სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    06.10.2018

    "ჩვენ ვაჟკაცობა

    ძველთაგან მოგვდევს,

    ყველამ გაიგოს, ყველამ

    იცოდეს,

    ჩვენ შეიძლება

    ბრძოლაში მოვკვდეთ,

    მაგრამ არც მაშინ

    ვტოვებთ სიცოცხლეს!"

    ლადო ასათიანი

    საქართველოს შადიმანები რომ არასდროს აკლდნენ, არ ახალია! საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის საწინააღმდეგოდ მიმართული შევარდნაძის ვერაგული მოღვაწეობა, რომელიც სათავეს 1972 წლის სექტემბრიდან იღებს, დღემდე რომ გრძელდება, ესეც ნათელია! რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. დაწყებული მასობრივი დაპატიმრებებით, "თვითმფრინავის ბიჭების" და მათთან ერთად იმ მომენტისათვის(!) უდანაშაულო მღვდლის - თევდორე ჩიხლაძის დახვრეტა! მისი ხელდასხმით, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით უკიდურესი სისასტიკით სამეგრელოში, ხუთგზის სადამსჯელო ექსპედიციების (ეგზეკუციების) მოწყობა! რაც არანაკლები სისასტიკით, უფრო უარეს ფორმებში გაიმეორეს "ნაცებმა" ისევ სამეგრელოში!

    აფხაზეთში და "სამხრეთ ოსეთში" პროვოცირებულმა ძმათამკვლელმა ომებმა უამრავი ახლგაზრდის და არა მარტო ახალგაზრდის, ბევრი ძველგაზრდის სიცოცხლეც შეიწირა! დაღუპულებს დარჩათ ოჯახები (მშობლები, მეუღლეები, შვილები), რომლებიც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ სხვადასხვა სახის დახმარებას!

    დღეს, როგორც არასდროს, წინა პლანზე იწევს ჩვენი ძირძველი კუთხეების, უფრო სწორად აფხაზი და ოსი თანამოძმეების დაბრუნების იდეა! აგრეთვე, ბრძოლებში (აქეთაც და იქითაც, რომელიც გაიმეორეს 2008 წლის 8 აგვისტოს) ათასობით გმირულად დაცემული მებრძოლის სახელის უკვდავყოფა და მათი ოჯახების წევრთა სოციალური დაცვის საკითხები. ამას ემატება იმ უბედურებების დროს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ათიათასობით დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე ზრუნვა!

    ნამდვილად დადგა დრო, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულთა ნასისხლარზე მშვიდობიანი, წითელი ყაყაჩოები აბრიალდეს!

    ამ უდავოდ კეთილშობილური მიზნების განხორციელების საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილის შესატანად დაფუძნდა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფის საქველმოქმედო ფონდი "სანთელი"! ფონდის დამფუძნებელი გახლავართ მე, ანზორ ალექსანდრეს ძე დანელია, ორი დაღუპული მებრძოლის მამა! ხოლო ფონდის გამგეობის წევრია დაღუპული მებრძოლის - ირაკლი დანელიას შვილი გიორგი დანელია!

    ფონდის ძირითადი მიზნებია:

    - დაღუპულების უმწეო ოჯახების ეტაპობრივი დახმარება;

    - დაღუპულების სწავლაში წარჩინებული შვილებისათვის სტიპენდიის დანიშვნა;

    - დაღუპულების შვილებისათვის სწავლის საფასურის გადახდა, შესაძლებლობის ფარგლებში;

    - დაღუპულების ოჯახების წევრების მკურნალობისათვის ფინანსური დახმარება;

    - ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების სახელზე ახალი მემორიალების მოწყობა რეგიონებში, მათი დაბადების ადგილებზე, ანუ მათ სამშობლოში;

    - პრესსამსახურის დაარსება და გაზეთის გამოშვება;

    - დაღუპულების ხსოვნის მუზეუმის დაარსება.

    როგორც ფონდის სახელწოდებიდან ჩანს, იგი დასაწყისში იარსებებს შემოწირულობებით! ხოლო შემდეგ საქმიანობას გააგრძელებს მის შემადგენლობაში შექმნილი დამხმარე საწარმოებისაგან მიღებული შემოსავლით.

    ტრადიციულად, საქართველოს არასოდეს ჰკლებია ქველმოქმედი, კეთილი, მოწყალე, ანუ, როგორც სულხან საბა განმარტავს, "წყალობის მქმნელი" ადამიანები! ამის დასტურად ზუბალაშვილებისა და სარაჯიშვილების საყოველთაოდ ცნობილი გვარებისა და მათ მიერ განხორციელებული წამოწყებების გახსენებაც კმარა. სწორედ ასეთ, სიკეთისა და სამადლო საქმის მქმნელ პიროვნებებზე წერს დიდი ილია: "მადლისმყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა!"

    ქველმოქმედები არც დღეს აკლია საქართველოს!

    ამდენად, ვიმედოვნებ, რომ შეძლებისდაგვარად თანადგომას, შემწეობასა და დახმარებას არ დაიშურებთ ფონდ "სანთელისათვის". თქვენს წილს შეიტანთ მისი გაძლიერება-განმტკიცებისა და მისი კეთილშობილური მიზნების განხორციელებაში. თქვენი თანადგომა იქნება კიდევ ერთი ანთებული სანთელი, მიძღვნილი მათი უმანკო ხსოვნისადმი!

    ჩვენი რეკვიზიტებია:

    ანგარიშის მიმღები: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფის საქველმოქმედო ფონდი "სანთელი".

    ანგარიშის ნომერი:

    GE67LB0115114294158000

    ანგარიშის ვალუტა: ლარი

    მიმღების ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

    მიმღები ბანკის SWIFTკოდი: LBRTGE22

    ანგარიშის ნომერი: GE40LB0115114294158001

    ანგარიშის ვალუტა:USD

    მიმღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

    მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

    ანგარიშის ნომერი: GE13LB0115114294158002

    ანგარიშის ვალუტა: EUR

    მიმღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

    მიმღები ბანკის SWIFT კოდი LBRTGE22

    ანგარიშის ნომერი: GE13115114294158003

    ანგარიშის ვალუტა: RUB

    მიმღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

    მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

    გფარავდეთ მამაზეციერი და დედა ღვთისმშობელი! ამინ!

    ანზორ დანელია

    ფონდ "სანთელის" თავმჯდომარე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved