყლის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვას ემსახურება. საერთაშორისო დონეზე მიღწეული შეთანხმება შიდასახელმწიფოებრივი ზომების გატარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჩვენ გვესმის, რომ წყალი და სანიტარია გარემოს დაცვის სინონიმური ტერმინებია.

    წყლის უსაფრთხოება ბრაზილიის გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წყალსატევების შენარჩუნების მიზნით ჩვენ დავნერგეთ მდინარეების გამწვანების (კშმუკ ზდფტეშტპ) პროგრამა, რომელიც ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას ითვალისწინებს ბრაზილიის წყაროებისა და წყლების ხანგრძლივი დროით დასაცავად.

    ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ტყეების დაცვის კუთხითაც, შესაბამისად, გავზარდეთ ტყის კონსერვაციის არეალი. ჩვენ შევაჩერეთ მდინარე ამაზონის ტერიტორიაზე ტყის ჩეხვის მზარდი ტენდენცია და ვგეგმავთ ორი ფართო, საზღვაო, ბიომრავალფეროვანი, ბუნების დასაცავი ადგილის შექმნას. ეკოსისტემის გაუმჯობესებით წყლის რესურსების დაცვას უზრუნველვყოფთ. წყალი აუცილებელია, მაგრამ ყველასთვის საკმარისი არ არის. მისი მიწოდება საჭიროებისამებრ აუცილებელია.

    სან-ფრანსისისკუს მდინარის კალაპოტის გადაადგილების პროექტი, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრებ 12 მლნ მოსახლეს წყლით უზრუნველყოფს. წყალი პერნამბუკოსა და პარაიბას შტატებს უკვე მიეწოდება, ბოლო ფაზის დასრულება კი წყლით უზრუნველყოფს სეარას რეგიონსაც. ამ უზარმაზარი საჯარო პროექტის განხორციელებით მდგრადი განვითარების მიზნები არ უგულვებელვყავით.

    ასევე, დავიწყეთ ახალი პროექტი ტწმწ სრშსწ რომელიც სან-ფრანსისისკუს მდინარის რევიტალიზაციას ხელს უწყობს.

    კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვზრუნავთ სანიტარიის გაუმჯობესებასა და იმ საკითხებზე, რომლებიც კვლავ დასარეგულირებელია.

    კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, რომელიც სანიტარიის ახალ მარეგულირებელ ჩარჩოს უზრუნველყოფს და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, დასრულების პროცესშია. ჩვენი მიზანია, ამ ძირითად მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გავხადოთ უნივერსალური.

    ეს არის ბრაზილია, მსოფლიო წყლის ფორუმის მასპინძელი ქვეყანა, რომელიც გლობალური პრობლემების გადასაჭრელად საერთო გზების ძიებაშია და ქვეყანა, რომელიც თავისი მნიშვნელოვანი რესურსის შენარჩუნებისთვის გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს.

    მიშელ ტემერი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved