სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.12.2018

    რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი

    აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში მომხდარი რუსეთ-უკრაინის საზღვაო კონფლიქტი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან შეფასდა როგორც სახიფათო ესკალაცია, საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რეგიონის დესტაბილიზაცია, უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა. რუსეთის მხრიდან კი განხილულ იქნა, როგორც უკრაინის პროვოკაციული ქმედება და სახიფათო ინციდენტი. ამასთან, პრობლემის გადაჭრისათვის დასახელდა დეესკალაციისა და დიალოგის აუცილებლობა.

    ბუნებრივია, ესკალაციისა და აგრესიის ფასი მაღალია როგორც კონფლიქტური რეგიონებისათვის, ისე მეზობელი ქვეყნებისთვისაც, მათ შორის საქართველოსთვის. სამწუხაროდ, რადგან ქართული ეკონომიკა მოწყვლადია რეგიონული გამოწვევებისადმი, ამიტომ კონფლიქტის გაღრმავება პირდაპირ და ირიბ გავლენას იქონიებს ქართულ ეკონომიკაზეც.

    რეგიონული კონფლიქტების (გამწვავების შემთხვევაში) თანმდევი ეკონომიკური გავლენიდან შეიძლება აღვნიშნოთ შემდეგი პრობლემები: ინვესტიციების, საგარეო სავაჭრო ბრუნვის, სამომხმარებლო და საქმიანის აქტივობის, ტურისტებისა და კაპიტალის ნაკადების შემცირება. ასევე, რყევები ფინანსურ ბაზრებზე.

    დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან უკრაინა და რუსეთი (ასევე, უმსხვილესი ქვეყნების სია მოიცავს თურქეთს, ჩინეთს, აზერბაიჯანს, გერმანიას, აშშ-ს, სომხეთს, საფრანგეთსა და იტალიას). საქართველო აქტიურად ითვისებს აღნიშნული ქვეყნების საექსპორტო და საიმპორტო პოტენციალს.

    დასტურდება, რომ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში უკრაინასთან და რუსეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.675 მლრდ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობამ 1.12 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო უკრაინასა და რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობამ - 486.9 მლნ დოლარი.

    მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რადგანაც უკრაინის პროდუქციის ექსპორტის 80% ხორციელდება ზღვებით (აზოვისა და შავი ზღვის გავლით), ესკალაციისა და დესტაბილიზაციის პროცესები საქართველოს სავაჭრო გარემოს ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება იქცეს.

    თვალსაჩინოა საქართველოში რუსეთისა და უკრაინის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც. კერძოდ, 2017 წელს რუსეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 47.7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო უკრაინის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ - 5.3 მლნ დოლარი.

    აყოველწლიურად იზრდება უკრაინიდან და რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც. თუ 2017 წელს რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 1.3 მლნ-ს აღწევდა, 2018 წლის 10 თვეში აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 1.4 მლნ-ს გადააჭარბა.

    სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული კონფლიქტების ფონზე, საქართველო კვლავ რჩება გეოსტრატეგიული "მიდრეკილებების" მქონე ქვეყნის პირისპირ პოლიტიკური გამოწვევებით, გაყინული კონფლიქტებისა და ბორდერიზაციის პრობლემით, რომლის გადაჭრის რესურსი ქართულ პოლიტიკაში კვლავ არ არის (იქნება, როდესაც ახალი პოლიტიკური ძალა მოვა).

    საბოლოო ჯამში, როდესაც მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის გადაწყვეტა არ მოხდება, ამიტომ მოსალოდნელი ესკალაციის რისკების ფონზე, უნდა ამაღლდეს ქვეყნის მზაობა ფინანსური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიმართულებითთ

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved