სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ მამუკა ბახტაძეს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს
    მოსაზრება
    14.11.2018

    არ და ვერ შეგაწუხებდით, რომ არა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 31 ოქტომბრის განცხადება, რომლითაც მან საზოგადოებას "ახარა" სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილება - აღნაგობის უფლების გაუქმება პირველი ინსტანციის მიერ, რომელიც დაიწყო 2018 წლის 8 ოქტომბერს და დასრულდა 2018 წლის 24 ოქტომბერს. სიმართლე გითხრათ, სასამართლოსაგან ეს გადაწყვეტილება არ გაგვკვირვებია. ეს ხომ ის ადმინისტრაციული სასამართლოა, რომელმაც თბილისის მეტროს მემანქანეებს კონსტიტუციური გაფიცვის უფლება ჩამოართვა.

    არ და ვერ შეგაწუხებდით, რომ არა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის  31 ოქტომბრის განცხადება, რომლითაც მან საზოგადოებას „ახარა“ სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილება -  აღნაგობის უფლების გაუქმება პირველი ინსტანციის მიერ, რომელიც დაიწყო 2018 წ. 08 ოქტომბერს და  დასრულდა 2018 წ. 24 ოქტომბერს. სიმართლე რომ გითხრათ, სასამართლოსგან ეს გადაწყვეტილება არ გაგვკვირვებია, ეს ხომ ის ადმინისტრაციული სასამართლოა, რომელმაც თბილისის მეტროს მემანქანეებს კონსტიტუციური უფლება - გაფიცვის უფლება ჩამოართვა. 

    ეს მხოლოდ ერთზე მიუთითებს - სასამართლო დღესაც პირნათლად ასრულებს   „წმინდა მიხეილის სასწავლებლის“  კურსდამთავრებულთა დავალებებს. ასეთ მოსამართლეებს 16 დღეში შეუძლიათ შეისწავლონ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ევროკავშირის დირექტივები, მოთხოვნები დარგების თავსებადობაზე , საქართველის კანონი ნარჩენების მართვაზე, ინტერესთა გამოხატვის სამთავრობოთაშორისო კომისიის მოთხოვნები, კომისიის ოქმები და ა.შ.

    როგორც ჩანს, თბილისის მერიაში მაწანწალა ძაღლმა უფრო მიიქცია ყურადღება, ვიდრე ინვესტორმა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, "კადევე ჯორჯიამ" ვერ შეძელო მათი ყურადღების დასსახურება. სამაგიეროდ, ქართული მართლმსაჯულება „საუკეთესო“ ტრადიციებით გაგვიმასპინძლდა რეკორდულად მოკლე ვადებში. სწორედ ჩვენზე ყოფილა ნათქვამი „ძაღლადაც არ ჩააგდესო“.

    შპს „ კა დე ვე ჯორჯია“, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტთან და შპს „თბილსერვისთან“ ერთად წარმოადგენენ 2017 წ. 15 სექტემბერს გაფორმებული   „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის“ ხელშეკრულების მხარეს, მემორანდუმის (რომელიც ძალაშია ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე) და ხელშეკრულების 1. მუხლის შესაბამისად, ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ „უსაფრთხო ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე, ამ კუთხით საზოგადოებრივი მოლოდინის უზრუნველყოფაზე, საზოგადოების ინტერესების დაცვაზე, ეკოლოგიური სარგებლის, გარემოსდაცვის და მუნიციპალური საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვაზე“.

     სწორედ აღნიშნული გვავალდებულებს საჯარო გავხადოთ ხელშეკრულება და მის გარშემო მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები. ჩვენ ვთვლით და დიდი აუდიტორული ოთხეულის მიერ მომზადებულმა დასკვნამაც დაუმტკიცა ინტერესთა გამოხატვის სამთავრობათაშორისო კომისიას, რომ ჩვენი შეთავაზება სრულად აკმაყოფილებს როგორც ევროკავშირის მოთხოვნებს, ისე საქართველოს კანონს ნარჩენების მართვის შესახებ. ამასთან, "კადევე ჯორჯიას" მიერ შეთავაზებული საყოფაცხოვრებო და მუნიციპალური ნარჩენების მართვის ციკლი იმდენად სრულყოფილია, რომ მუნიციპალიტეტს აღარ უწევს შეგროვება - სორტირება - რეციკლირება - განთავსებისთვის სახსრების გაღება და ყოველწლიურად უთავისუფლდება 16 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბუნკერების და ავტოტრანსპორტის შესაძენად.

    სასამართლომ ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოთაშორი გაფორმებულ ხელშეკრულებებს, პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიური საბჭოს გადაწყვეტილიბას, მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებებს, კომისიის გადაწყვეტილებას და ოქმებს, დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიის დასკვნას, გაფორმებულ და შესრულებულ მემორანდმს, გაფორმებულ ხელშეკრულებას და სხვა მრავალს თბილისის მერის მოადგილის წერილი ამჯობინა და მიწაზე აღნაგობის უფლება გააუქმა. მიწაზე, რომელზეც უნდა აშენდეს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო და ამისთვის ჩვენ როგორც ინვესტორმა, რომელმაც მემორანდუმის და ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა ყველა პირობა და დამატებით სახელმწიფო ყველა სტრუქტურას დაუფიქსირა მზადყოფნა შემდგომ პერიოდში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად.

    ბატონო ბიძინა, 

    ნუთუ დამოუკიდებელი საქართველოს აღარ დაუდგა ისეთი დრო, როცა სახელმწიფო მოხელემ სულ ცოტა ლელთ ღუნიას დონეზე მაინც იაზროვნოს და მხოლოდ თავისი სტომაქის და „ნაჩალნიკის“ დავალებების შემსრულებელი არ იყოს. ნუთუ მთელი ქვეყანა ვალდებულია წუწკი ჩინოსნების მოპარული ფულის გასტუმრება მომავალ თაობას უანდერძოს, და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ შვილებს საქართველოს ვუზრდით, ეს წუწკი ჩინოსნები კი თავის შვილებს სხვა ქვეყნებს უზრდიან და არანაირი ვალდებულებით საქართველოსთან არ არიან დაკავშირებულნი. დავიჯეროთ, ისე ამოვწყდით რომ არც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და არც დარგის სპეციალისტები აღარ მოგვეძებნება. თუ არ ვიმსახურებთ და მეტის ღირსებიც ვართ?

    ბატონო მამუკა, 

    რამდენად მისაღებია, რომ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული შენიშვნის განსამარტავად  პრემიერისთვის ინვესტორის მიერ გაგზავნილ წერილზე პრემიერის ნაცვლად რიგითი ჩინოსანი  დამამცირებელ, ირონიულ პასუხს უგზავნის და „აღსარებისთვის ეშმაკთან უშვებს“. თქვენ უწყებასთან არსებული „ბიზნესომბუდსმენი“ თავის (საჭურისობას) უმაქნისობას წერილობით რომ აღიარებს, ხოლო თქვენს უწყებასთან არსებული „ინვესტორთა მუდმივმოქმედი საბჭო“ სრულიად უარყოფს ინვესტიციებთან ურთიერთობას. ეგებ განგვიმარტოთ, ბატონო მამუკა, სად უნდა ეძებოს კეთილსინდისიერმა ინვესტორმა კითხვებზე პასუხი. ჩვენ კანონის სრული დაცვით გამოგვაცხადა ინტერესთა გამოხატვის სამთავრობოთაშორისო კომისიამ გამარჯვებულად, მანვე დაავალა თბილისის მუნიციპალიტეტს ჩვენთან, როგორც გამარჯვებულთან მემორანდუმის  და ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენი მხრივ, კეთილსინდისიერად  და დათქმულ დროში იქნა ყველა ვალდებულება შესრულებული. კანონმდებლობის და ვალდებულებების შესასრულებლად ჩვენ მიერ უკვე დახარჯულია რამდენიმე მილიონი ლარი და აღებული გვაქვს ყველა საჭირო ვალდებულება. ცხადია, მზად ვართ ხელშეკრულების განსახორციელებლად ჩავდოთ 82 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში გვიხსნიან, ამ ყველაფერს ხელს უშლის 2017 წ. 11 ოქტომბრის მთავრობის სხდომის 32-ე ოქმში დაფიქსირებული შენიშვნა, თუმცა იქვე აღიარებენ, რომ ამ შენიშვნას არანაირი კავშირი არა აქვს „ინტერესთა გამოხატვასთან“. ჩვენ, როგორც ინვესტორს, არანაირი საშუალება არ გვაქვს ჩავერიოთ თქვენსა და მუნიციპალიტეტს შორის დავაში. ყველა შეხვედრაზე და ყველა მიმოწერაში ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ კანონის ფარგლებში გადავხედოთ ხელშეკრულებას და გავითვალისწინოთ ახალი მოთხოვნები, მაგრამ პასუხად „ძაღლადაც არ გვაგდებენ“.

    ბატონო ბიძინა, 

    მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი გარემოცვიდან ამ საქმეზე მართალს ვერავინ გეუბნებათ. მე ქართლელი ვარ და პირში თქმა მიყვარს.  შენიშვნა, რომელიც მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ წარადგინა, არის ხელშეკრულების მოშლის მცდელობა, ხოლო ალტერნატივად მერია ამზადებს მოსაკრებლის იმგვარ სქემას, რომელის დაახლოებით ორ წელიწადში ნარჩენების შეგროვების ევროპულ ტარიფს მოგვცემს, ანუ დაახლოებით ისეთს, „ნაცების“ დროს რომ იყო - „დენზე მიბმული ნაგავი“. ეს რას გამოიწვევს, ალბათ ხვდებით. ერთი მთავარი მინიშნებაც მინდა მოგცეთ: ის ვინც შენიშვნა მიაწოდა მთავრობას და რის საფუძველზეც ხელშეკრულება ძალაში ვერ შედის, შემდეგ მოგვევლინა მუნიციპალიტეტში დარგის ხელმძღვანელად და უკვე ახალი სამსახურიდან ცდილობს ხელშეკრულების მოშლას.

    ჩვენი აზრით, ადგილი აქვს ევროკავშირთან თავსებადობის ხელშეკრულების საბოტაჟს, მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მცდელობას და რაც მთავარია - საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. ალბათ, ამ ყველაფრით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

    ამ ღია წერილის პარალელურად ოფისში მოგართმევთ მთელ დოკუმენტაციას და მიმოწერას მუნიციპალიტეტთან, პრემიერთან და სახელმწიფო სხვა სტრუქტურებთან. რითიც დარწმუნდებით, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ყველა ბრალდებაზე. თქვენგან იგნორირების შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას საჯარო გავხადოთ აღნიშნული საქმე, მოვაწყოთ საჯარო განხილვა და მივმართოთ ევროკავშირის საელჩოს და საერთაშორისო სტრუქტურებს. 

    შპს „კა და ვე ჯორჯია“- ს დირექტორი

    ვაჟა სამადბეგიშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved