სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    06.09.2018

    ანზორ საკანდელიძ, რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

    1998 წელს სტრასბურგის სასამართლოს ზეწოლით საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულებად ოფიციალურად ცნო 11 სახის დაზარალებულები (მათ შორისაა 2 მილიონზე მეტი მეანაბრე მილიარდობით დოლარის დაზარალებით) და პირველ ეტაპზე დაზარალებულების საკომპენსაციო შიდა ვალად აღიარა 1,2 მილიარდი ლარი. შევარდნაძის მთავრობამ დაზარალებულების საკომპენსაციოდ იმავე 1998 წელს ბიუჯეტში გამოყო 200 მილიონი ლარი და ამის შემდეგ დღემდე არც ერთ მთავრობას დაზარალებულთა ზარალის ასანაზღაურებლად არც ერთი ლარი არ გამოუყვია.

    20 წელიწადია, ეს პრობლემა გაყინულია იმის მიუხედავად, რომ 2004 წლიდან დღემდე ფინანსთა მინისტრების თავმჯდომარეობით ოფიციალურად შექმნილია ამ შიდა ვალის მომსახურება-გასტუმრების სამთავრობო კომისია მინისტრებისა და თბილისის მერის შემადგენლობით, რომელიც ფაქტობრივად უმოქმედოა.

    მთავარი დამნაშავეა ნოდარ ხადური. ის შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობებში იყო რა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, "ქართული ოცნების" მთავრობაში კი - ფინანსთა მინისტრი, თავის შეფებს, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილსაც, სისტემატურად არწმუნებდა, რომ ბიუჯეტის დამანგრეველი კოლოსალური საბიუჯეტო ხარჯების გაღების გარდა სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების სხვა გზა არ არსებობდა. არადა, 2000 წლიდან დაწყებული, ჩვენ ასეთი რამდენიმე პროგრამა დავამუშავეთ, მათ შორის - ჩვენ მიერ მიგნებულ-დაპატენტებული საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების გამოყენებაზე, მცირე მეწარმეობის ფორსირებულ აღორძინებასა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებაზე დაფუძნებული ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა.

    ეს პროგრამა 2011 წელს მოიწონა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიამ და პირადად ამ აკადემიის რექტორმა აკადემიკოსმა ლეო ჩიქავამ. მოწონებული იქნა აგრეთვე 2013 წლის 24 მაისს ეკონომიკურ მეცნიერებთა დოქტორის, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის ხელმძღვანელობით მოწყობილ ორდღიან დიდ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა დაზარალებულ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების 20-წლიანი გაყინული პრობლემის მოგვარებას. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ შესანიშნავად ორგანიზებულ ამ კონფერენციაზე წარმოდგენილ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების უამრავ პროგრამას შორის ჩვენი პროგრამა იყო ერთადერთი, რომელიც ბიუჯეტიდან არავითარ დაფინანსებას არ ითხოვს და, პირიქით, დასაქმების პრობლემის მოგვარებასთან ერთად ბიუჯეტში დამატებით შეაქვს სოლიდური შემოსავლები!

    ისიც აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 25 თებერვალს ფინანსთა სამინისტროში მოეწყო ძირითადად ამ მეგაპროგრამაზე დაფუძნებული, სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა #6333), 57-გვერდიანი და პრაქტიკული ამოქმედებისათვის უკვე გამზადებული ჩარჩო-პროგრამის, "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამის" დადებითი განხილვა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. 2018 წლის 30 იანვარს კი იუსაიდ-ის ეგიდით სასტუმრო "რედისონში" მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევების თემაზე ჩატარდა ასევე დიდი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

    ჩვენი უნიკალური კონცეფცია-პროგრამის დაბლოკვა დაიწყო გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრად მუშაობის დროს და ბოლომდე გააგრძელა პრემიერ-მინისტრად მუშაობის უკანასკნელ დღეებამდე. ამით მან უზარმაზარი კორუფციული გზა გაუხსნა თავის სამთავრობო პროგრამას მცირე მეწარმეობის შესახებ, რომელიც ბიუჯეტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდა. კვირიკაშვილის მიერ მთავრობის #100 დადგენილებად ხელმოწერილი სამთავრობო პროგრამა 2016 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ დღემდე არ ამოქმედებულა და არც არასდროს ამოქმედდება, რადგან ამ ვითომ "პროგრამას" ნამდვილი სამთავრობო პროგრამის არაფერი სცხია, მასზე დახარჯულმა ათეულობით მილიონმა ლარმა კი ჩაილურის წყალი დალია!

    სამწუხაროდ, კვირიკაშვილი-ხადურის ტანდემმა ყველაფერი გააკეთა ჩვენი კონცეფცია-პროგრამის დასაბლოკად. მიუხედავად ამისა, უფასოდ, მხოლოდ შიშველ ენთუზიაზმზე დაფუძნებულ ჩვენს საქმიანობას მაინც ვაგრძელებთ, რათა ბოლომდე შევასრულოთ ჩვენ მიერ აღრიცხული, ჯერჯერობით იმ 20 ათასამდე სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულისადმი მიცემული პირობა. საჭიროა, 2 ეგზემპლარად მოტანილი, ნოტარიულად დამოწმებული 100 მილიონამდე საბჭოთა მანეთის დაზარალების დოკუმენტების საფუძველზე მივცეთ 100 მილიონამდე ლარის საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქები დაზარალებულთა საკომპენსაციოდ გასაცემი 1 მილიარდი ლარის დარჩენილი სახელმწიფო შიდა ვალის ანგარიშში.

    თუ ამას არ გააკეთებდა კვირიკაშვილის მთავრობა, ჩვენ ამ 100 მილიონი ლარის სარჩელს შევიტანდით სტრასბურგის სასამართლოში (ამიტომ ვიბარებთ დოკუმენტებს 2 ეგზემპლარად). დაზარალებულები 100 მილიონი ლარის თამასუქების ნაცვლად პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღებდნენ 100 მილიონ ლარს, ხოლო კვირიკაშვილის მთავრობა 100 მილიონი ლარის შიდა ინვესტიციების ნაცვლად მიიღებდა 100 მილიონი ლარის ვალის იძულებით გადახდას. ეს იძულებითი გადახდები ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გაიზრდებოდა კოლოსალურად სახელმწიფოს მიერ დაზარალებულებზე გასაცემი მილიარდობით დოლარის ზარალის ანაზღაურების ვალდებულებიდან გამომდინარე, რასაც სტრასბურგის სასამართლო დააკისრებდა საქართველოს.

    ბატონი მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ დიდი იმედი გაგვიჩინა, რომ აღარ დაგვჭირდება სტრასბურგის სასამართლო და იმედია, მისი ძალისხმევით საქართველოში მალე ამოქმედდება ჩვენი კონცეფცია-პროგრამის მართლაც უნიკალური რეფორმები, პირველ რიგში კი, მცირე მეწარმეობის, ანუ დასაქმებისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების, ანუ სამართლიანობის აღდგენის ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამის რეფორმები.

    მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა გამორჩეული რეფორმატორი მინისტრი კახი კახიშვილი და მას დაავალა საქართველოში რეფორმების ხელმძღვანელობა. იმედია, ჩვენი კონცეფცია-პროგრამის რეფორმებსაც ბატონი კახი უხელმძღვანელებს. აქვე გვინდა ერთი რჩევაც მივცეთ ბატონ მამუკას, რომ 2004 წლიდან დაარსებული დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისიას, რომლის წევრები არიან მინისტრები და თბილისის მერი, ფინანსთა მინისტრის ნაცვლად უხელმძღვანელოს ბატონმა კახიმ. ის გააცოცხლებს ამ მკვდარ კომისიას და მაქსიმალურად დააჩქარებს მოსახლეობის როგორც დასაქმების, ისე დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების 20-წლიანი გაყინული პრობლემის უფასოდ მოგვარების რეფორმების ფორსირებულად ჩატარებას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    MZIRALI   (11.09.2018)
    ,,ატონი მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ დიდი იმედი გაგვიჩინა, რომ აღარ დაგვჭირდება სტრასბურგის სასამართლო "... და თქვენ ამის გჯერათ?მეცინება..


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved