სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    30.04.2018

    ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით მოზარდი - ეს არის ადამიანი სიცოცხლის მეორე დეკადაში. მოზარდობის პერიოდის განსაკუთრებული მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: დროის ამ მონაკვეთში საბოლოოდ ყალიბდება ადამიანის პიროვნება, სრულდება ფიზიკური, სექსუალური და ინტელექტუალური მომწიფება, ყალიბდება ცხოვრების სტილი, ჯანმრთელობასთან მიმართებაშიც, საფუძველი ეყრება მთელ რიგ ქრონიკულ დაავადებებს, სიკვდილიანობა და დაავადებიანობა ძირითადად განპირობებულია ქცევით ფაქტორებთან, კერძოდ ნარკოტიკების, თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარებასთან, კვებით დარღვევებთან, ადრეულ სექსუალურ ცხოვრებასთან, რისკულ და საცდელ ქცევასთან, სამედიცინო დახმარების უგულველყოფასთან. აღსანიშნავია, რომ მოზარდობის პერიოდი ერთადერთია, რომელშიც სიკვდილობა არა მარტო არ კლებულობს, არამედ მატულობს კიდეც. შესაბამისად, მოზარდთა პრობლემატიკა აქტუალურია მთელ მსოფლიოში, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს რომ, უკანასკნელ დრომდე მოზარდთა მედიცინას არ ექცეოდა ჯეროვანი ყურადღება, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ასევე საქართველოში, არ იყო ჩამოყალიბებული ამ პრობლემის გადაწყვეტის სამეცნიერო საფუძვლები.

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ყარამან ფაღავა ოც წელზე მეტ ხანს მუშაობს მოზარდთა მედიცინის საკითხებზე. პირველმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და პირველთა შორის მსოფლიო მასშტაბით მან დანერგა მოზარდთა მედიცინის კლინიკური ასპექტების სწავლება უმაღლეს სამედიცინო სკოლაში, მოამზადა სახელმძღვანელო ექიმებისთვის, სპეციალური თავი პედიატრიის სახელმძღვანელოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოზარდთა მედიცინის ევროპული სასწავლო პროგრამის მომზადებაში (ცცცყუგეუფსრყსწქ), არსებითი როლი შეასრულა პროფესიონალების და მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლებაში მოზარდთა მედიცინის საკითხებზე (გამოსვლები ტელევიზიითა და რადიოთი, სტატიები მას-მედიაში და ასევე სამეცნიერო-პოპულარული წიგნი, გამოქვეყნებული უკრაინაში - ვოპროსთ6 ნა კოტორთე დო სიხ პორ უ მენჭ ნეტ ოტვეტა$$ კიევ, 2008). მისი თაოსნობით და რედაქტორობით გამოქვეყნდა ჟურნალ პუწკპშფტ ქუვშსფდ ტუცთ" ოთხი სპეციალური გამოშვება, მიძღვნილი მოზარდთა პრობლემატიკისადმი. არაერთგზის წარადგინა საკუთარი კვლევის შედეგები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. საქართველოსა და ქვეყნის გარეთ (აშშ, რუსეთი, შვეიცარია) მის მიერ გამოქვეყნებულია 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია ამ მიმართულებით, მათ შორის ერთი მონოგრაფია.

    მოპოვებულია ბაზისური მონაცემები მოზარდთა ჯანმრთელობასა და ქცევაზე (ალკოჰოლის, ნარკოტიკის, თამბაქოს მოხმარებაზე, სექსუალურ ძალადობაზე, სექსუალურ მომწიფებაზე, აფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, კვების ხასიათზე, ფიზიკურ აქტივობაზე, მამოდულირებელ ფაქტორებზე, მათ მისწრაფებზე და მომავლის გეგმებზე). ეს მონაცემები მიღებული იქნა დაახლოებით ათი ათასი მოზარდის ანონიმურ გამოკითხვის საფუძველზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მოლაპარაკეებში. მიღებული შედეგები გამოყენებულ იქნა მსოფლიო ტრენდების დაზუსტებისთვის. შემუშავებულია მოზარდთა ქცევის შესწავლის მეთოდოლოგიის კონცეფცია. დადგენილია მოზარდთა სექსუალური ქცევის თავისებურებები და მათი შეხედულებები ამ საკითხზე. დადგენილია ინტერნეტის ზედმეტად გამოყენების ეფექტები მოზარდების ჯანმრთელობაზე. დადგენილია სომატური დაავადებების თავისებურებები მოზარდებში, ვეგეტატიური, ენდოკრინული, იმუნური, ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი ამ დაავადებების პათოგენეზსა და გამოსავალში, დაზუსტებულია სიბრმავის დროს ადაპტაციის თავისებურებები, დადგენილია ავადობის სტრუქტურა ამ პერიოდში, ჩამოყალიბებულია მოზარდთა მედიცინის სწავლების თავისებურებები საერთაშორისო კონტექსტში, საერთაშორისო კვლევების საფუძველზე დადგინდა ჯესორის პრობლემური ქცევის თეორიის ვალიდობა ევრაზიული და დასავლური კულტურების კონტექსტში, სხეულის ობიექტური შემეცნებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი გოგონებში, ძილისა და მშობლებთან ურთიერთობის ხარისხის ურთიერთკავშირი. არამკაფიო ლოგიკის პრინციპების გამოყენებით დადგენილი იქნა სოციალურ-ეკონომიური ფაქტორებისა და ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის თავისებურებების ურთიერდამოკიდებულება მოზარდებში.

    გამოქვეყნებულ შრომებში წარმოდგენილი შედეგები პრიორიტეტულია, აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჟღერადობა.

    შეიძლება დავასკვნათ, რომ შრომათა ციკლმა "მოზარდთა ჯანმრთელობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევა" საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიო მეცნიერების საგანძურში. იგი ამ მიმართულებით პერსპექტივებს სახავს, შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზარდთა ჯანდაცვის შემდგომი ოპტიმიზაციის პრიორიტეტების დასადგენად.

    ირაკლი ფავლენიშვილი

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved