სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    15.08.2018

     პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მასთან ერთად პრეზიდენტების: ლიეტუვის - ვალდას ადამკუსის, ესტონეთის - ტოომას ჰენდრიკ ილვესის, უკრაინის - ვიქტორ იუშჩენკოსა და ლატვიის პრემიერ-მინისტრ ივარს გოდმანისის ჩასვლა თბილისში (12/08/2008) მაშინ, როდესაც რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში იყო, წარმოადგენდა უდიდესი მნიშვნელობის ქმედებას თავის ორივე განზომილებაში - როგორც აქტი პოლონეთის პოლიტიკის საქართველოსა და ბალტია-შავი ზღვის ინტერმარიუმის მიმართ.

    ტრადიცია

    პოლონეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ჯერ კიდევ დიდი სეიმის პერიოდში ქართველი დესპანები ჟეჩპოსპოლიტას სტუმრობდნენ და ინტერესდებოდნენ მისი მოწყობითი რეფორმებით. ორივე სახელმწიფოს დაცემამ ყქ||| და ყ|ყ საუკუნეების მიჯნაზე ისინი რუსეთის იმპერიისადმი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში მოაქცია.

    კავკასია და მათთან ერთად საქართველო, შემდგომ ეპოქაში, თავად ადამ იეჟი ჩარტორისკის სასტუმრო ლამბერტის "დიპლომატიის" ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ომთაშორის პერიოდში კი პილსუდსკის ბანაკის მიერ მხარდაჭერილმა პრომეთეიზმის იდეამ განაპირობა, რომ 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მრავალმა ქართველმა პოლონურ არმიაში კონტრაქტის ოფიცრად დაიწყო სამსახური.

    მათ შორის იყო დიმიტრი შალიკაშვილი, ვისი შვილიც, 1936 წელს ვარშავაში დაბადებული იანი (ჯონ-მალხაზი) 1993/1997 წლებში - პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების მცდელობების პერიოდში, თავმჯდომარეობდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კოლეგიას და ამ ფუნქციის შესრულებისას, მხარს უჭერდა პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების მცდელობებს.

    ამდენად, საქართველო პოლონეთისთვის, ბევრი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, არ არის შორეული ეგზოტიკური ქვეყანა.

    საქართველოს დეზინტეგრაციამ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სეცესიური ომებითა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობით დამთავრებულმა სამოქალაქო ომმა გამოიწვია, რომ მიუხედავად პოლონეთ-საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრაქტატის ხელმოწერისა (20.04.1993), ურთიერთშორისი კონტაქტები 2003 წლამდე დაბალ დონეზე რჩებოდა.

    ნატო-ს ბუქარესტის სამიტი - აგრესიაზე მოპატიჟება

    "ვარდების რევოლუცია" (2003) გარდამტეხი აღმოჩნდა პოლონურ-ქართულ ურთიერთობებში. ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებით მიხეილ სააკაშვილის საქართველომ კურსი დასავლეთისკენ აიღო. პოლონეთი მას მხარს უჭერდა ამ მცდელობებში.

    2007 წელს საქართველოს გადაეცა შეიარაღება, მათ შორის - 30 მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "გრომი" და 100 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა. ისინი, ქართული ჯარის მიერ, კარგი შედეგით (12 გასროლაზე 9 მიზანში მოხვედრა) იქნა გამოყენებული რუსეთთან ომში.

    პრეზიდენტი კაჩინსკი პრეზიდენტების: რუმინეთის - ტრაიან ბასესკუსა და ლიტვის - ვალდას ადამკუსთან ერთად ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში (2/4 |ქ 2008) აშშ-თან ერთად თავდაუზოგავ დიპლომატიურ ბრძოლაში ჩაება, რათა საქართველოსა და უკრაინისთვის მიენიჭებინათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (ქფზ).

    სამწუხაროდ, რუსეთის ინტერესების შებღალვით შეშინებული საფრანგეთისა და გერმანიის უარმა გამოიწვია ამ საკითხის გადაჭრის ნატო-ს მომდევნო სამიტისათვის გადავადება, ანუ იმავე წლის დეკემბრამდე.

    ოფიციალური მიზეზი, რის გამოც პარიზი და ბერლინი საქართველოს კავშირში გაწევრიანების კანდიდატად აღიარების წინააღმდეგ გამოვიდნენ, იმის მტკიცება იყო, რომ ამ ქვეყანას მეზობლებთან აქვს მოუწესრიგებელი ტერიტორიული დავა და ნატო-ს მხრიდან მასზე უსაფრთხოების გარანტიის გავრცელებამ შეიძლება, კავშირი რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიოს.

    სიგნალმა, რომელიც ამგვარად იქნა გაგზავნილი მოსკოვში, ომის პროვოცირება გამოიწვია. კრემლში ნატო-ს პოზიცია წაკითხული იქნა, როგორც მტკიცება: "დეკემბრამდე გაქვთ ვადა, დაამტკიცოთ, რომ გერმანია და საფრანგეთი მართალი არიან და ამგვარად აღკვეთოთ კავშირის გაფართოება კავკასიაზე".

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემთხვევაში დამატებითი მორალურად დამამძიმებელი ის ფაქტიც არის, რომ ბერლინის მიერ საქართველოსადმი გამოყენებული კრიტერიუმებით, 1955 წელს ბონის წინააღმდეგ რომ ეხელმძღვანელათ, გერმანია დარჩებოდა კრემლის ნების ამარა.

    რადგან, მისი ნატო-ში გაწევრიანების მომენტში, იგი დანაწევრებული ქვეყანა იყო, დასავლეთ ბერლინით, როგორც სსრკ-თან კონფლიქტის საფუძვლით, რომელმაც ერთხელ უკვე დააყენა ევროპა და აშშ ომის პირას და მომავალში კიდევ ითამაშებს ამ როლს.

    გერმანელებს, მიუხედავად მათგან მოყენებული მძიმე გამოცდილებისა, ევროპამ და განსაკუთრებით ამერიკამ, 1955 წელს და ბერლინის კრიზისის ორივე პერიოდში (1948-49 და 1958-61) სოლიდარობა გამოუცხადეს, თუმცა თუ რომელიმე ხალხმა დაიმსახურა რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და დანარჩენი მსოფლიოს გულგრილობა, ასეთი სწორედ ისინი არიან.

    საქართველო კი, რომელსაც წარსულში არავითარი ცოდვა არ ამძიმებს, ამავე გერმანელების წყალობით, სოლიდარობას მოკლებული აღმოჩნდა.

    რუსეთის აგრესია

    ნატო-ს გადაწყვეტილებამ გაააქტიურა რუსული საომარი სამზადისი. 2008 წლის 20 აპრილს რუსულმა ქ|პ 29-მ აფხაზეთში ჩამოაგდო ქართული მზვერავი დრონი. მაისიდან ივლისამდე რუსი სამხედროები ათეულ წელზე მეტი უმოქმედო, მაგრამ საქართველოზე თავდასხმის ლოგისტიკური მომსახურებისთვის აუცილებელი სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზა აღადგინეს.

    ივლისში რუსებმა ჩაატარეს მანევრები "კავკასია 2008", საქართველოს საზღვართან გადაისროლეს ორი დივიზია და 700 საბრძოლო მანქანა. აგვისტოს დასაწყისიდან "სამხრეთ ოსეთში" განახორციელეს სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია და გააძლიერეს პროვოკაციული საარტილერიო სროლები რუსი "სამშვიდობოების" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიდან ქართული სოფლების მიმართულებით.

    8 აგვისტოს, დილის 4:00 სთ-ზე ქართულმა ჯარმა ამ სროლებს ცხინვალზე შეტევით უპასუხა. სამწუხაროდ, ქართველებმა ვერ მოახერხეს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე როკის გვირაბის (ერთადერთი გზა კავკასიონში) განადგურება, რომლითაც უკვე 11:00 სთ-დან დაიწყო რუსულმა არმიამ შეჭრა.

    მოსკოვი საქართველოზე თავდასხმას წარმოაჩენს, როგორც თავდაცვას. ოსების პასპორტიზაციამ (მათთვის რუსეთის მოქალაქეობის დარიგება) მა საშუალება მისცა, თავი "საკუთარი მოქალაქეების დამცველად" გამოეცხადებინა.

    ომის დაწყების მომენტში რუსეთი იურიდიულად აღიარებდა "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს ნაწილებად. მან საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა საქართველოს მიერ კონტროლირებად რაიონებს რუსეთის მიერ კონტროლირებადი (რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ოფიცრების მიერ მართული) "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიიდან, ხოლო შემდეგ თავისი ჯარი შეიყვანა საქართველოს ფორმალურ ტერიტორიაზე.

    ამდენად, რუსეთმა აჩვენა გაერო-ს კონვენციით ჩამოყალიბებული აგრესიის განმსაზღვრელი ყველა ნიშანი, ჩამოთვლილი გაერო-ს 1974 წლის 14 დეკემბრის გენერალური ასამბლეის (ყყ|ყ) 3314-ე რეზოლუციის მე-3 მუხლში.

    ლეხ კაჩინსკი თბილისში

    პრეზიდენტი კაჩინსკი შევიდჯერ არის ნამყოფი საქართველოში. მათ შორის მისი 2008 წლის 12 აგვისტოს ვიზიტი განსაკუთრებულია. საქართველოში ცენტრალური ევროპის ლიდერების ჩასვლას, პოლონეთის რესპუბლიკიის პრეზიდენტის მეთაურობით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის პირობებში, ჰქონდა მრავალმხრივი პოლიტიკური დემონსტრაციის ხასიათი და პოლიტიკურად სერიოზულად გაართულა რუსეთის მიერ თბილისზე შეტევის გაგრძელება.

    ქალაქის შტურმი, სადაც იმყოფებოდნენ ხუთი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რუსეთის იმიჯისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.

    პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისის ცენტრში მანიფესტაციაზე რუსული იმპერიალიზმის ბუნებისათვის დასმული დიაგნოზი, რომელიც თუ გადამჭრელ წინააღმდეგობას არ გადაეყრება, საფრთხეს შეუქმნის სხვა ქვეყნებსაც - უკრაინას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, დაბოლოს - პოლონეთს, 2014 წელს, მის პირველ ნაწილში, ასრულდა. მაგრამ ეს ხელს არ აძლევდა არც უგ-ს, რომელიც თავს იტყუებდა ილუზიით "პარტნიორობა მოდერნიზაციისთვის", არც ობამას აშშ-ს, რუსეთთან "რუსეთის" განმახორციელებელს.

    დასკვნები

    პრეზიდენტ კაჩინსკის აქციამ აჩვენა, რომ რუსული საფრთხის პოლონეთისეულ ხედვას იზიარებენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა მიუხედავად იქ არსებული შიდა დაპირისპირებისა (პრემიერი იულია ტიმოშენკო ჩუმად განერიდა რუსეთის დაგმობას პრეზიდენტ იუშჩენკოს მხრიდან) და საქართველო.

    იყო პოლიტიკური ერთობლივი კავშირის შექმნის მცდელობა, უგ და ტფეწ-ზე ზემოქმედების განხორციელების მიზნით, რათა მათ უფრო მკვეთრად გამოეხატათ რეაქცია რუსული ექსპანსიონიზმის მიმართ. თუმცა, ტფეწ-ს შორის კონფლიქტმა გამოიწვია, რომ იგი, დონალდ ტუსკის ხელისუფლების მიერ, იქნა დაკნინებული და პოლონურ საზოგადოებრივ აზრს მიეწოდა, როგორც ავანტიურიზმი.

    პრეზიდენტ კაჩინსკის პოლიტიკისკენ შებრუნება მხოლოდ 2015 წელს გახდა შესაძლებელი, როცა პოლონეთისა და რუმინეთის ინიციატივით შექმნა "ბუქარესტის ცხრიანი" (პოლონეთი, რუმინეთი, ბალტისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი) და წარმატებით დაარწმუნა ტფეწ ამ კავშირის აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებელი ქმედებების საჭიროებაში.

    ფშემისლავ ჟურავსკი ფელ გრაევსკი (პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved