სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ერთადერთი ქვეყანა, რომლის არც ხელისუფლებამ და არც მოქალაქეებმა არ იციან სახელმწიფო დროშის შინაარსი
    მოსაზრება
    14.01.2019

     ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    "ქართული ოცნების" წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილი სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებითაც გვპირდებოდა "სამართლიანობის აღდგენას", თუმცა, სადღეისოდ, მხოლოდ მერიის მცირე გუმბათებიდან ჩამოიხსნა სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს აღმართული 8 "ხუთჯვრიანი", ფაქტობრივად კი, პარტიული დროშა, რომელიც გლოვის დღეებშიც კი არ ეშვებოდა...

    ფაქტია, რომ არსებული სახის "ისტორიული" დროშა პირველად "მოქკავშირის" ღონისძიებებზე 1995 წელს გამოჩნდა. "ოპოზიციონერმა" სააკაშვილმა ის ჯერ "ნაცმოძრაობის" სიმბოლოდ აქცია, მერე დავით აღმაშენებლის დროშად "მონათლა" და სახელმწიფო დროშადაც "გაამწესა", ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ჰერალდიკის საბჭოს მიერ ადრე "ჯვაროსან ჯოფრუა დე ბუილონის გერბად, იერუსალიმის გერბად და წმინდა ნიშნად" მოხსენიებული სიმბოლო საქართველოში უკვე "სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად" ჩათვალა...

    მიუხედავად, რომ მე-5 პრეზიდენტსაც არ აქვს პასუხი კითხვაზე სახელმწიფო დროშა ორიგინალურია, პარტიული, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური, მან პირველი პრესკონფერენცია 5 ხუთჯვრიანი დროშის ფონზე ჩაატარა. ამდენად, სწორედ დღეს მინდა მოქალაქეებს შევახსენო, რომ 2004 წლის 14 იანვარს მოხდა "ვადაგასული" დეპუტატების "მობილიზება" (1999 წელს არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდა) და ახალი ("რევოლუციური") დროშის ცაიტნოტურ რეჟიმში "დაკანონება", ისე, რომ "მოქკავშირელი" საპარლამენტო უმრავლესობიდან მისი აღწერილობის თაობაზე არავის ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა... (მხოლოდ გურამ შარაძე იყო ჯვაროსნულ-კათოლიკური სიმბოლოს სახელმწიფო დროშად დაკანონების კატეგორიული წინააღმდეგი).

    ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ სააკაშვილის 2004 წლის 25 იანვრის #31 ბრძანებულებით მოხდა "ეროვნული დროშის ზუსტი გამოსახულების დადგენა" და მხოლოდ ამის შემდეგ მიავლინეს სპეციალისტები საზღვარგარეთ, თუმცა, ქართულ "ხუთჯვრიანს" ვერსად მიაკვლიეს...

    როგორც ჩანს, სახელმწიფო დროშის თაობაზე მკაფიო წარმოდგენა არც დღევანდელი ხელისულების წარმომადგენლებს აქვთ და თვითონაც ჰერალდიკის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული "ოფიციალური ინფორმაციით" სარგებლობენ, რომელიც კონიუქტურის შესაბამისად იცვლება... ამასთან, არცთუ იშვიათად, ადმინისტრაციული შენობების წინ გამოფენილი "სახელმწიფო დროშებიც" კი განსხვავდებიან კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებისგან

    დარწმუნებული ვარ, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა თუ ეღირსა, სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის თაობაზე სპეციალისტებსაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც სერიოზული სჯა-ბაასი მოუწევს. უაღრესად არაგონივრულია, როდესაც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ფაქტობრივად, ერთი კაცის (თუნდაც, პარტიის) ხუშტურების მიხედვით ვწყვეტთ, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ "ხელისუფლების წყაროს" - ხალხს თუ არა, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს მაინც დავეკითხოთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×