სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    30.04.2018

     კორეის ნახევარკუნძულზე ისტორიული ტრანსფორმაციის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ და კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კეთილდღეობისა და ორი კორეის გაერთიანების მიზნით "მშვიდობის სახლში" 27 აპრილს შიდა კორეული სამიტი ჩაატარეს.

    ორმა ლიდერმა საზეიმოდ გამოაცხადა 80 მილიონამდე კორეელ ხალხთან და მთელ მსოფლიოსთან, რომ აღარ იქნება ომი კორეის ნახევარკუნძულზე და ამრიგად მშვიდობის ახალი ერა დაიწყო. მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ შეწყვიტონ კონფლიქტი და დაიწყონ ახალი მშვიდობიანი ერა ეროვნული შერიგების, მშვიდობის, კეთილდღეობის და შიდაკორეული ურთიერთობის უფრო აქტიურად გაღრმავებისთვის. კერძოდ, დეკლარაცია შემდეგ მუხლებს შეიცავს:

    პირველი - სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა შეიმუშავებენ ადამიანთა ურთიერთობის მექანიზმებს, რაც კორეელებს კეთილდღეობასა და გაერთიანებას მოუტანს, ხელს შეუწყობს ურთიერთობის ყოვლისმომცველ და ინოვაციურ განვითარებას. შიდაკორეული ურთიერთობის გაუმჯობესება მთელი ერის სურვილია და იმ პერიოდის გამოხმაურება, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს.

    - სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურეს კორეელი ერის მომავალი ბედის განსაზღვრის პრინციპი და შეთანხმდნენ, რომ შიდაკორეული ურთიერთობის გაუმჯობესდება ორ მხარეს შორის დადებულ შეთანხმებასა და დეკლარაციებს უნდა დაექვემდებაროს.

    - მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკების გამართვაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მაღალ დონეზე და სამიტზე მიღწეული შეთანხმების განსახორციელებლად აქტიური ზომების მიღებაზე.

    - მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ოფისის შექმნაზე, ორივე მხარის რეზიდენტი წარმომადგენლებით, გაისონგის რეგიონში, რათა ხელი შეუწყონ მჭიდრო კონსულტაციებს, მთავრობებსა და ხალხებს შორის თანამშრომლობას.

    - მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ უფრო აქტიურ თანამშრომლობას, გაცვლას, ვიზიტებს და კონტაქტებს ყველა დონეზე, რათა გაძლიერონ ეროვნული შერიგებისა და ერთიანობის განცდა. ორივე მხარე ხელს შეუწყობს სიყვარულისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით იმ თარიღების მიხედვით, რომლებიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მაგალითად, 15 ივნისს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა დონის წარმომადგენლები და ადგილობრივი მთავრობები, პარლამენტები, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები. საერთაშორისო ფრონტზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოახდენენ სიბრძნის, ნიჭისა და სოლიდარობის დემონსტრირებას საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, როგორიცაა 2018 წლის აზიური თამაშები, სადაც ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას.

    - მხარეები შეთანხმდნენ, სწრაფად გადაწყვიტონ ერის გაყოფით გამოწვეული ჰუმანიტარული საკითხები, ასევე კორეის წითელი ჯვრის შეხვედრაზე, რათა განიხილონ და გადაჭრან სხვადასხვა საკითხი, მათ შორის გაყოფილი ოჯახების გაერთიანება. ამგვარად, სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა შეთანხმდნენ, განახორციელონ ოჯახების გაერთიანების პროგრამებს მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან, ეროვნული დამოუკიდებლობის დღიდან.

    - მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად განახორციელონ 2007 წლის 4 ოქტომბრის დეკლარაციით შეთანხმებული პროექტები, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის დაბალანსებულ ეკონომიკურ ზრდას და თანამოძმეთა კეთილდღეობას. უპირველეს ყოვლისა, მხარეები შეთანხმდნენ სარკინიგზო და საავტომობილო გზების დაკავშირებასა და მოდერნიზაციაზე სეულსა და სინუიჯუს შორის.

    მეორე - სამხრეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთობლივ ძალისხმევას მიმართავენ სამხედრო დაძაბულობის შემსუბუქებისა და კორეის ნახევარკუნძულზე ომის საშიშროების პრაქტიკულად აღმოფხვრისკენ.

    - სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა შეთანხმდნენ, შეწყვიტონ ყველა მტრული ქმედება ერთმანეთის წინააღმდეგ, მათ შორის ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, რაც წარმოადგენს სამხედრო დაძაბულობისა და კონფლიქტის წყაროს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ 1 მაისიდან დემილიტარიზებული ზონა გარდაიქმნას მშვიდობის ზონად და შეწყდეს ყველანაირი მტრული ქმედება.

    - მხარეები შეთანხმდნენ პრაქტიკული სქემის ჩამოყალიბებაზე დასავლეთ საზღვაო აკვატორიაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემთხვევითი სამხედრო შეტაკებები და შეიქმნას უსაფრთხო გარემო თევზჭერისათვის.

    - მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიიღონ სხვადასხვა სამხედრო ზომა, რათა უზრუნველყონ ურთიერთთანამშრომლობა, გაცვლა, ვიზიტები და კონტაქტები; კერძოდ, ხშირი შეხვედრების გამართვაზე სამხედრო უწყებებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრებს შორის, რაც ორიენტირებული იქნება სამხედრო საკითხების განხილვასა და მოგვარებაზე. ამასთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ გენერალური შტაბების წარმომადგნელებს შორის პირველი ასეთი შეხვედრის მაისში გამართვაზე.

    მესამე - მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ კორეის ნახევარკუნძულზე მუდმივი და მყარი სამშვიდობო რეჟიმის შესაქმნელად. მყარი მშვიდობა არის ისტორიული მისია, რომელიც არ უნდა გადაიდოს.

    - სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მეგობრული შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმას ერთმანეთის წინააღმდეგ და ამ შეთანხმების მკაცრად შესრულებას უზრუნველყოფს.

    - მხარეები ეტაპობრივ განიარაღებაზე შეთანხმდნენ, რადგან სამხედრო დაძაბულობა შემსუბუქებულია და შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი სამხედრო სფეროში ნდობის განმტკიცების მხრივ.

    - მიმდინარე წლის განმავლობაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის 65-ე წლის იუბილეს ემთხვევა, მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად ჩაატარონ სამმხრივი (ორი კორეა და აშშ) და ოთხმხრივი (ორი კორეა, აშშ და ჩინეთი) შეხვედრები იმისათვის, რომ დასრულდეს ომი და დამყარდეს მუდმივი და მყარი მშვიდობა.

    - მხარეებმა დაადასტურეს, რომ აქვთ საერთო მიზანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული პროგრამისგან განთავისუფლებაზე. მხარეებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ ჩრდილოეთი კორეის მიერ დაწყებული ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანია ბირთვული იარაღისგან ნახევარკუნძულის გასათავისუფლებლად და შეთანხმდნენ ამ კუთხით მათ როლსა და პასუხისმგებლობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად ეძიონ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და თანამშრომლობა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან განთავისუფლებისთვის.

    ორივე ლიდერი დაეთანხმა რეგულარულ შეხვედრებსა და პირდაპირ სატელეფონო საუბარს, ხშირი და გულწრფელი კომუნიკაციის დამყარებას, ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებას და პირობას იძლევიან, რომ ერთობლივად შეეცდებიან, გააძლიერონ პოზიტიური იმპულსი, რათა გაგრძელდეს ორ კორეას შორის ურთიერთობის უწყვეტი პროგრესი, დამყარდეს მშვიდობა, კეთილდღეობა და მოხდეს გაერთიანება.

    ამ კონტექსტში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი პხენიანს ამ შემოდგომაზე ეწვევა.

    მუნ ჯაე ინი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი

    კიმ იონ უნი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე

    27 აპრილი, 2018, პანმუნჯეომი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved