სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    08.10.2018

    რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

    საპრეზიდენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო შეჯიბრება. სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი პოლიტიკური რესურსის პრეზიდენტობა იყო ცვლილებებისა და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნის საფუძველი. ასეთ პრეზიდენტს უნდა შეექმნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გახდებოდა საზოგადოების აქტივიზაციისა და იზოლირებული საზოგადოების გაერთიანების პლატფორმა.

    სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის პოლიტიკური ზურგის ქარი ქართული საზოგადოების მასებიდან არ არის წარმოქმნილი, ხოლო ძირძველი პარტიები საშუალოვადიან პერსპექტივაში არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან საზოგადოებრივი მხარდაჭერით.

    მოძველდა პოლიტიკური დაპირებები და იმედი. გაუგებარია იმ კანდიდატების დაპირებები, რომლებმაც არც ხალხის ხმა იციან და არც პრობლემების გადაჭრის გზები. დაშტამპულია პოლიტიკური განცხადებები. მთავარი არ არის, პრეზიდენტი ხალხში ივლის თუ არა, მთავარია, რას გააკეთებს ქვეყნისათვის (განსაკუთრებით მიკრო და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით).

    უნდა აღინიშნოს, რომ ძველი პოლიტიკური მემკვიდრეობის ფონზე, დაბალია მოლოდინი, რომ მოხდება რადიკალური გარდაქმნა და სისტემის გამოცოცხლება. ამასთან, ძველი პოლიტიკური მიქსის ფორმატში დარგების მოძრაობაც რეცესიული მიმართულებისაა.

    ასეთი მოცემულობიდან გამოსავალი არის ქვეყნის სრულ განახლებაში, რომელიც უნდა მოხდეს შემდეგი გზით:

    - უფრო მეტი ახალი პოლიტიკური რესურსი. აღსანიშნია, რომ რაც უფრო მეტი ახალი პოლიტიკური რესურსი ჩნდება ასპარეზზე, მით მეტი რესურსისა და ძალის დახარჯვა უწევთ მის "დასაბლოკად". პოლიტიკური გარემოს შეცვლით დაიძლევა მემკვიდრეობითი მოცემული ღრმა ეკონომიკური პრობლემები;

    - საზოგადოების პოლიტიკური ენერგიისა და აქტივიზაციის ზრდა. ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც მმართველები და ვერც მონარქი ვერ გიბრძანებს საზოგადოებრივ მხარდაჭერას და ვერც არაეფექტიანი მართვისადმი შეგუებას. დღეს საზოგადოების პოლიტიკური აქტივიზაცია მაღალია და, სწორედ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საზოგადოების პოლიტიკური ენერგია უნდა გახდეს ცვლილებებისა და საქართველოს არსებითი განახლების ლოკომოტივი;

    - საზოგადოების მონიტორინგის ზრდა. ეკონომიკური პატრიოტიზმის ფარგლებში, მკაცრად უნდა შემოწმდეს, რომელი სფეროა ეკონომიკის მუხრუჭი, რა ვნებს დარგებს, საზოგადოებას და ქვეყანას. ამ მიზნით უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი კომისიები;

    - დადგინდეს საბიუჯეტო რესურსებზე მყოფი ორგანიზაციების მმართველობითი იზოლაციონიზმი და მათი არსებობის მიზანშეწონილობა. შესაფასებელია ის ფაქტორები, საერთაშორისო რეიტინგებში რატომ ვერ ლიდერობენ ორგანიზაციები (საბიუჯეტო რესურსებზე მყოფი), რატომ ვერ ქმნიან ახალს, რატომ არიან მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუანარიანი. შესაფასებელია, ვისი არაფორმალური გავლენა ემსახურება მდგომარეობის შენარჩუნებას, ჩაძირვის პოლიტიკას და მათ პიროვნულ შესაძლებლობებზე მორგებულ სტანდარტებს;

    - დარგების პრაქტიკული განვითარება. "ძახილით" ქვეყანა ვერ განვითარდება. ქვეყანაში თეორიული კონსტრუქციის დონეზე ვიცით ცალკეული სფეროს განვითარება. ქვეყანაში საჭიროა, დარგები პრაქტიკულად განვითარდეს;

    - საერთაშორისო ურთიერთობის გააქტიურება. სახელმწიფო ინტერესების დაცვით, ქვეყანაში მოქმედი უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლობების პოლიტიკის ცვლილება (პროგრამული დაფინანსების კუთხით). ცვლილებები, ძველ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ინტეგრირების ნაცვლად, ახალ ჯგუფებთან ახალ ჰორიზონტებს გააჩენს;

    ჯამში, აღვნიშნავ, რომ თუ პოლიტიკურ გარემოს ვერ შევცვლით, მაშინ პოლიტიკური გარემო შეგვცვლის ჩვენ. თუ პოლიტიკური გარემო გარდაიქმნება, სრულად შეიცვლება პოლიტიკური სისტემა, მართვის კონცეფცია, მოთხოვნების სპექტრი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (08.10.2018)
    პროფესორს! გასაგებია, რომ ახალი სახეები, ახალი პარტიები უნდა გამოჩნდეს და აშ., ა.შ. ა.შ. მაგრამ დღევანდელ დღეს, როდესაც ოცნებამ სრულად გაათახსირა ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა სამსახური მოშლილია, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს, 6 წელიწადში ბიუჯეტის ხარჯზე ასობით ადამიანი მილიონერი გახდა, კრიმინალები ყველას თავზე უსაქმებენ, დაპარპაშობენ როგორც უნდა . ბიზნესმენებს ბიძოს ხელდასმით ძარცვავენ, , მოკლედ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ამ ფონზე ოპოზიციას აკრიტიკებთ, იმის ნაცვლად, რომ ეს სამარცხვინო ქალი ბოძზე გააკრათ. ამიტომ თქვენი ტრაქტატი გამოგადგებათ ერთ ადგილას. პატივისცემით ქოცისტების მლანძღავი ერთი რიგითი მოქალაქე.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved