სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    21.01.2019

    ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    ქუთაისის საქალაქო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ 2 წლის წინ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზეა განთავსებული და კანცელარიაც გამართულად მუშაობს, პარლამენტის წინააღმდეგ ორი წლის წინ შეტანილი სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლოდან ქუთაისში გადაიგზავნა.

    გასული წლის 25 დეკემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა სამივე საქმე (#3/684, #3/2938, #3/5029) გააერთიანა და არსებითი განხილვა 01 თებერვალს, 14 საათზე, დანიშნა.

    სარჩელის თანახმად, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სახელმწიფოს პარლამენტი კანონმდებლობის დარღვევით ატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსებს, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება კონკურსის პირობებს. ამდენად, თუ სასამართლო სასარჩელო მოთხოვნებს სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს (პირველ შემთხვევაში პარლამენტის მიერ 2017 წელს ჩატარებული კონკურსები იქნება ცნობილი ბათილად, ხოლო მეორეში - მხოლოდ 3 არამოსამართლე წევრის - შოთა ქადაგიძის, ლევან გზირიშვილისა და ზაზა ხარებავას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩევა), პარლამენტს ახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს, ხოლო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არამოსამართლე წევრების მონაწილეობით მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები (რომლებშიც 10 ხმა მათი დახმარებით შეგროვდა) გაუქმდება.

    აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ობიექტური განხილვის შედეგად, შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს შედარებით მკაფიო კრიტერიუმები "სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებისა" და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევად. ის მაინც დადგინდება ერთმნიშვნელოვნად, არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში სასამართლოებში წარმომადგენლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს უნდა მოეთხოვებოდეს, თუ მის წარმდგენ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციას, რაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის ნორმებს შორის სადღეისოდ არსებულ აშკარა წინააღმდეგობასაც აღმოფხვრიდა.

    ამდენად, ვინაიდან საქმე მილიონამდე საქართველოს მოქალაქის მიერ არჩეულ პარლამენტს, კანონმდებლობაში "გაპარულ" ხარვეზებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამწესების კანონიერებას (ფაქტობრივად, არამოსამართლე წევრების მონაწილეობით მიღებულ გადაწყვეტილებებსაც) ეხება, ქუთაისის სასამართლოს მიეცა შანსი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც "აღადგინოს სამართლიანობა" და ამით სასამართლო რეფორმაც გადაარჩინოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved