სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    04.03.2019

    რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი

    ჩვენ ვცხოვრობთ დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ეპოქაში, რასაც ხელს უწყობს მავნე კონტენტი, ყალბი ანგარიშები (ექაუნთები), აფლუ #უცთ-ის გამავრცელებელი ბოტები, ონლაინ პოლარიზაცია და ინტერნეტსივრცის თვითრეგულაცია. აღნიშნულ სივრცეში აქტიურად გამოიყენება სოციალური მედია ინსტრუმენტები და პლატფორმები - სოციალური ქსელები, ბლოგები, მიკრობლოგები, სოციალური მედია. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს: "ფეისბუქი", "ტვიტერი", "ინსტაგრამი", "იუთუბი".

    აღსანიშნია, რომ ინტერნეტ საზოგადოებამ შექმნა მძლავრი სამოქალაქო სივრცე, რომელიც გაჯერებულია მრავალფეროვანი პროგრამული რობოტებით. მათ შორის აღსანიშნია ბოტები. ბოტები აფლუ #უცთ-ის გავრცელებით ახდენს მომხმარებელთა ქცევის სიმულაციის მოდელირებას, დეზინფორმაციით იპყრობს საზოგადოების ყურადღებას და ნეგატიურ გავლენას ახდენს ინფორმაციულ ეკოსისტემაზე.

    კვლევები ადასტურებს, რომ ინტერნეტში აფლუ #უცთ უფრო გავრცელებული და გაზიარებულია, ვიდრე რეალური სიახლე. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სიახლე და სიახლის სხვებისთვის გაზიარება. აფლუ #უცთ კი რამდენადაც არასდროს მომხდარა, ყოველთვის სიახლეა. შესაბამისად, ყურადღებასაც ადვილად იქცევს. ბოტები აფლუ #უცთ-ს იყენებს საზოგადოების ნდობის მოპოვებისათვის.

    ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ბოტები წინასწარგანზრახული დეზინფორმაციით:

    - გავლენას ახდენს პოლიტიკურ "ხმაურზე", ბიზნესზე, მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე, ისტორიაზეც კი;

    - საზოგადოებას რეალობიდან აშორებს, "კვებავს" უმოქმედობასა და ილუზიას;

    - საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს, რადგან "ერთი ან ორი ჭორი ჩვეულებრივ საკმარისია ეჭვების დათესვისა და სასურველ ყურში მოხვედრისათვის";

    - აღრმავებს ქაოსსა და პოლარიზაციას. ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის სახიფათო ინსტრუმენტია;

    გლობალური კვლევები ადასტურებს, რომ სოციალური მედიის მხოლოდ სამი პლატფორმის ("ფეისბუქი", "ტვიტერი" და "ინსტაგრამი") წილად მოდის 190 მლნ ბოტი (2017 წელს). გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ყალბ ინფორმაციას იმავე პლატფორმა ავრცელებს, რომელიც რეალურ ინფორმაციასაც ასახავს, ჭეშმარიტების გარკვევა რთული ხდება.

    გლობალური გარემოს განვითარების ფონზე, საქართველოს სოციალური მედია პლატფორმებიც აჩვენებს ბოტების მოდელის აქტივობას, დისკრედიტაციის პოლიტიკას, დეზინფორმაციის ფართო გავრცელებას, აფლუ #უცთ-ის სწრაფ და ღრმა გავლენას.

    ქართული ბოტების მოდელისთვის დამახასიათებელია:

    - საზოგადოებრივად აქტიური პირების დისკრედიტაცია და ამით "საკადრო რესურსის გაღარიბება";

    - პოლიტიკური აქტორების დეზინფორმირება და მათში ეჭვის დათესვა, რაც "პირადი" პოლიტიკის გატარებისთვის დამატებით დროს იძლევა;

    - პროფესიული დაკნინებისა და პროფესიიდან ჩამოცილების პოლიტიკა. აღიარებული დებულებების უგულებელყოფა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა;

    - აკადემიური და აქტიური პირების "მიკუთვნება" მათი მსოფლმხედველობისათვის მიუღებელ პოლიტიკურ ჯგუფებთან.

    ჯამში, აღვნიშნავ, რომ ყველა ჩვენგანი ვართ პრობლემების ძირითადი ნაწილიც და პრობლემების გადაჭრის ძალაც. საზოგადოებაშია ჯანსაღი ინფორმაციული ეკოსისტემის შექმნისა და ჯანსაღი ინტერნეტგარემოს ფორმირების რესურსი. ამ მიზნით აფლუ #უცთ-თან და საეჭვო ანგარიშებთან (ექაუნთებთან) ბრძოლის პროცესში საჭიროა საზოგადოების, მედიის, მარეგულირებლის, ინტერნეტპროვაიდერებისა და თვით სოციალური ქსელის საიტების ადმინისტრაციის აქტიური მოქმედება საეჭვო ანგარიშების შემოწმებით, დაბლოკვითა და წაშლით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved